x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საოცარი რეინკარნაცია: ინგლისელმა გაიხსენა, როგორ მუშაობდა ტაძრის მცველად 2000 წლის წინ

მან არქეოლოგებზე უკეთ იცოდა უძველესი ქალაქი და მათ მნიშვნელოვანი ნაგებობების მდებარეობა აჩვენა. ამასთან, იქ პირველად იყო და თავისი მშობლიური ქალაქი — ნორფოლკი, მანამდე არასდროს დაუტოვებია...

ართურ ფლავერდიუ 1906 წელს დიდი ბრიტანეთში დაიბადა და უცხოეთში არასდროს ყოფილა. მაგრამ, მის მეხსიერებაში, გამუდმებით ჩნდებოდა უდაბნოში მდებარე, ძველი ქალაქის სურათები და ეს იმდენად მკაფიო მოგონებები იყო, რომ შეეძლო დაეფიცა, რომ ოდესღაც იქ ცხოვრობდა. ართური თავის მოგონებებს მარტივად და უმცირესი დეტალურობით აღწერდა.


image


ის ამის შესახებ თავის ახლობლებს უამბობდა. მაგრამ, მის მონათხრობს სერიოზულად არავინ აღიქვამდე... და ეს იქამდე გაგრძელდა, ვიდრე ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ფილმის სეანსზე არ მოხვდა, რომელშიც იორდანიის უძველეს ქალაქზე — პეტრაზე იყო საუბარი. სწორედ მაშინ მიხვდა ართური, რომ მის გონებაში აღბეჭდილი სურათები, სწორედ ამ ქალაქს უკავშირდებოდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა...
მისი მოგონებები იმდენად ნათელი და თანმიმდევრული გახდა, რომ გარშემომყოფთ, მის სიმართლეში, ეჭვი არ ეპარებოდათ... და ართურის ისტორიებმა BBC-ის რედაქტორებამდეც კი მიაღწია. ტელეარხმა მასთან გადაცემა ჩაწერა და მისი ამბავი იმდენად პოპულარული გახდა, რომ საოცარი კაცი, პეტრას მოსანახულებლად მიიწვიეს.

და მაშინ მოხდა ყველაზე საინტერესო — ართური თითქოს, ბავშვობის ქალაქში დაბრუნდა. ის ქალაქში მიმდინარე გათხრების პროცესს ათვალიერებდა და არქეოლოგებს ეუბნებოდა, თუ სად, რა და როგორ იყო მოწყობილი.

მან გაცილებით მეტი იცოდა, იმ ნაგებობების შესახებ, რომლის გათხრა, არქეოლოგებს ახალი დაწყებული ჰქონდათ. გარდა ამისა, მან აჩვენა ობიექტის მდებარეობა, რომლის გათხრა, დაწყებულიც კი არ ჰქონდათ.

ეს ყველაფერი, ისეთივე საოცარი იყო, როგორც რეალური... საიდან იცოდა ართურმა ისეთი რამ, რაც არქეოლოგებმაც კი არ იცოდნენ? ამას მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს — ეს მოგონებები, მისი წარსულ ცხოვრებას უკავშირდებოდა...


imageკლდეში ნაკვეთი ქალაქის თანამედროვე მცველი


ართურმა გაიხსენა, რომ ადრე, ტაძრის მცველი იყო. სწორედ იმ ტაძრის, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი — ყველაზე ხშირად, მას სწორედ ის ახსენდებოდა.

ყველა, ვისაც ართურთან ჰქონდა ურთიერთობა, დარწმუნებული იყო, მისი მონათხრობის სიმართლეში. გარდა ამისა, არც ის იყო ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ მამაკაცი თავისუფლად ახდენდა ორიენტირებას ძველ ქალაქში (მაშინ ხომ google არ იყო?) და ისიც იცოდა, სად უნდა გაეთხარათ, რომ სხვა ობიექტებიც ეპოვათ. მას ნამდვილად ახსოვდა თავისი წარსული ცხოვრება...


image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VII ნაწილი)

* 3 შემზარავი ფაქტი ტერაქტების ისტორიიდან

* რა ელის მზეს და დედამიწას მომავალში? – ყველაზე მთავარი ვარსკვლავების შესახებ



0
526
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0