x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ დააპატიმრეს ქრისტეფორე კოლუმბი – ჯოჯოხეთი სახელად «ევროპა»

image

image2006 წ. ვალიადოლიდში (ესპანეთი) 48 გვერდიანი სასამართლო დასკვნა აღმოაჩინეს, რომელშიც მოწმეების ჩვენებაც იყო ჩაწერილი. დოკუმენტის მიხედვით, ადმირალი კოლუმბი და მისი ძმა ბართოლომეო განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდნენ «ახალი სამყაროს» აბორიგენი მოსახლეობისადმი. მაგ., სიმინდის 1 ტაროს მოპარვის გამო, ქრისტეფორე კოლუმბის ბრძანებით, ქურდს ცხვირი და ყურები მოაჭრეს და მონად გაყიდეს. გარდა ამისა, ესპანელი კოლონისტები მას ინდიელთა ამბოხებების სისხლში ჩახშობაში და მიცვალებულების სანტო–დომინიგოს ქუებში დაყრის და მათზე სიარულის ბრძანების გაცემაში ადანაშაულებდნენ.

ერთი კოლონისტი ქალის ჩვენებით კი, იმის გამო, რომ მან კოლუმბის ოჯახის მდაბიო წარმომავლობაზე ისაუბრა, ბართოლომეო კოლუმბმა ქალაქში სრულიად შიშველი ატარა და ბოლოს, ენა მოაჭრა. ხოლო, ქრისტეფორე კოლუმბმა, ოჯახის ღირსების დაცვისთვის, ძმას მადლობა გადაუხადა.

სასამართლომ, დაზარალებულების და მოწმეების გამოკითხვის შემდეგ, ქრისტეფორე კოლუმბი დამნაშავედ სცნო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

თუმცა, მეფემ გაითვალისწინა რა მისი დამსახურება სამეფო კარისადმი, დასჯის ნაცვლად, ჩამორთმეული ადმირალის წოდება დაუბრუნა, გემები მისცა და მორიგი ექსპედიცია დაუფინანსა. მაგრამ, კოლონიების მართვა სხვა ადამიანს დაავალა. ქრისტეფორე კოლუმბმა ვიცე–მეფის წოდება მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს დაიბრუნა. imageსაბორტო ჟურნალში კოლუმბი ხშირად აღწერდა იმ სილამაზის შესახებ, რომლითაც ადგილობრივი კუნძულები და იქაური მოსახლეობა გამოირჩეოდა. ის აბორიგენებს – მეგობრულ, ბედნიერ, მშვიდობიან ადამიანებად ახასიათებდა. «50 ჯარისკაციც კი საკმარისია იმისთვის, რომ ეს მიწები დავიპყროთ და ამ ხალხს იმის კეთება ვაიძულოთ, რაც გვინდა. ადგილობრივები ნებისმიერ ადგილზე სისრულის უფლებას გვაძლევენ და ყველა სურვილს გვისრულებენ» – წერდა კოლუმბი. ყველაზე მეტად კი ევროპელები, ამ ხალხის განუსაზღვრელმა ხელგაშლილობამ გააოცა...

დასავლეთის პირველმა ექსპედიციამ კოლუმბს სახელი და დიდი ფინანსური მოგება მოუტანა. ერთის მხრივ, ახალი, ევროპისთვის მანამდე უცნობი მიწების აღმოჩენა მოხდა, რომლებიც მან ესპანეთის სამეფოს კუთვნილებად გამოაცხადა და რადგან, მოგზაურობაში წასვლამდე, ის ვიცე-მეფე გახდა, ყველაფერი რაც აღმოაჩინა, მისი საკუთრებაც გახდა. მეორეს მხრივ – ამ მიწის მთავარი სიმდიდრე კლიმატი და წარმოუდგენელი სილამაზის ბუნება იყო. იქ არც სანელებლები და არც ოქროს მარაგი არ არსებობდა – ის, რითაც აზია ევროპელებს ასე იზიდავდა. აღმ. აფრიკის და ინდოეთისგან განსხვავებით, რომლიდანაც პორტუგალია ვასკო და გამას აღმოჩენების შემდეგ, დიდ, უფრო სწორედ, საარაკო მოგებას ნახულობდა, ესპანური «ახალი სამყარო» განსაკუთრებულ მოგებას არ იძლეოდა მანამდე, ვიდრე 1519 წ. მექსიკაში ერნანდო კორტესი არ შეიჭრა...
რადგან კოლუმბის მიერ აღმოჩენილი კუნძულები დასახლებული იყო, იმ ადგილების ექსპლუატაციისთვის, ევროპიდან ემიგრანტების ჩაყვანა გახდა საჭირო. ამიტომ, ევროპელებს ახალი მიწებისადმი ინტერესი რომ გასჩენოდათ, პირველი ექსპედიციიდან დაბრუნებული კოლუმბი, ახალად აღმოჩენილ ადგილებს ზღაპრულად ახასიათებდა (და ეს ტყუილი ნამდვილად არ იყი). რეკლამამ გაამართლა და თავის II მოგზაურობაში (1493 წ.), ადმირალი და ვიცე–მეფე უკვე 17 გემით გაემგზავრა, რომლებზეც გადასახლებულების გარდა, მცენარეების თესლი და ცხოველები იყვნენ.
სამწუხაროდ, ისე რომ კოლუმბმაც არ კი იცოდა, ამ მოგზაურობის დროს, მან ევროპიდან ღორის ან ფრინველების გრიპი ჩაიტანა. იმ ეპოქაში გრიპი ევროპელებისთვისაც სახიფათო დაავადებად ითვლებოდა. ხოლო ინდიელებს, რომლებსაც ამ დაავადებისადმი არანაირი იმუნიტეტი არ გააჩნდათ, ის ნამდვილ ჭირად მოევლინა. გრიპო კარიბის ზღვის კუნძულებზე ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და დაავადებულთა 90% იღუპებოდა. ადგილობრივების მასობრივი სიკვდილის გამო, კოლუმბმა ადამიანური რესურსის გამოყენებით, გამდიდრების იმედი დაკარდგა და 1498 წელს, ესპანელ მონარქებს მონებით ვაჭრობით გამდიდრება შესთავაზა:

«აქედან, წმინდა სამების სახელით, შეგვიძლია ყველა მონა გავიყვანოთ, რომლის გაყიდვის შესაძლებლობაც გვექნება და ის ინფორმაცია, რომელსაც ვფლობ, თუ სიმართლეს შეესაბამება, შეგვიძლია 4 000 მონა გავყიდოთ და სულ მცირე, 20 კუენტოს (1 კუენტო — 2 667 დუკატი; 1 დუკატი – 3, 5 გრ. ოქრო, ანუ 1 კუენტო, თითქმის, 10 კგ. ოქრო იყო) მოგება ვნახოთ».

მონობა, რა თქმა უნდა, ქრისტეფორე კოლუმბის მოგონილი არ იყო. ანტიკური სამყაროდან მოყოლებული, ევროპაში მონები ყოველთვის იყვნენ და მათ შორის შუა საუკუნეებშიც. მაგრამ, ერთია მნის ყოლა და მეორე – მონებით ვაჭრობა. ასეთი საქმიანობა ევრპოაში ღირსეულად არ ითვლებოდა და ამიტომ, კოლუმბის მეტად მაცდურ წინადადებას, მონარქები აღფრთოვანებით არ შეხვედრილან და ამ საქმეში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.
1499 წელს, როდესაც ვასკო და გამამა ინდოეთიდან დაბრუნდა და უკვე აშკარა გახდა, რომ ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზა პორტუგალიელმა მეზღვაურმა აღმოაჩინა, ესპანეთის არქიეპისკოპოსმა ხუან როდრიგეს დე ფონსეკამ იმდენი მოახერხა, რომ მეფეს, დასავლეთის მიწების შესწავლაზე, კოლუმბის მონოპოლიური უფლება გააუქმებინ და ამის შემდეგ, იქ ჩასვლა, უკვე ყველას შეეძლო.

მესამე ექსპედიცია (1498 – 1500 წწ.) კოლუმბისთვის დაპატიმრებით და მისთვის ადმირალის და ვიცე–მეფის ტიტულის ჩამორთმევით დასრულდა. ის ესპანეთში ხელბორკილებით ჩაიყვანეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაასამართლეს და «ღმერთის და კაცის მიერ დაწესებული კანონების დარღვევის გამო», სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
imageთანამედროვე კვლევის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ 1492 წლის 12 ოქტომბისთვის, როდესაც კოლუმბმა «ახალ სამყაროზე» ფეხი პირველად დადგა, მისი მოსახლეობა 100 – 145 მლნ. იყო. ხოლო, 2 საუკუნის შემდეგ, ამ რაოდენიბის მხოლოდ 10% დარჩა. დღეს კი მათი რიცხვი 5%-მდე შემცირდა.

თავისი სიდიდით და ხანგრძლივობით, დას. ნახევარსფეროს მკვიდრი მოსახლეობის გენოციდს, მსოფლიო ისტორიაში, პარალელები არ გააჩნია. მაგ., ესპანიოლაზე, 1492 წ. დაახლოებით, 8 მლნ. ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 1570 წლისთვის, მხოლოდ 2 სოფელი დარჩა.imageაქ ჩვენ გასაოცარი პარალელელების გავლება შეგვიძლია, გერმანელ ნაცისტებს და ესპანელ კოლონიზატორებს შორის. კოლუმბის უკვე მეორე ექსპედიციაში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაპყრობად და დასამორჩილებლად, ესპანელები ჰიტლერული ზონდერ–რაზმებს ანალოგიურ ფორმირებებს იყენებდნენ. მათ შეიარაღებაში, ყველა სახის წამების იარაღის გარდა, ადამიანის მკვლელობაზე დაგეშილი ძაღლებიც შედიოდნენ. გარდა ამისა, ესპანელების მიერ მოწყობილი ყოველი რეიდი, ადგილობრივების მასობრივი სიკვდილის დასჯით მთავრდებოდა. ამის შემდეგ, გადარჩენილი და დამორჩილებული მოსახლეობის აღრიცხვა ხდებოდა და კოლუმბი, კოლონიის ყველა მოსახლეს, 14 წლის ასაკიდან, 3 თვეში ერთხელ, ერთი სათითე ოქროს ქვიშის მიტანას ავალდებულებდა. ხოლო, რეგიონებში, სადაც ოქრო არ მოიპოვებოდა, 25 ფუნტი (დაახლოებით, 12 კგ.) ბამბა უნდა გადაეხადათ. გადასახადის ყოველი გადახდის შემდეგ, ინდიელებს ყელზე სპილენძის პატარა ჟეტონს ჰკიდებდნენ, რომელზეც ბოლო გადახდის თარიღი იყო დაფიქსირებული. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ვადაგასული ჟეტონი (მისი განახლება 3 თვეში ერთხელ უნდა მომხდარიყო) ეკეთა, ან მას არ ატარებდა, იჭერდნენ და ორივე ხელზე მტევანს აჭრიდნენ, შემდეგ მას ყელზე ჰკიდებდნენ და საკუთარ სოფელში აბრუნებდნე, რომ სიკვდილის შემდეგ პატრონს დაემარხა.

კოლუმბის გუბერნატორობის პერიოდში, მხოლოდ ესპანიოლაზე, ამ მეთოდით 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, რადგან დაწესებული კვოტის გადახდა, ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა საკვების მოყვანა მიეტოვებინა და ოქროს ძიება დაეწყო. შედეგად, შიმშილით დასუსტებული ადამიანები მარტივად ხდებოდნენ ესპანელების მიერ ევროპიდან ჩატანილი დაავადებების მსხვერპლნი. თვითმხილველები აღწერდნენ, რომ გრიპს იმდენი ადამიანი შეეწირა, რომ დამმარხვიც აღარავინ დარჩა... ინდიელები კუნძულებიდან გაქცევას ცდილობდნენ – ზოგი მთებში იხიზნებოდა, ზოგიც საერთოდ სხვა კუნძულზე გადადიოდა. მაგრამ, შველა არსად იყო. დედები, თვითმკვლელობამდე, საკუთარ შვილებს ხოცავდნენ... სოფლებში მასიურ თვითმკვლელოას მიმართავდნენ – კლდიდან ხტებოდნენ ან საწამლავს სვავდნენ. მაგრამ, უფრო მეტი, მაინც ესპანელების ხელით იღუპებოდა: «ესპანელები მას შემდეგ, რაც მშობლებს ხოცავდნენ, მათ შვილს კლავდნენ და მის ხორცს ძაღლებს აჭმევდნენ. ისინი ერთმანეთთან ნიძლავს დებდნენ იმაზე, შეძლებდნენ, თუ არა, ცოცხალი ადამიანის თავის, ერთი დარტყმით, შუაზე გაპობას ან თავის მოჭრას, ხმლის ერთი მოქნევით. ახალშობილებს დედებს ართმევდნენ და ქვაზე ანარცხებდნე, რომ ქალს მასზე ზრუნვაზე დრო არ დაეკარგა და ესპანელებისთვის ემუშავა...».

არც ერთ SS-ელს, დასავლეთის ფრონტზე, იმაზე მეტი არ გაუკეთებია, რაც კოლუმბმა და სხვა კოლონიზატორებმა გააკეთეს ამერიკაში, – აღნიშნა უოლდ ჩერჩილმა (Ward LeRoy Churchill, ამერიკელი მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი, დედით ინდიელ) და დაამატა, რომ ესპანელების მიერ დაწესებული კანონის თანახმად, 1 ქრისტიანის მოკვლის შემთხვევაში, საპასუხოდ, 100 ინდიელი უნდა მოეკლათ...

ასე, რომ, ნაცისტებს არაფრის გამოგონება არ დასჭირდათ, მათ წამების მეთოდების კოპირება ამერიკის კოლონიზატორებისგან მოახდინეს...

imageimageimageimageimageimageimage






1
835
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
835
  
2019, 5 ნოემბერი, 2:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1