x
image
Yoona
Mediator image
შოკოლადს ყინულის ფორმაში ვასხამ: კანფეტი ალუბლით და თხილით
რთულია იპოვოთ ადამიანი, ვისაც შოკოლადი არ უყვარს. საბედნიეროდ, ახლა მაღაზიაში შოკოლადის კანფეტის დიდი არჩევანია, თუმცა სახლში მომზადებულ ტკბილეულზე უფრო გემრიელი არაფერია. ნახეთ, როგორ მოამზადოთ გემრიელი შოკოლადის კანფეტები ალუბლით და თხილით.


image

აუცილებელი ინგრედიენტები:


  • 450 გრამი ხარისხიანი შოკოლადი
  • 1 ქილა დაკონსერვებული ალუბალი
  • 150 მლ არაყი
  • 1 ფირფიტა ჟელატინი
  • ყინულის ფორმა

1. შოკოლადი დატეხეთ და წყლის ორთქლზე გაადნეთ.



2. ალუბლის წვენი ქვაბში ჩაასხით, კენკრა არაყში ჩაალბეთ.


3. გამდნარი ან ოდნავ გაგრილებული შოკოლადი ყინულის ფორმებში ჩაასხით. ყინულის ფორმა გადააბრუნეთ, რომ ზედმეტი შოკოლადი გადმოღვაროთ. აეს ეტაპი ორჯერ გაიმეორეთ, რომ კანფეტს შოკოლადის უფრო სქელი ფენა ჰქონდეს. ფორმაში გასამაგრებლად დატოვეთ, დარჩენილი შოკოლადი გვერდზე გადადით.


image

4. სანამ შოკოლადი გაგრილდება, 3 ს/კ ალუბლის წვენი და 2 ს/კ არაყი ქვაბში სუსტ ცეცხლზე გააცხელეთ. ამ ნარევში ჟელატინიც გაადნეთ.


5. შემდეგ ჟელე ოდნავ გააგრილეთ და თითოეულ ყინულის ფორმაში ჩაასხით. ძალიან ბევრი არ ჩაასხათ, ზუსტად ნახევარზე საკმარისია.


image

6. თითოეულში მთელი ალუბალი ჩადეთ.


image

7. დარჩენილი შოკოლადით ყინულის ფორმები გაავსეთ, რომ კანფეტის ძირი გააკეთოთ. ბოლომდე გამაგრება აცადეთ. ბოლოს ყინულის ფორმებიდან ამოიღეთ.


შოკოლადის კანფეტები თხილით


ინგრედიენტები:


  • 90 გრ რძის შოკოლადი
  • 90 გრ თეთრი შოკოლადი
  • 1 ს/კ ნაღები
  • 1 ს/კ დაჭრილი თხილი

1. თეთრი შოკოლადი დატეხეთ და წყლის ორთქლზე გაადნეთ. თხილი დაჭერით და ტაფაზე ოდნავ შეწვით.


image

2. გამდნარ შოკოლადს ნაღები და შემწვარი თხილი დაუმატეთ. აურიეთ. ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ გაგრილდეს.


image

3. როცა ნარევი საკმაოდ მყარი გახდება და პატარა ბურთები გააკეთეთ, რომელიც კანფეტის ძირითადი ნაწილი გახდება.


image

4. რძის შოკოლადი წყლის ორთქლზე გაადნეთ, ბურთები მასში ამოავლეთ. თითოეული კანფეტი ქაღალდზე დააწყვეთ და 1 საათით გააჩერეთ.


image

ასევე დაგაინტერესებთ:

1. ჩემს ბავშვებს პატარა „ვარსკვლავები“ ფორთოხლის გემოთი ძალიან უყვარს

2. სტუმრებისთვის გემრიელ შოკოლადის მუსს ავოკადოთი ხშირად ვამზადებ: რეცეპტი

3. ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

4. ცხელი შოკოლადი ცივი შემოდგომისთვის - 10 ორიგინალური რეცეპტი

5. ნაზი ტორტი ცხობის გარეშე: მინიმუმი ძალისხმევით მაქსიმუმი სიამოვნება

6. აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ


0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
83