სხვა ნამდვილი საშობაო სასწაულები 2023, 7 იანვარი, 16:17 მოგეხსენებათ, დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისი, არის დრო, როდესაც სასწაულები ხდება... და როგორც წესი, კეთილი. აქ სწორედ ყველაზე რეალურ და დოკუმენტურად დადასტურებულ საშობაო სასწაულებზე მოგიყვებით. ამ ინციდენტის, რომელიც ამერიკულ ოჯახში მოხდა, შეუძლია, ყველაზე თავდაჯერებულ სკეპტიკოსებსაც კი, ზღაპრებისადმი რწმენა ააღუდგინოს და აფიქრებინოს, სანტა ნამდვილად არსებობს და მას უბრალო ადამიანებთანაც მიაქვს საჩუქრები. მაშ, ასე. ეს ამბავი 2004 წ. მოხდა. პროტესტანტული ეკლესიის პასტორმა უესლი მარკლიმ, ორეგონის შტატიდან (აშშ) საშობაო სუფრასთან, ინდაურთან ერთად, მიტანილ მოთუშულ კომბოსტოში, საკმაოდ დიდი ზომის, ოქროს ჯვარი აღმოაჩინა. პასტორი მაშინვე იმ მარკეტში წავიდა, სადაც კომბოსტოს ეს კერძი იყო შეძენილი. მაგრამ, ამ ნივთთან რამე კავშირი, როგორც სამზარეულოს, ისე სხვა თანამშრომლებმა უარყვეს და უთხრეს, რომ შესაძლოა, ჯვარი, ჯერ კიდევ იმ ადგილზე ყოფილიყო კომბოსტოში ჩახვეული, სადაც მოიყვანეს. თუმცა მამაო ვერ დამშვიდდა, რადგან ლომბარდში ჯვარი 20 ათას დოლარად შეაფასეს. ამიტომ, ის ასეთი ძვირფასი ნივთის პატრონისთვის დაბრუნებას ცდილობდა. მღვდელი ტელევიზიითაც კი გამოვიდა, მაგრამ მის განცხადებას არავინ გამოეხმაურა. ერთი წლის შემდეგ, საშობაო სასწაული ორეგონში გაგრძელდა... ჯვრები სხვებმაც იპოვეს. თუმცა, ეს ძვირფასი ნივთები ისეთი ძვირიანი არ იყო როგორიც წინა წელს. ზოგი ვერცხლის იყო, ხოლო ოქროს ჯვრები, ისეთი დიდი არ იყო, როგორიც პასტორის საშობაო საჩუქარი. მაგრამ, ყველა ჯვარი, ისევ კომბოსტოს კერძში აღმოაჩინეს, რომელიც გარნირად მიაქვთ სუფრაზე, ტრადიციულ ინდაურთან ერთად. ამჯერად, 5 ადგილობრივი იყო დასაჩუქრებული. ხოლო "სანტას" ვინაობა, საიდუმლოდ დარჩა. მომდევნო საშობაო სასწაული დიდ ბრიტანეთში 2005 წელს მოხდა. დეიზი ბერდენი სახლის სხვენს ალაგებდა, რომელშიც მისი ოჯახის რამდენიმე თაობა ცხოვრობდა. მას საახალწლოდ სახლის წესრიგში მოყვანა უნდოდა. ამასთან, ოჯახი იქ ბოლო შობა–ახალ წელს ატარებდა, რადგან სახლი საბანკო ვალების გამო, აუქციონზე უნდა გაეყიდათ. ძველ ნივთებს შორის, დეიზიმ ძველი წიგნი იპოვა. აღმოჩნდა, რომ ის ჯორჯ ბაირონის ერთ–ერთი პირველი გამოცემა იყო. ის ბუკინისტების მაღაზიაში წაიღო, იმ იმედით, რომ რაღაც თანხას მისცემდნენ და მართლაც მისცეს... იმდენი, რომ ვალები გადაიხადა და სახლი გაყიდვას გადაარჩინა. ერთი წლის შემდეგ, საშობაო სასწაული უკვე პოლონეთში მოხდა. კრიშტოფ ენდრიუსიკი საკუთარ ბაღში ნაძვის კუნძის ამოძირკვას ცდილობდა, რომელიც წინა დღეს, მოჭრილი ხის შემდეგ დარჩა. თხარა, თხარა და ხის ფესვებთან ერთად, განძიც ამოთხარა. ეს სკივრი იყო, ძველებური ოქროს მონეტებით. ეს ფულიც კეთილ საქმეს მოხმარდა: განძის სანაცვლოდ აღებული თანხით (ღირებულების 25%) კრიშტოფმა, გერმანიაში ქალიშვილის ოპერაცია დააფინანსა. გოგონა ძალიან მძიმედ იყო და ის ნამდვილად საშობაო სასწაულმა გადაარჩინა. გილოცავთ შობა–ახალ წელს!!! არხის სხვა სიახლეები:* პელეს აუხდენელი ოცნება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო* XXI საუკუნის სამმა მთავარმა წინასწარმეტყველმა ომის დასრულების და ევროკავშირის დაშლის თარიღი დაასახელა* რა გეგმები ჰქონდა ფიურერს სსრ კავშირის დაპყრობის შემდეგ? – მსოფლიოს მოწყობის ჰიტლერისეული გეგმა* სკანდალი გრძელდება – მელაძეს შეიძლება რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან* 4 რაბინის დაპირისპირება (სამი – ორის წინააღმდეგ)* ცხოვრებისეული იუმორი* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)89 2-ს მოსწონს
|