x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დიდი მოგზაური, თუ სასტიკი მკვლელი

1492 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბი ევროპიდან ამერიკაში ჩავიდა, რითაც დიდი მოგზაურის სახელი დაიმსახურა. კოლუმბის მოგზაურობის შესახებ, წიგნებს წერენ და ფილმებს იღებენ. ხოლო, აშშ–ში და ესპანეთში, მის საპატივცემულოდ, დღესასწაულებიც კი არსებობს. მაგრამ, დაიმსახურა კი, მან ასეთი პატივი? — ეს საკამათოა, რადგან კოლუმბის თანამედროვენიც კი, მას ურჩხულად თვლიდნენ. იმ მძიმე პერიოდში კი, რაღაც საშინელება უნდა ჩაედინა ადამიანს, რომ ასეთი შეფასება დაემსახურებინა. ხოლო, «დიდი პირველაღმომჩენის» ბიოგრაფიის ფურცლები კი, როგორც ჩანს, სისხლით არის დაწერილი — და ეს, სრული სიმართლეა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. აქ ქრისტეფორე კოლუმბის შესახებ, ცნობილ ფაქტებს წარმოგიდგენთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ის დიდი მოგზაური კი არა, სისხლისმსმელი, უპრინციპო ფსიქოპატი და უსასტიკესი ადამიანი იყო.


image

ფაქტი I. კოლუმბი ინდიელებს ხელები აჭრიდა, თუ ისინი საკმარის რაოდენობის ოქროს არ მოუტანდნენ.


ახალ სამყაროში ჩასვლისთანავე, კოლუმბმა ესპანეთის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ოქროს და უთვალავ მონას ჰპირდებოდა... და ის დანაპირების შესრულებას, ადგილობრივების გენოციდის ფასადაც კი აპირებდა. მისი ბრძანებით, აბორიგენებზე ნადირობდნენ და ბაკებში (ცხოველების სადგომი) ამწყვდევდნენ, რომ მათი ერთი ნაწილი ესპანეთში, მონებად გაეგზავნათ (ნახევარზე მეტმა მგზავრობა ვერ გადაიტანა), ხოლო მეორე — ოქროს შესაგროვებლად.

მშვიდობიანი არავაკის ტომის ყველა წევრს, რომელიც 14 წლის და უფრო დიდი იყო, ჰაიტის იმ ნაწილში გაგზავნეს სამუშაოდ, სადაც კოლუმბის აზრით, უზარმაზარი ოქროს საბადოები იყო. აბორიგენებს, რომლებიც საკმარის ოქროს მიუტანდნენ ესპანელებს, სპილენძის ჟეტონს აძლევდნენ, რაც სიცოცხლის უფლებას ნიშნავდა. სხვა ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეს ჟეტონი არ ჰქონდა, ხელებს აჭრიდნენ და იქვე აგდებდნენ, რომ სისხლისგან დაცლილიყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰაიტიზე, ოქრო თითქმის არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ კოლუმბის მიერ დაწესებული გეგმის შესრულება, ბევრს არ შეეძლო. ხოლო მას, ვინც გაქცევას შეეცდებოდა, ესპანელები ძაღლებით დევნიდნენ და სადაც იპოვიდნენ, იქვე კლავდნენ.


ფაქტი II. ის ბავშვებს სექსუალურ მონობაში ყიდდა


imageროდესაც კოლუმბი მიხვდა, რომ პროსტიტუციის ბიზნესით მეტი ფულის გამომუშავება შეეძლო, ვიდრე მიწის დამუშავებით, მან სექს-მონების შეგროვება დაიწყო. პროსტიტუციაში ქალების ნებაყოფლობითი მონაწილეობის საკითხი არ დამდგარა — მათ აზრს არავინ ეკითხებოდა... და რადგან ამ საკითხს შევეხეთ, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კოლუმბის ამ ბიზნესში, მხოლოდ უფროსები არ იყვნენ ჩართულები. როგორც თავად კოლუმბი ამბობდა, ყველაზე მომგებიანები, პატარა გოგონები იყვნენ.


ფაქტი III. კოლუმბმა მოიტყუა, რომ ის პირველი ადამიანი იყო, ვინც მიწა შენიშნა


«დიდი პირველაღმომჩენი», რომელმაც ხელთ განუსაზღვრელი ძალაუფლება ჩაიგდო, მხოლოდ კი არ კლავდა და აუპატიურებდა, არამედ, ზოგჯერ, თავისი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, «წვრილმანებითაც» შემოიფარგლებოდა ხოლმე. მაგ., ექსპედიციაში წასვლამდე, ესპანეთის მეფე და დედოფალი პენსიას დაჰპირდნენ იმ ადამიანს, ვინც მიწას პირველი დაინახავდა. ამიტომ, ექსპედიციის წევრები, დღე–ღამის მანძილზე, თვალს არ აცილებდნენ ჰორიზონტს... და ხმელეთის პირველი ლანდი, ღამის 2 საათზე, მეზღვაურმა როდრიგო დე ტრიაგამ შენიშნა.

თუმცა, ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, კოლუმბმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ წინა საღამოს, მან «სანთლის მაგვარი» სინათლე შენიშნა და მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ეკიპაჟს არაფერი უთხრა, ის «თვლიდა, რომ ფული სწორედ მას უნდა მიეღო და არა როდრიგოს». კოლუმბი ექსპედიციას ხელმძღვანელობდა და ამიტომ, მას ფული ნამდვილად არ სჭირდებოდა. მას უბრალოდ, უნდოდა ეტრაბახა, რომ ახალი მიწები სწორედ მან აღმოაჩინა.


ფაქტი IV. კოლუმბის ბრძანებით, ხალხს ანაწევრებდნენ და მათი ნაშთებს ადგილობრივებს აჩვენებდა


imageმშვიდობიანმა ინდიელებმა, რომლებსაც კლავდნენ, ასახიჩრებდნენ და სექს–მონებად ყიდდნენ, ბოლოს და ბოლოს, ამბოხება მოაწყვეს. სამწუხაროდ, მათ ცხენოსანი ესპანელების წინააღმდეგ, შანსი არ ჰქონდათ... კოლუმბმა და მისმა ხალხმა ზოგი აბორიგენი ჩამოახრჩვეს, ზოგი დაიმონეს და ზოგიც ცოცხლად დაწვეს. საკუთარი ძალაუფლების ხაზგასასმელად კი, მათ მიცვალებულთა ცხედრები დაანაწევრეს და ინდიელების დასახლებებში ჩამოატარეს. ეს გზავნილი იყო, რომ ნებისმიერი, ვინც კოლუმბთან დაპირისპირებას გაბედავდა, იგივე ბედი ელოდა.


ფაქტი V. ის თავს ღმერთად ასაღებდა, რომ ინდიელებისთვის მასზე მუშაობა ეიძულებინა


როდესაც ადგილობრივები მიხვდნენ, რომ ესპანელებს ომში ვერ მოუგებდნენ, მათი შიმშილით ამოწყვეტა გადაწყვიტეს. ევროპელებს საკვების დამოუკიდებლად მოპოვება არ შეეძლოთ და ამ მხრივ, მთლიანად აბორიგენებზე იყვნენ დამოკიდებულნი.

მაგრამ, კოლუმბმა მათი მოტყუება შეძლო და ამ ჩანაფიქრზე უარი ათქმევინა. მან ინდიელებს უთხრა, რომ მაგიურ ძალას ფლობდა. სინამდვილეში კი, ასტრონომიული ცხრილი გამოიყენა, იმის გამოსათვლელად, თუ როდის დადგებოდა მომდევნო მთვარის დაბნელება. დაბნელების დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე კი, აბორიგენებს გამოუცხადა, რომ მათზე ღმერთი იყო განრისხებული და რომ, ამის გამო, მთვარე გაქრებოდა. და ის მართლაც გაქრა...


ფაქტი VI. არავაკებმა მასობრივი თვითმკვლელობას მიმართავდნენ, რომ კოლუმბის მმართველობის ქვეშ არ დარჩენილიყვნენ


imageიმის გამო, რომ ადგილობრივებს კოლუმბისგან გაქცევის საშუალება არ ჰქონდათ, მათ დანებება გადაწყვიტეს. რადგან სიკვდილი ისედაც გარდაუვალი იყო, შექმნილ სიტუაციაში, მათთვის ერთადერთი ხსნა, ტკივილისგან და ტანჯვისგან თავის დასაღწევად, ამ ქვეყნიდან საკუთარი ნებით წასვლა აღმოჩნდა... და მათ მასიური თვითმკვლელობები დაიწყეს. თავის მოსაკლავად, მთელი თემები იკრიბებოდნენ და ხან, ასეთ ჯგუფებში 100 ადამიანზე მეტი იყო. დედები ბავშვებს საწამლავს აძლევდნენ, რომ მათთვის მშვიდობიანი სიკვდილი ეჩუქებინათ. ხოლო, ახალგაზრდა ქალებმა დაიფიცეს, რომ ბავშვებს აღარ გააჩენდნენ. ერთ–ერთი ესპანელი ახალმოსახლე სახლში გაგზავნილ წერილში წერდა: «ბევრი ფეხმძიმე, რაღაცას სვამს, რომ ფეხმძიმობა შეწყვიტოს. სხვები კი, ახალშობილებს საკუთარი ხელით კლავენ, რომ ესპანელების მონები არ გახდნენ». მასობრივი თვითმკვლელობის პიკზე, მხოლოდ 2 წლის მანძილზე, დაახლოებით, 250 000 ჰაიტელი დაიღუპა.


ფაქტი VII. კოლუმბმა ევროპაში სიფილისი ჩაიტანა


კოლუმბმა და მისმა რაზმმა, მილიონობით აბორიგენი მოკლა. მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ ამერიკიდან დაბრუნებული ესპანელები, მართალია ირიბად, მაგრამ მილიონობით ევროპელის დაღუპვის მიზეზი გახდნენ. ახალი სამყაროდან დამპყრობლებმა, ესპანეთში მონების და ოქროს გარდა, სიფილისიც ჩამოიტანეს. ევროპაში ამ დაავადების პირველი აფეთქება, ესპანელების ექსპედიციიდან დაბრუნებიდან, სულ მალე, 1495 წელს მოხდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ კოლუმბმა და მისმა ხალხმა ავადმყოფობა იმ ბავშვებთან ერთად ჩამოიტანეს, რომელიც სექს–მონებად ჰყავდათ ჩამოყვანილები. გარდა ამისა, ეკიპაჟის ზოგიერთმა წევრმა, მოგვიანებით, იტალიასთან ბრძოლებშიც მიიღო მონაწილეობა, რამაც სიფილისის გავრცელება მთელს კონტინენტზე გამოიწვია. ავადმყოფობის მხოლოდ პირველმა აფეთქებამ, 5 მილიონამდე ევროპელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ დაავადების მსხვერპლი გახდა თავად ქრისტეფორე კოლუმბიც. ის მძიმე ავადმყოფობასთან ბრძოლის შემდეგ, 1506 წელს გარდაიცვალა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ შევარჩიოთ სამოსი? – წესები ქალბატონებისთვის (სამოსის შერჩევა სხეულის ტიპის მიხედვით)

* გულისამაჩუყებელი იგავი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება

* თაყვანისმცემელი მთელი წელი დასდევდა ვარსკვლავს, რომ სასიკვდილო სენისგან ეხსნა

* "მფრინავი ქვები" და ელექტრო დენი ძველ ეგვიპტეში

* "უცხოპლანეტელებმა დედამიწის კოლონიზაცია არაერთგზის მოახდინეს" ...

* 20 ფოტო, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* "აგურის ცეცხლი", ანუ როგორ გავთბეთ შეშის გარეშე



0
598
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0