x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
4 რაბინის დაპირისპირება (სამი – ორის წინააღმდეგ)

image


ერთხელ, 4 რაბინი პარკში სეირნობდა და ბიბლიურ თემაზე წაკამათდნენ. ისე გამოვიდა, რომ 3 მათგანი, – ერთის წინააღმდეგ იყო. მაშინ, ამ უკანასკნელმა ლოცვა დაიწყო:– ღმერთო, ვიცი, რომ მართალი ვარ! ძალიან გთხოვ, ნიშანი მომეცი, რომ ამაში, ეს სამიც დავარწმუნო!
უეცრად, მოწმენდილი ცა ღრუბლებით დაიფარა და დაიქუხა!!!
– აი ხედავთ, – დაიყვირა რაბინმა, – ღმერთი ამბობს, რომ მართალი ვარ!
– ქუხილი მტკიცებულება ვერ იქნება! – თქვა ერთ–ერთმა ოპონენტმა. – იქნებ, დამთხვევაა?!
რაბინმა ხელები წავით აღაპყრო და ხმამაღლა დაიძახა:
– გულმოწყალე ღმერთო, გთხოვ, კიდევ ერთი ნიშანი მომეცი! გევედრები!
და უეცრად, მეხი, იქვე მდგარ ხეს დაეცა.
– უყურეთ! ხედავთ, მართალი ვარ!
– მერე, რა! ჭექა–ქუხილის დროს, მეხი ჩვეულებრივი მოვლენაა!.. და ეს მტკიცებულება ვერ იქნება! – თქვა მეორე ოპონენტმა.
მაშინ რაბინმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაიყვირა:
– ღმერთო, საფუძვლიანი ნიშანი მომეცი, თორემ არ მიჯერებენ!
და უეცრად, ღრუბელი გაიფანტა, ცა გაიხსნა და ღმერთის ხმა გაისმა:
– ის მართალია!!!
ხოლო, მესამე ოპონენტმა თქვა:
– მერე, რა?! მაინც სამი – ორის წინააღმდეგ გამოდის!!!


image

არხის სხვა სიახლეები:


* პელეს აუხდენელი ოცნება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო

* XXI საუკუნის სამმა მთავარმა წინასწარმეტყველმა ომის დასრულების და ევროკავშირის დაშლის თარიღი დაასახელა

* რა გეგმები ჰქონდა ფიურერს სსრ კავშირის დაპყრობის შემდეგ? – მსოფლიოს მოწყობის ჰიტლერისეული გეგმა

* სკანდალი გრძელდება – მელაძეს შეიძლება რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

* მოდი და, ნუ სცემ?..

* ცხოვრებისეული იუმორი

* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები

* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)



0
376
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0