x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134736
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509075
დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)
image


შერლოკ ჰოლმსი:

– დილა მშვიდობისა, უოტსონ! ვხედავ, დილის «თაიმსი» უკვე წაიკითხეთ? საინტერესო არის რამე?
– რაღაც მართლაც არის. აი, მაგალითად, წრიულ ავტოსტრადაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორივე მძღოლი, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. საინტერესოა, რომ მათი მანქანები ოდნავადაც არ დაზიანებულა.
– ეს ძალიან ელემენტარულია, უოტსონ. არის კიდევ რამე?
– ჰოლმს, თქვენთვის ყველაფერი ელემენტარულია. მაშინ, ამაზე რას იტყვით? მკვლელი – მოჭადრაკე. ბინაში, სამფეხა ჟურნალების მაგიდაზე ჭადრაკის დაფა იდო და ორი ადამიანი თამაშობდა, ხოლო მესამე მათ უყურებდა. ერთი წუთით სინათლე ჩაქრა და როდესაც მოვიდა, მესამე ადამიანი, ყელგამოჭრილი ძირს იწვა. მოვიდა პოლიცია. პირველმა მოჭადრაკემ თქვა, რომ როდესაც შუქი ჩაქრა, ის მხოლოდ მომდევნო სვლაზე ფიქრობდა და არაფერი გაუგია. ხოლო მეორემ განაცხადა, რომ როდესაც შუქი ჩაქრა, იმ მომენტში, დახრილი იყო. მას მაგიდის ფეხისთვის ქაღალდის შედება უნდოდა, რადგან ის ირყეოდა და კონცენტრირების საშუალებას არ აძლევდა და რომ, მას ამ მდგომარეობაში, თავში სისხლი მიაწვა. ამიტომ, არაფერი გაუგია. ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი მკვლელია.
– უოტსონ, ეს კიდევ უფრო მარტივია. მისის ჰადსონსაც შეუძლია გითხრათ, მკვლელი ვინ არის. უფრო საინტერესო არაფერია?
– არა. მეტი არაფერი, თუ ჯერალდ ბატჩერის თვითმკვლელობის ამბავს არ ჩავთვლით. მისი გვამი სამუშაო კაბინეტში აღმოაჩინეს.
– აბა, აბა...
– ის მაგიდაზე იწვა, ხელში პისტოლეტი ეჭირა და საფეთქელში ჰქონდა ნასროლი. ფარდები ჩამოშვებული იყო, ენთო მაგიდის ლამპა. იქვე იყო დიქტოფონი. ის ინსპექტორმა ჩართა და ბატჩერის უკანასკნელი გზავნილი მოისმინა: «მე გაკოტრებას ვერ დაველოდები, ეს – დასასრულია...» – ხოლო შემდეგ, გასროლის ხმა იყო. ბანკირს თავი საგადასახადო პოლიციის მიერ გამოგზავნილ წერილზე ედო, რომელიც მის ბანკში დაგეგმილი შემოწმების შესახებ აუწყებდა.
– აი, უოტსონ, ამბობდით რომ საინტერესო არაფერია. იქნებ სწორედ ამ საქმით დავკავდეთ და ბანკირის მკვლელი მოვძებნოთ?
– ჰოლმს, ეს ხომ თვითმკვლელობაა...
– ეს მკვლელობაა უოტსონ, მკვლელობა და ჩვენ სწორედ მას გამოვიძიებთ...


კითხვები:


1. აღწერეთ საგზაო შემთხვევა.
2. რომელი მოჭადრაკეა მკვლელი?
3. რატომ არის ბანკირის თვითმკვლელობა, სინამდვილეში, მკვლელობა?



image


პასუხები:


I. მანქანები ერთმანეთის პირისპირ მოძრაობდნენ და მძღოლები ფანჯრიდან გამოყოფილი თავებით შეასკდნენ ერთმანეთს.

II. სამფეხა მაგიდა არასდროს ირყევა ანუ, მკვლელი ის არის, ვინც ტყუილი თქვა.

III. თვითმკვლელობა არ არის, რადგან როდესაც დიქტოფონი ჩართეს – ბოლოს სროლის ხმა იყო. რადგან ფირი გადახვეული იყო, ე.ი. გასროლის შემდეგ, ის ვიღაცამ გადაახვია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქორწინების საოცარი რიტუალი ინდოეთში

* საუკეთესო საჩუქარი ბავშვისთვის არამატერიალურია და ის თაობიდან თაობას გადაეცემა

* არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია

* ერაყში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტი და იდუმალი იარაღი

* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ

* საახალწლო დესერტი "ზამთრის მანდარინი"

* მეცნიერი, რომელიც ჩამოხრჩობას სწავლობდა და ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდა

* 10 გამოცანა ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)



2
678
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
678
  
2023, 9 იანვარი, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 23:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2