x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქრისტეფორე კოლუმბის ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული
image


ქრისტეფორე კოლუმბის ბიოგრაფიაში უფრო მეტი თეთრი ლაქაა, ვიდრე სარწმუნო ფაქტი. მისი სახელი ლეგენდებით არის გარემოცული და ის დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოცულ პიროვნებად რჩება ისტორიაში. ამ ბოლო დრომდე, მასზე მხოლოდ ისე წერდნენ, როგორც დიდ მოგზაურზ და ამერიკის აღმომჩენზე. მაგრამ, ბოლო პერიოდში გაჩნდა კვლევის შედეგები და სტატიები, რომლებშიც მეცნიერები კოლუმბთან დაკავშირებული ფაქტების შეფასებას, განსხვავებული თვალსაზრისით გვთავაზობენ. მაგ., ამერიკელი ისტორიკოსი ჰოვარდ ზინი (Howard Zinn) ამტკიცებდა, რომ ახალ სამყაროში ევროპული ახალშენების გაჩენა, ამერიკის მასობრივი კოლონიზაციის, მონათვაჭრობის და ადგილობრივი მოსახლეობის ამოწყვეტის (1492 წლიდან – XX საუკუნის დასაწყისამდე, დაახლოებით, 100 მლნ-მდე ინდიელი გახდა ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლი) დასაწყისი იყო.


ვინ იყო და რას საქმიანობდა კოლუმბი, ვიდრე ცნობილი მოგზაური გახდებოდა, ცნობილი არ არის. ზოგიერთი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ის გულმოდგინედ მალავდა თავისი ბიოგრაფიის ზოგიერთ ფაქტს, რადგან წარსულში ავაზაკი და მონებით მოვაჭრე იყო. ცნობილია, რომ კოლუმბი, ამერიკაში გამგზავრებამდე, ნამდვილად იმყოფებოდა აღმ. აფრიკის რეგიონში, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა მონებით ვაჭრობა, მაგრამ იქ რას საქმიანობდა, ცნობილი არ არის.

სხვა ვერსიით, სახელგანთქმული მეზღვაური, ღარიბი ოჯახიდან იყო, ქსოვილით ვაჭრობდა და შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, არ უყავრდა თავისი მდაბიო წარმომავლობის შესახებ საუბარი.


imageკოლუმბის ჩასვლა ჰაიტზე (ესპანიოლა) 1492 წ.


პირველი ევროპული დასახლებას, რომელიც კოლუმბმა ახალ სამყაროში, კ. ჰაიტზე დაარსა, ლა-ნავიდადი («შობა») იყო:

1492 წ. ესპანური ესკადრის ერთ-ერთმა გემმა კატასტროფა განიცადა, გემის ეკიპაჟის წევრებმა ნაპირამდე მიაღწიეს და კოლუმბმა მათი იქ დატოვების და პირველი ახალშენის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. კუნძულზე დარჩენილებს საკვები პროდუქტის მარაგი თითქმის არ ჰქონდათ. მაგრამ, დიდი მეზღვაური დარწმუნებული იყო, რომ ესპანელები ადვილად მოახერხებდნენ ადგილობრივ მოსახლეობის დამონებას და არაფერი გაუჭირდებოდათ. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ის კუნძულზე დაბრუნდა, შეიტყო, რომ აბორიგენები მათდამი ცუდი დამოკიდებულების საპასუხოდ, ევროპელების დასახლებას დაესხნენ და თითქმის ყველა ამოხოცეს.
ბევრს საუბრობენ კოლუმბის შეცდომებზე, მაგრამ მისი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ აზიის ნაპირებამდე მიაღწია. კოლუმბმა, მოგების მეათედის მიღების სანაცვლოდ, სახელმწიფო ხაზინისთვის ოქროს მოპოვების ვალდებულებაც აიღო, რომელიც ახლად აღმოჩენილ მიწებზე, უხვად ეგონა. გარდა ამისა, ის ესპანეთის მეფეს იმდენი მონის ჩამოყვანას დაჰპირდა, «რამდენიც საჭირო იქნებოდა».

კოლუმბმა ვერ აღმოაჩინა ოქროს საბადოები, მაგრამ მონებთან დაკავშირებული პირობა შეასრულა: არავაკების ტომებიდან (ცენტრალური ამერიკის ინდიელი ხალხები) ესპანელებმა ამოარჩიეს 500 ყველაზე ძლიერი და ჯანმრთელი მამაკაცი და ქალი და ესპანეთში გაგზავნეს. მათგან 200 გზაში დაიღუპა.

მონებად წაყვანილ ინდიელებზე უკეთესი ხვედრი არც სამშობლოში დარჩენილ აბორიგენებს და ახალშენებში მცხოვრებ ესპანელებს ელოდათ. კოლუმბმა ახალ სამყაროში უმკაცრი წესები შემოიღო: მამაკაცებს მაღაროებში, ხოლო ქალებს პლანტაციებზე, დილიდან დაღამებამდე, მძიმე პირობებში ამუშავებდა. სასტიკად ხდებოდა ნებისმიერი ბუნტის ჩახშობა და ამის გამო, ესპანელმა კოლონიზატორებმა კოლუმბს მეფესთანაც კი უჩივლეს. ჰაიტზე ჩასულმა სამეფო კომისარმა დიდი მეზღვაური დააპატიმრა და ესპანეთში ბორკილდადებული ჩაიყვანა. მაგრამ, მეფემ ის არა მარტო გაათავისუფლა, მეოთხე ექსპედიციაც დაუფინანსა და ისევ ამერიკაში გაგზავნა.


image

ქ. კოლუმბის ექსპედიციის მარშრუტები


1504 წელს, კოლუმბი ესპანეთში განუკურნებელი სენით დაავადებული დაბრუნდა. მთელი დანაზოგი, რაც ჰქონდა, მან IV ექსპედიციის მონაწილეთა ვალების გასტუმრებაზე დახარჯა და 2 წლის შემდეგ, ქ. ვალიადოლიდში, სიღარიბეში გარდაიცვალა.

დიდი მოგზაურის და ახალი სამყაროს აღმომჩენის სიკვდილი თითქმის შეუმჩნეველი დარჩა...

კოლუმბმა ესპანეთისადმი საკუთარი ამაგის ფასი კარგად იცოდა და ის მეფისგან ახალი მიწების ვიცე-მეფედ დანიშვნას მოითხოვდა. მაგრამ, ფერდინანდ II მის მოთხოვნას მეტისმეტად ამბიციურად მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბმა მას არაერთი მომგებიანი წინადადება შესთავაზა. მაგ., მისი გეგმის თანახმად, ახალ მიწებზე თავისუფალი ადამიანების ნაცვლად, დამნაშავეები უნდა დაესახლებინათ, რაც ციხეებში მათი შენახვის ხარჯებს შეამცირებდა. თუმცა, ამ «მედალს» მეორე მხარეც ჰქონდა: კრიმინალები ხშირად აწყობდნენ ბუნტს ახალშენების ხელისუფლების წინააღმდეგ.

ქ. კოლუმბის და მისი ღვაწლის დაფასება ესპანეთში, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს, როდესაც ამერიკიდან ოქროთი დატვირთულმა პირველმა გემებმა დაიწყეს ჩამოსვლა, რაზეც ასე ოცნებობდა დიდი მეზღვაური.

ბევრი ისტორიკოსი თანხმდება, რომ კოლუმბმა იცოდა, რომ მის მიერ აღმოჩენილი მიწები აზიის აღმ. სანაპირო კი არა, – სხვა კონტინენტის ნაწილი იყო. მაგრამ, ამას ხმამაღლა არ ამბობდა, რომ საკუთარი სახელი, დიდება და სიმდიდრე, რომლამდეც, სულ რაღაც, 1 ნაბიჯი იყო, სხვისთვის არ გაეყო.

რაც შეეხებათ ამერიკელებს, მათ დღეს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ დიდი მეზღვაურისადმი: კოლუმბის დღე, რომელსაც ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის წლისთავზე, 12 ოქტომბერს (აშშ-ში, ოქტომბრის მეორე ორშაბათს), ამერიკის ყველა ქვეყანაში და ესპანეთში ზეიმობენ, აღლუმების გარდა, მასობრივი საპროტესტო აციებითაც აღნიშნება.



imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageკოლუმბის საიდუმლო რუკა და გზა «ახალი სამყაროსკენ»

ინკვიზიტორის სისხლიანი ჭადრაკი

მეკობრეები. ქვეყნები, რომლის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო მეკობრეობა იყო

პირველი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და დაკარგული დღე

რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კუკი? რეალური ამბავი ინგლისელი კაპიტნის სიკვდილის შესახებ


2
3313
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3313
  
2019, 2 თებერვალი, 18:08
დიდი მადლობა, გაიხარეთ
2019, 2 თებერვალი, 18:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2