ნამცხვრები სამარხვო ორცხობილა და მაფინები 2023, 19 იანვარი, 15:38 ინგრედიენტები: ბანანი – 1 ცალი შაქარი – 1 ჭიქა ზეთი – 3 ს. კ ღუმელში გამომცხვარი გოგრის პიურე – 200 გრ. ქიშმიში – 150 გრ. შაქრიანი ვანილინი – 1 პაკეტი სოდა – 1 ჩ. კ. მარილი – 1 მწიკვი ფქვილი – რამდენსაც შეიზელს (ცომი სქელი, არაჟნისებრი უნდა იყოს და კოვზიდან არ უნდა იღვრებოდეს) მომზადება: I. გაარჩიეთ ქიშმიში, გარეცხეთ და დაასხით მდუღარე წყალი > როდესაც გაგრილდება, წყალი გადაწურეთ და რამდენიმე კოვზი ფქვილი შეურიეთ, რომ ქიშმიში ერთმანეთს არ შეეწებოს. II. თასში მოათავსეთ ბანანი > დაჭყლიტეთ ჩანგლით > დაამატეთ შაქარი და მიქსერით ათქვიფეთ > დაამატეთ მარილი, ვანილინი და ზეთი > გამომცხვარ გოგრის რბილობი გახეხეთ სახეხზე და დაამატეთ მასას > კარგად ათქვიფეთ. III. სოდა შეურიეთ 1 ჭ. ფქვილს > დაამატეთ მასას და კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ ნელ–ნელა ფქვილი, მანამდე, ვიდრე საჭირო კონსტინტენცას არ მიიღებთ > დაუმატეთ ქიშმიში. (თუ ამის შემდეგ, იმდენ ფქვილს შეაზელთ, რომ რბილი გასაბრტყელებელი ცომი მიიღოთ, შეგიძლიათ 1 სმ–ს სისქეზე გააბრტყელოთ, ორცხობილას ფორმებით, ან დანით დაჭრათ და ცხიმწასმული კალკით გამოაცხოთ). IV. ცომი გაანაწილეთ მაფინების ფორმაში, ან ნებისმიერ საცხობ ფორმაში > სურვილის შემთხვევაში, მაფინზე მოათავსეთ ალუბლის ან შინდის მურაბა. V. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. P. S. ეს კლასიკური კექსის გადაკეთებული რეცეპტია. მასში მხოლოდ სამი ინგრედიენტია შეცვლილი: 2 კვერცხი – ბანანმა ჩაანაცვლა, 100 გრ. კარაქი – ზეთმა და 200 გრ. არაჟანი – გოგრის პიურემ. ორივე კექსი, სამარხვოც და კლასიკურიც, ერთნაირად გემრიელია. არხის სხვა სიახლეები:* მეცნიერებმა ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსის სავარაუდო თარიღი დაასახელეს* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი* ერთი ობიექტი – ორი რაკურსით, ანუ ყველა იმას ვპოულობთ, რასაც ვეძებთ...* "კონკიას ეფექტი". 25 წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია – მხოლოდ ვიზაჟი და არანაირი ოპერაცია* თმა შეიჭრეს და "გამოლამაზდნენ" (20 ფოტო)* მათი ურთიერთობა სამ წელს გაგრძელდა, მაგრამ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ...* საჭურისების ისტორია: "დაბადება", "აღზევება" და "დაცემა"* რა იცით საკუთარი ნაკლის შესახებ? – ის ყველა ქალს ერთი აქვს!38 1-ს მოსწონს
|