x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამ ვირთხამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

ცხოველებისთვის ჯილდოს გადაცემის არაერთი ფაქტია ცნობილი. გმირ ცხოველებს შორის, უმრავლესობა ძაღლია. არიან კატები, ცხენები და მტრედიც კი არის. მაგრამ, გმირ ვირთხაზე თუ გსმენიათ?

მღრღნელი, სახელად მაგავამ, გამნაღმველებს ათობით ნაღმის მოძებნაში დაეხმარა და გამოვლენილი მამაცობისთვის, ჯილდოს სახით, მედალიც მიიღო.

image


პოლიციელებთან და გამნაღმველებთან ერთად, მან 5 წელი იმუშავა და ქვეყნის. ის მხოლოდ ნაღმებს კი არა, სხვა სახის ასაფეთქებელ მოწყობილობებსაც პოულობდა.


image


ასეთი უნარები ვირთხამ, სპეციალური წვრთნის წყალობით განივითარა, რომელიც ბელგიაში გაიარა. ის ცოტა ხნის წინ მოკვდა, მაგრამ მისი დამსახურება, დიდი ხნის მანძილზე დარჩება კამბოჯელების მეხსიერებაში.

პოლიციასთან თანამშრომლობის პერიოდში, მღრღნელმა 70–ზე მეტი ნაღმი და თითქმის 30 საბრძოლო მასალა აღმოაჩინა, რომელიც არ აფეთქდა.


image


გაწეული სამსახურისთვის, ოფიციალური აღიარება, მაგავამ ორი წლის წინ მიიღო და თავის სახეობაში, პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელსაც ჯილდოდ, მედალი გადაეცა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ვირთხა პენსიაზე გაუშვეს, რადგან მან სისწრაფე დაკარგა და დაბნეულობას ავლენდა, რაც გამნაღმველის სამსახურისთვის ძალიან სახიფათოა.


image


პოლიციელები, რომლებიც მაგავასთან მუშაობდნენ, აღიარებენ, რომ ამ დანაკარგს ძალიან განიცდიან, რადგან ის კარგი დამხმარე იყო. «ის ძალიან პატარა იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში. მან 100–ზე მეტი ნაღმი აღმოაჩინა.


image


მან უამრავი ადამიანი გადაარჩინა და წვლილი შეიტანა, რომ კამბოჯა უფრო უსაფრთხო გამხდარიყო», — ამას ამბობენ პოლიციელები და გამნაღმველები თავიანთ უჩვეულო კოლეგაზე.



image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ შევარჩიოთ სამოსი? – წესები ქალბატონებისთვის (სამოსის შერჩევა სხეულის ტიპის მიხედვით)

* დიდი მოგზაური, თუ სასტიკი მკვლელი

* გულისამაჩუყებელი იგავი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება

* თაყვანისმცემელი მთელი წელი დასდევდა ვარსკვლავს, რომ სასიკვდილო სენისგან ეხსნა

* "მფრინავი ქვები" და ელექტრო დენი ძველ ეგვიპტეში

* "უცხოპლანეტელებმა დედამიწის კოლონიზაცია არაერთგზის მოახდინეს" ...

* 20 ფოტო, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* "აგურის ცეცხლი", ანუ როგორ გავთბეთ შეშის გარეშე



0
594
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0