საქართველო ბიძინა ივანიშვილი :ბესო სურმავა ძალიან კარგი ბიჭია 2012, 28 სექტემბერი, 13:53 გუშინ ბიძინა ივანიშვილის პირადმა მცველმა ბესო სურმავამ ასეთი განცხადება გააკეთა:"ამ ვიდეოს ნახვა ბევრს გაუკვირდება, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომისე მოვიქცე, როგორც ვალდებულად ვთვლი. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დავალებით უსაფრთხოების სამსახურს ევალებოდა კოალიციის წევრების საუბრების მოსმენა და ჩაწერა. ამ ჩანაწერებს ტელევიზიებს გადავცემ", - აცხადებს სურმავა. როგორც გაირკვა ეს მას შეგნებულად ათქმევინეს, რადგან მისი ადგილსამყოფელიჯერ კიდევ უცნობია. ბესო სურმავას მეუღლეს ლიკა ლობჟანიძეს არ უდასტურებენ ინფრომაციას, რომ სურმავა ხონის ციხეში იმყოფება.„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხონის ციხეში ჰყავთ გადაყვანილი, მაგრამ შემდეგომ ჩვენ გამოვიძიეთ და არანაირი ინფრომაცია არ მოგვაწოდეს, არ ვიცი სად არის ჩემი ქმარი განაცხადა ლიკა ლობჟანიძემ.ლიკა ლობჟანიძე დარწმუნებულია, რომ მის მეუღლეზე ზეწოლა განხორციელდა, ასევე აქვთ ეჭვი, რომ იგი ამ ვიდეოს ჩაწერის დროს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემაში "არგუმენტები თეა სიჭინავასთან ერთად" ბიძინა ივანიშვილმა ბესო სურმავას მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ კომენტარი გააკეთა. მან საკუთარი დაცვის წევრი "კარგი იუმორის მქონე ბიჭად" მოიხსენია და შეშფოთება გამოთქვა მისი მდგომარეობის გამო. მისი თქმით ბესო ძალიან კარგი ბიჭია და მასზე ძალიან ნერვიულობს. 248 1-ს მოსწონს
|