x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ახალგაზრდული იერის 8 საიდუმლო

დადასტურებულია, რომ სახეზე ნაოჭები და პიგმენტური ლაქების დიდი რაოდენობა – აბერებს... და ირგვლივმყოფები, თანამოსაუბრეს ასაკის შეფასებისას, სწორედ მასზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა, გარეგნობაში ისეთი თვისებებიც არსებობს, რომელსაც ადამიანის, ვიზუალურად, გაახალგაზრდავება შეუძლია.


image


მკვლევართა ჯგუფმა, საფრანგეთიდან და შეერთებული შტატებიდან, დაადგინა, რომ როდესაც ქალის ასაკზე ფიქრობენ, გაუცნობიერებლად ყურადღებას, მისი სახის კონტრასტულობას აქცევენ. იმას, თუ რამდენად ძლიერად იკვეთება თვალები, ტუჩები, წარბები და ა. შ. ქალბატონის სახეზე მკვეთრი ნაკვთები, მის კარგ ჯანმრთელობაზე, ახალგაზრდობაზე და ქალურობაზე მიუთითებს. ზოგიერთი ამას ბუნებრივი გზით იღებს, სხვები კი, თავად ხდებიან საკუთარი თავის სკულპტორები და ამას კოსმეტიკური საშუალებებით აკეთებენ.

აქ გაახალგაზრდავების მარტივ ხრიკს გთავაზობთ – გასწავლით, თუ როგორ შეიძლება მხოლოდ კოსმეტიკით და ვარცხნილობის შეცვლით, ასაკთან შედარებით, უფრო ახალგაზრდული გარეგნობის მიღება.


1. ქვედა ტუჩის გადიდებაimage

"ბავშვის" ტუჩის ეფექტი – რამდენიმე წლით, ვიზუალურად, გაახალგაზრდავების ყველაზე მარტივი გზა არის. თანამედროვე გოგონები, უფრო ხშირად, ზედა ტუჩს იდიდებენ, ან ორივეს ერთად, მიაჩნიათ, რომ ამ გზით, ისინი უფრო მიმზიდველები ხდებიან. სინამდვილეში, ძალიან დიდი ზედა ტუჩი, მის მფლობელს მხოლოდ ასაკს მატებს. მაშინ, როდესაც გადიდებული ქვედა ტუჩი, პირიქით – აახალგაზრდავებს.


2. წარბის ქვეშ კანის გაღიავებაimage

გამოხედვა რომ უფრო მკვეთრი იყოს, საკმარისია წარბის ქვედა ნაწილის გაღიავება. ვარსკვლავები ამ ხრიკს უკვე რა ხანია იყენებენ, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ ჩნდებიან. მაგრამ, ამის გაკეთება, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება.

წარბის გამოკვეთა ღია ფერის მაკორექტირებელი ფანქრით, ღია ფერის ჩრდილებით ან ჰაილაითერით შეიძლება.


3. მაღალი ყვრიმალებიimage


ასაკის მატებასთან ერთად, სახის ნაკვთები ნაკლებად მკვეთრი ხდება, რადგან კანი ელასტიკურობას კარგავს. ამასთან, ქალების უმრავლესობას, ბუნებით მკვეთრი და ამოწეული ყვრიმალები არ გააჩნია. ამოწეულ ყვრიმალებს კი, ვიზუალურად, ქალის სახის რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება შეუძლია.

ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ პროფესიონალ ვიზაჟისტს მიმართოთ, რომელიც სახის პროფილის შექმნაში დაგეხმარებათ, ან კოსმეტიკური ინექციის პროცედურები ჩაიტაროთ.


4. ყურის პატარა ბიბილოimage


ყურის ბიბილო – გარეგნობის ნაწილია, რომელსაც ქალები, რატომღაც, ყურადღებას არ აქცევენ. არა და, მძიმე საყურეებით გაწელილი ბიბილოები, ასაკს მატებს.

ბიბილოს გარეგნობის კორექტირება შესაძლებელია ინიექციით ან ლაზერით. მაგრამ ეს რადიკალური მეთოდებია. უფრო მარტივი, ბიბილოებზე მკვებავი კრემის შეზელა და მძიმე საყურეებზე უარის თქმა არის.



5. კანის ბუნებრივი ტონიimage


მართალია, რუჯი სახეზე პატარ–პატარა ნაოჭებს ნიღბავს, მაგრამ ამავდროულად, ასაკსაც მატებს. რადგან გარუჯულ კანზე, დიდი ნაოჭები უკეთესად ჩანს. არ დაგავიწყდეთ, რომ ულტრაიისფერი სხივები საზიანოა და არ უგულებელყოთ მზისგან დამცავი საშუალება, წელიწადის ნებისმიერ დროს.


6. ოდნავ “მოუწესრიგებელი" ვარცხნილობაimage


არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც უზადო ვარცხნილობა. ასაკთან შედარებით, უფრო ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდეთ, თმის ბოლოები აიჩეხეთ – "მოწყვეტილი ბოლოების" ეფექტი ნამდვილად რომ აახალგაზრდავებ. მაგრამ, თუ ასეთი ვარცხნილობა არ მოგწონთ და სწორი ბოლოები გირჩევნიათ, მაშინ თმის ბოლოები შეიხვიეთ.


7. თმის ბუნებრივი ფერიimage


თმის ღია ფერი, ჩვეულებრივ, ახალგაზრდობასთან ასოცირდება. მსგავსი შედეგის მიღწევა, ბუნებრივი მუქი ფერებითაც არის შესაძლებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ფერი მაქსიმალურად ბუნებრივი იყოს. ფერფლისფერი ქერა, უკვე გახუნებული მოყვითალო ქერა ან მუქი შავი (არაბუნებრივი ფერები) ასაკს მატებს.

თუ თმის შეღებვას გადაწყვეტთ, აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე ბუნებრივი და შესაფერისი ფერი.


8. ოდნავ "ველური" წარბებიimage


"ველურ" წარბებს შეუძლია სახე უფრო ცოცხალი და ახალგაზრდული გამოაჩინოს. მნიშვნელოვანია იცოდეთ საზღვარი და კორექციაზე სრულად უარი არ თქვათ, რადგან მოუვლელი წარბები, ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება.

image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ შევარჩიოთ სამოსი? – წესები ქალბატონებისთვის (სამოსის შერჩევა სხეულის ტიპის მიხედვით)

* დიდი მოგზაური, თუ სასტიკი მკვლელი

* გულისამაჩუყებელი იგავი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება

* ამ ვირთხამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

* "მფრინავი ქვები" და ელექტრო დენი ძველ ეგვიპტეში

* 20 ფოტო, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* "აგურის ცეცხლი", ანუ როგორ გავთბეთ შეშის გარეშე



2
1045
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1045
  
2023, 10 იანვარი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 დეკემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2