სასმელები ცხელი შოკოლადი ცივი შემოდგომისთვის - 10 ორიგინალური რეცეპტი 2019, 5 ნოემბერი, 9:31 წლის ცივ სეზონზე ყველას სახლის სითბო და კომფორტი სურს. ამაში კი გემრიელი და არომატული ცხელი შოკოლადი დაგეხმარებათ.
იცით, რომ ცხელი შოკოლადის უამრავი რეცეპტი არსებობს? ცხარე, ნაზი, არომატული და მჟავე - თავად აირჩიეთ, რომელიც მოგწონთ.
1. ცხელი შოკოლადი კარამელით
ინგრედიენტები: 3 ს/კ კარამელის სოუსი 150 გრ რძიანი შოკოლადი 1 ჭიქა რძე ¼ ჭიქა ცხიმიანი ნაღები მომზადება: 1. რძე გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. 2. შოკოლადი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. 3. ნაღები და კარამელის სოუსი დაუმატეთ. გაზიდან გადმოდგით. 4. მზა სასმელი ჭიქაში ჩაასხით და ზემოდან ათქვეფილი ნაღებით, გახეხილი შოკოლადით ან დარიჩინის ჩხირებით მორთეთ. 2. ცხელი შოკოლადი არაქისით ინგრედიენტები: 1 ჭიქა რძე 120 გრ რძიანი შოკოლადი ½ ჭიქა ცხიმიანი ნაღები ½ ჭიქა არაქისის ზეთი (არაქისის პასტა) მომზადება: 1. რძე გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. 2. შოკოლადი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. 3. ნაღები დაასხით და ცოტა არაქისის ზეთი ან პასტა დაუმატეთ. 4. ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და გაზიდან გადმოდგით. 5. ჭიქაში გადაასხით. სურვილის მიხედვით გახეხილი შოკოლადით მორთეთ. 3. ცხელი შოკოლადი ქოქოსი-ვანილით ინგრედიენტები: 1 ჭიქა ვანილის ან ჩვეულებრივი რძე 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი ვანილის შაქრის პაკეტი ან რამდენიმე წვეთი ვანილის ესენცია 2 ჩ/კ ქოქოსის შაქარი მომზადება: 1. რძე გააცხელეთ, კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. 2. ქოქოსის და ვანილის შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. 3. მზა სასმელი ჭიქებში ჩაასხით, ზემოდან ქოქოსის ფანტელები ან გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ. 4. ცხელი შოკოლადი ფორთოხლით ინგრედიენტები: 1 ჭიქა რძე 60 გრ შავი შოკოლადი ½ ს/კ შაქარი ½ ს/კ გახეხილი ფორთოხლის ცედრა მომზადება: 1. რძე გააცხელეთ, შოკოლადი დაუმატეთ. 2. შაქარი და ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ. 3. შაქრის და შოკოლადის გადნობამდე ხარშეთ. 4. მზა სასმელი ჭიქებში გადაანაწილეთ და ფორთოხლის ნაჭრით გააფორმეთ. 5. ცხელი შოკოლადი ყავით ინგრედიენტები: 1 ჭიქა რძე 1 ჩ/კ ხსნადი ყავა ¼ ჩ/კ დაფქულ დარიჩინი 60 გრ რძიანი ან შავი შოკოლადი მომზადება: 1. რძე გააცხელეთ. 2. შოკოლადი, დარიჩინი, ხსნადი ყავა დაუმატეთ და ყველაფერი აურიეთ. 3. მზა სასმელი მარშმელოუთი მორთეთ. 6. ცხელი შოკოლადი „ნუტელით“ ინგრედიენტები: მწიკვი მარილი 1 ჭიქა რძე 1 ს/კკ კაკაოს ფხვნილი 2 ს/კ ნუტელა (Nutella) მომზადება: 1. რძე გააცხელეთ. 2. კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ და რძეში გახსენით. 3. ნუტელა ან ნებისმიერი შოკოლადის პასტა და მარილი დაუმატეთ. 4. შოკოლადის გადნობამდე ხარშეთ. 5. სასმელები ჭიქებში გადაანაწილეთ. 7. ცხელი შოკოლადი პიტნით ინგრედიენტები: 1 ჩ/კ პიტნა 1 ჭიქა რძე 50 გრ რძიანი შოკოლადი პიტნის ახალი ფოთლები სურვილის მიხედვით მომზადება: 1. რძის და შოკოლადის ნარევი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ, სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება. 2. მზა სასმელს პიტნის ფოთლები სურვილის მიხედვით დაუმატეთ. 8. ცხელი შოკოლადი ირლანდიურად ინგრედიენტები: 50 გრ რძიანი შოკოლადი 1 ჭიქა რძე 60 გრ ლიქიორი Baileys Irish Cream მომზადება: 1. რძე გააცხეთ, შოკოლადი დააუმატეთ. გადნობამდე აურიეთ. 2. მზა სასმელი ბოთლში დიდ ჭიქაში ჩაასხით, მარშმელოუთი ან ათქვეფილი ნაღებით მორთეთ. 9. ცხარე ცხელი შოკოლადი მექსიკურად ინგრედიენტები: 150 გრ შავი შოკოლადი 1 ჭიქა რძე ¼ ჩ/კ დაფქული დარიჩინი მწიკვი ჩილის წიწაკა მომზადება: 1. რძე გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. 2. შავი მწარე შოკოლადი დაუმატეთ და სრულ გადნობამდე აურიეთ. 3. დაფქული დარიჩინი და ჩილის წიწაკა დაუმატეთ. 4. ჭიქებში ჩაასხით და დარიჩინის ჩხირებით მორთეთ. 10. ცხელი შოკოლადი ჟოლოთი ინგრედიენტები: 1 ჭიქა რძე 50 გრ რძიანი შოკოლადი 1 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი 1 ს/კ ჟოლოს ჯემი ან სიროფი მომზადება: 1. რძე გააცხელეთ. 2. კაკაოს ფხვნილი რძეში აურიეთ. 3. შოკოლადი და ჟოლოს ჯემი ან სიროფი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ასევე დაგაინტერესებთ: სახლში მომზადებული ფანტის რეცეპტი ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე ბავშვებს ძალიან მოწონთ ვისკის კოქტეილების 5 შესანიშნავი რეცეპტი წასახემსებელი, დამარინადებული ქლიავი „გენერალი“ - ზამთრისთვის შესანახი კონსერვების ლიდერი პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ 242 1-ს მოსწონს |