x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
მეცნიერი, რომელიც ჩამოხრჩობას სწავლობდა და ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდა

ნიკოლაე მინოვიჩი რუმინელი მეცნიერი და ექსპერტი იყო სასამართლო მედიცინისა და კრიმინალური ექსპერტიზის დარგში. მან 1898 წ. დოქტორის ხარისხი მიიღო კრიმინალისტიკის დარგში, რუმინეთში ტატუების ნოვატორული კვლევისთვის. მან გამოიკვლია, თუ რა კავშირი შეიძლება იყოს, სხეულზე გაკეთებულ ტატუებსა და დამნაშავის ქცევებს შორის.


imageნიკოლაე მინოვიჩი


მეცნიერი გამუდმებით ექსპერიმენტებს ატარებდა, კრიმინალურ სფეროში და მისი კვლევის ერთ–ერთი საგანი, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ჩამოხრჩობა, ანუ სუიციდი იყო. მას აინტერესებდა, თუ როგორ მოქმედებდა ეს პროცესი ადამიანის ორგანიზმზე, იმისთვის რომ აეწერა მდგომარეობა, რომელიც ასფიქსიის დროს ვითარდებოდა.

imageექსპერიმენტის ფარგლებში, მან სხვადასხვა მეთოდით, 12–ჯერ სცადა თავის ჩამოხრჩობა. მისი ექსპერიმენტი მხოლოდ 5–10 წამის ფარგლებში გრძელდებოდა, მაქსიმალური ხანგრძლივობა, 26 წამი იყო. თავიდან ის ყველაფერს საკუთარი ძალებით უძღვებოდა — თავზე მარყუჟს ჩამოიცვამდა, იატაკზე წვებოდა და თოკს, რომელიც ჭერის ბლოკზე იყო გადადებული, მეორე ბოლოზე ექაჩებოდა. წინასწარი ცდების ჩატარების და 172 ადამიანის ჩამოხრჩობის ფაქტის გაანალიზების შემდეგ, მან თავის ჩამოხრჩობა, თავად გადაწყვიტა, რადგან კვლევისთვის «ცოცხალი» ჩვენება ესაჭიროებოდა. ასისტენტების დახმარებით, მან ჩაატარა ექსპერიმენტი და ყულფში თავგაყოფილი, თოკზე 26 წამი ეკიდა. ეს, რა თქმა უნდა, საშინელი გამოცდა და თვითდაზიანების დემონსტრირება იყო — მომდევნო 10 დღის მანძილზე, ის ყელის ტკივილით და წყურვილის გრძნობით იტანჯებოდა. მაგრამ, ექსპერიმენტს, სასამართლო მედიცინისთვის, მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ის ასევე, საფუძვლად დაედო ხელოვნური სუნთქვის თეორიის შემუშავებას.

imageნ. მინოვიჩი ითვლება საავადმყოფოებში, სასწრაფო დახმარების მართვის ერთ-ერთ ფუძემდებლად. ის იყო რუმინეთში სასამართლო მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, მიჰყავდა დამატებით კურსები ფსიქიატრიისა და პათოლოგიური ანატომიის მიმართულებით.

ხოლო, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების დეტალური აღწერა და ის, თუ რას განიცდიდა, ნებაყოფლობითი «ჩამოხრჩობის» დროს, გამოქვეყნებულია სამეცნიერო ნაშრომში — «ჩამოხრჩობის კვლევა», რომელიც მან 1904 წ. გამოაქვეყნა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია

* ერაყში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტი და იდუმალი იარაღი

* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ

* ელდორადო ანუნაკების რეზიდენცია იყო?!

* ირმის ნახტომის საიდუმლო – სად დაიბადა ჩვენი მზე?

* ამ სკულპტურების სანახავად, ნამდვილად ღირს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩასვლა (15 ფოტო)

* ახალგაზრდული იერის 8 საიდუმლო

* 10 გამოცანა ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)



0
274
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0