საქართველო ქრისტიანული მოძღვრების აზრზეც არ იყო - ქურთი გმირი, რომელმაც აფხაზეთის ომში სხვა ადამიანის სიცოცხლე დააყენა თავის სიცოცხლეზე წინ 2023, 11 იანვარი, 20:48 მამუკა ავდოევი მართლმადიდებლად მონათლული არ იყო. როგორც თანასკოლელი ლელა ცხარტიშვილი იხსენებს, ერთი თავზეხელაღებული, „ძნელად აღსაზრდელი“ და გამოუსწორებელი ოროსანი ბიჭი გახლდათ. ეროვნებით ქურთი იყო, მრავალშვილიანი ოჯახიდან. ცალკე მასწავლებლებს თავსატეხს უჩენდა თავისი დაუდგრომლობით და ცუდი ყოფაქცევით, ცალკე- ბავშვებს. მავნებლობასა და ცუღლუტობაში იმდენად გაწაფული იყო, რომ ბავშვები ემალებოდნენ, რამე რომ არ დაეშავებინა მატთვისთვის. "ერთხელ, მახსოვს, მომეპარა და ვიეტნამის მაზი წამცხო თვალებზე. ისედაც სუსტი მხედველობის პატრონმა, მთელი დღე თვალი ვერ გავახილე... მერე გავიზარდეთ. ცოტა ჭკუა მოგვემატა... სკოლიდან გავიდა, ოჯახის სარჩენად ბაზარში დაიწყო მუშაობა. ხილით სავსე ყუთებს ეზიდებოდა თავისი, ჯერ კიდევ ბავშვური მხრებით... ერთხელ ქუჩაში შემხვდა და უცებ თვალსა და ხელს შუა “მოტყდა"(სისწრაფე სჩვეოდა). თურმე იქვე ყვავილების მაღაზიაში გაქცეულა და იისფერი თაიგული მომართვა... ასეთი უცნაური და არაპროგნოზირებადი ბიჭი იყო. ხოდა იმ ავბედით წლებში, აფხაზეთის ომში მოხალისედ ჩაეწერა. უბნიდან ბიჭები წავიდნენ და მე გულზე ხელს ხომ არ დავიკრეფო... ცოტა ხანში მისი სიკვდილის ამბავი გავიგეთ", -იხსენებს ლელა ცხარტიშვილი. მამუკა ავდოევი ერთ დედისერთა ეროვნებიტ ქართველ ტანამებრძოლს გადაეფარა, მე მაინც მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და ისე არ დავაკლდები დედაჩემსო, ბოლოამოსუნთქვამდე მოუსწრია ამის თქმა... მამუკა ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვეს, ოჯახს პენსია დაუნიშნეს... "ვინ მოიფიქრებდა, რომ ამ “ძნელად აღსაზრდელი", მოუხეშავი მანერების მქონე ყალთაბანდ ბიჭში ამხელა გული ფეთქავდა. თავგანწირვის დიადი სული, რაც ომმა გაამჟღავნა. არადა, ხომ ვიცი, ქრისტიანული მოძღვრების აზრზეც არ იყო... სასუფევლისთვის არ უფიქრია, იმ სხვა ადამიანზე იფიქრა, სხვა ადამიანის სიცოცხლე დააყენა თავის სიცოცხლეზე წინ... ნათელი დაუმკვიდროს ღმერთმა ამ ადამიანს და ყველა იმათ, ვისაც წიგნში კი არა, გულის ფიცარზე უწერია, ოქროს ასოებით, ეს სამი დიდი და ტოლფასი ცნება: „ღმერთი, სამშობლო, მოყვასი!", - არნიშნავს მისი თანასკოლელი. 202 2-ს მოსწონს
|