x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VII ნაწილი)

კომპანია Volkswagen–ი ნაცისტურ გერმანიაში 1938 წ. ჰიტლერის პირადი მოთხოვნის საფუძველზე დაარსდა. მან ხელმისაწვდომი მანქანის შემუშავება ბრძანა, რომლის ღირებულება 1000 რაიხსმარკაზე მეტი არ იქნებოდა და მისი შეძენას, გერმანელების უმრავლესობა შეძლებდა. ბრენდსაც სწორედ ამიტომ ეწოდა: «Volks-Wagen»–ი («სახალხო მანქანა»).image



ზღვის ვარსკვლავებს სისხლი არ აქვს. მის ნაცვლად, წყალ-ძარღვოვანი სისტემის მეშვეობით, სხეულში საკვები ნივთიერებები ზღვის წყალს გადააქვს. წყალი, თითქმის, მექანიკურად ცირკულირებს. ამასთან, მას მოძრაობაში, კუნთები და ლიმფური ჯირკვლებიც ეხმარება. ზღვის ვარსკვლავის ორგანიზმი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება და ბიოლოგებს წარმოდგენა არა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი.image



ფოსტის მტრედს № 888–ს, რომელსაც სამხედრო ფოსტა, პირველი მსოფლიო ომის დროს გადაჰქონდა, დიდი დამსახურებისთვის, ინგლისის არმიის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. ხოლო, სიკვდილის შემდეგ, ის სამხედრო პატივით დაკრძალეს.image



Pseudocerastes urarachnoides სახეობის გველგესლას კუდის წვერი ობობას იმიტაციას წარმოადგენს. როდესაც გველი მიწაზე წევს და კუდს აქეთ–იქით აქნევს, შეუძლებელია კუდი–სატყუარას, ნამდვილი ობობასგან გარჩევა. ასე იზიდავს გველი იმ ფრინველებს, რომლებიც მცირე ზომის მწერებით იკვებებიან.
image




1941 – 1992 წლებში, სსრ კავშირში უშვილობის გადასახადი არსებობდა. ის ხელფასის 6% შეადგენდა და იბეგრებოდნენ უშვილო მამაკაცები 20–დან – 50 წლამდე და უშვილო გათხოვილი ქალები 20–დან – 45 წლამდე.image



ინგლისის მეფემ ედუარდ IV 1461 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტისგან, 384 დოლარის ეკვივალენტი თანხა ისესხა. შემდეგ, 160 დოლარი უკან დააბრუნა. ხოლო, 224 დოლარი სამეფო კარს აღარ დაუბრუნებია, ის უბრალოდ, დაავიწყდათ... 1996 წლამდე. ვალი თანამედროვე ფულზე გადაიანგარიშეს და აღმოჩნდა, რომ ის, პროცენტის გათვალისწინებით, 290 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.

ვალის აღმოჩენის შემდეგ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ელისაბედ II ანგარიში წარუდგინა და ფულის დაბრუნება მოსთხოვა. მაგრამ, რადგან თანხა ყველა გონივრულ ზღვარს აჭარბებდა, დათმობაზე წავიდნენ და ვალი, 9 მლნ. დოლარამდე შეამცირეს, რომელიც სახელმწიფომ უნივერსიტეტს გადაუხადა.image



ხელფრთიანები — ერთადერთი ძუძუმწოვრები არიან, რომელსაც ფრენა შეუძლიათ.image



სხვაობა ყველაზე აღმოსავლეთ და ყველაზე დასავლეთ სასაათო სარტყელს შორის, 26 საათია.image



ძველ ეგვიპტეში არ იყვნენ ფარაონები. პირველად სიტყვა «ფარაონი» ძვ. წ. აღრ. XIV დოკუმენტებშია დაფიქსირებული და ის «მმართველს» კი არა, – «სასახლეს ნიშნავს». ეგვიპტელი მმართველების ტიტული 5 ნაწილისგან შედგებოდა და ფესვები შორეულ წარსულს უკავშირდებოდა. რაც შეეხება, ტერმინის დამკვიდრებას იმ შინაარსით, რომელიც მას ამჟამად აქვს, ეს ელინისტურ პერიოდში მოხდა – ბერძნებმა რთულად გამოსათქმელი სამეფო ტიტულები, ერთი სიტყვით ჩაანაცვლეს და იქიდან მოყოლებული, ეგვიპტის მმართველებს «ფარაონებს» ეძახიან.image



როდესაც მეკობრემ და კონტრაბანდისტმა ჟან ლაფეტმა გაიგო, რომ ლუიზიანის გუბერნატორმა მის დაჭერაზე 500 დოლარი დააწესა, მან თავის თანამოაზრეებს ფლაერების გაკვრა დაავალა, რომელზეც ეწერა, რომ ის, გუბერნატორის დაჭერაში, 1500 დოლარს იხდიდა.image

imageარხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VI ნაწილი)

* 3 შემზარავი ფაქტი ტერაქტების ისტორიიდან

* რა ელის მზეს და დედამიწას მომავალში? – ყველაზე მთავარი ვარსკვლავების შესახებ

* ადამიანი–ჩრდილები


0
491
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0