სხვა 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საბჭოთა კავშირში 2022, 15 ნოემბერი, 11:27 სსრკ-ში მდიდრულად ცხოვრება ადვილი არ იყო, პირიქით, ოდნავ სარისკოც. იყვნენ რა თქმა უნდა იატაკქვეშა მილიონერები, თუმცა მათი უმეტესობა ან დახვრიტეს ან ყველაზე უკეთესი 15 წლით ჩააყუდეს ციხეში. საბჭოთა კავშირში საშუალო თვიური ხელფასი 1988 წლის მონაცემებით 210 მანეთი იყო, 70-იან წლებში კი კიდევ უფრო ნაკლები 180 მანეთს შეადგენდა.მინიმალური ხელფასი 70 ლარიდან იწყებოდა, მაგალითად ბიბლიოთეკარს 90-120 მანეთი ჰქონდა, მასწავლებელს დაახლოებით 130-150, ინჟინერს კი იშვიათად, რომ 200 მანეთზე მეტი ჰქონოდა . მაგრამ იყო პროფესიები, სადაც იქ დასაქმებული ადამიანები საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებდნენ და ამასთან ერთად სახელმწიფო სოლიდურ სუბსიდიებს უწესებდა.სწორედ მათზე გვექნება საუბარი. 1) კოსმონავტები-საბჭოთა პროპაგანდის სიამაყე იყო კოსმონავტიკა - კოსმონავტებს სახელით იცნობდნენ, ეს ხალხი იყო ქვეყნის ელიტა, გასაკვირი არ არის, რომ შრომისმოყვარეობისთვის მათ საბჭოთა სტანდარტებით საკმაოდ სოლიდური ხელფასს იღებდნენ. ცნობილია, რომ იური გაგარინი თვეში 512 მანეთს იღებდა. ამასთანავე კოსმოსში ყოველი გაფრენისთვის 5000 მანეთი იყო გათვალისწინებული, პლუს კოსმონავტებს გარანტირებული ჰქონდათ ისეთი სარგებელი, როგორიცაა ბინა, მანქანა, უფასო დასვენება ქვეყნის საუკეთესო სანატორიუმებში და უმაღლესი დონის უფასო სამედიცინო მომსახურება. 2)გეოლოგები-გეოლოგის პროფესიის რომანტიზირებული ჰქონდა ბევრ მომღერალს, პოეტს თუ პროზაიკოსს. უბრალო ხალხმა კარგად იცოდა, რომ გეოლოგის მუშაობა რთულია, დაკავშირებულია სახლიდან ხანგრძლივად წასვლასთან და სხვადასხვა საფრთხეებთან. . ამიტომ ხალხი პატივისცემით ეპყრობოდა გეოლოგების მაღალ ხელფასს. გეოლოგები, რომლებიც იყვნენ ოქროს საბადოების კომისიის წევრები, იღებდნენ თვეში 2000 მანეთს, ხოლო მივლინებაში მყოფი რიგითი მაძიებლების ხელფასი 1000 მანეთი იყო. 3)მაღაროელები -მაღაროში მუშაობა ადვილი არ არის, ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა და სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტომ ეს ადამიანები ინჟნერთან შედარებით მრავალჯერ მეტ ხელფასს იღებდნენ. დამწყები მაღაროელისთვის 500 მანეთი მინიმალური ხელფასი ნორმა იყო. ის მაღაროელები კი, რომლებიც მაღაროს ელიტად ითვლებოდნენ, ორჯერ მეტს-1000 მანეთამდე იღებდნენ. 4)ჭაბურღილის სპეციალისტები- ამ დარგის სპეციალისტები 1000 მანეთს გამოდიდოდნენ თვეში. ნავთობის ჭაბურღილები ყველაზე ხშირად ციმბირში და ჩრდილოეთში მდებარეობდა. აქედან გამომდინარე, ხშირად დამატებითი ბონუსები იყო მბურღავებისთვის. ექვს თვეში მათ შეეძლოთ იმდენი ფულის შოვნა, რამდენსაც ბევრი ჩვეულებრივი ადამიანი 3-4 წელიწადს ანდომებდა. 5)ხარატები-იყო კვალიფიციური ხარატი, თუნდაც მე-4 თანრიგის, საბჭოთა სტანდარტებით საკმაოდ კარგად ცხოვრებას ნიშნავდა. ხარატებს პატივს სცემდნენ და აფასებდნენ წარმოებაში, ამიტომ მათ კარგად უხდიდნენ. 5-6 კლასის ხარატისთვის 400 მანეთი ხელფასი იყო ნორმა. მაგრამ ხარატი თუ მუშაობდა სამხედრო ინდუსტრიაში, მაშინ მას შეეძლო სახლში 1000 მანეთიც მიეტანა. ასევე დაგაინტერესებთეს პოსტი უფრო იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვინც ბავშვობა და ახალგაზდობა იმ ექპერიმენტულ სახელმწიფოში გაატარა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და რომლის მიზანი იყო სრულიად ალტერნატიული სახელმწიფი წყობის და მენტალურად სრულიად ახალი პიროვნების შექმნა, თუმცა ეს ყველაფერი რით დასრულდა ყველამ კარგად ვიცით. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმ დროინდელ ფასებს .რომელი... ბევრ ჩვენთაგანის ოჯახში დღესაც შეიძლება მოვიძიოთ ძველი საბჭოთა ფაიფურის სტატუეტები, რომლებიც ამშვენებდა ან ახლაც ამშვენებს ჩვენს ბინებს და არაა გამორიცხული სახლში ერთი შეხედვით პატარა ფაიფურის ფიგურა, რომელიც რაიმე სიუჟეტს აღწერს, თქვენი ბინის ფასიც კი ღირდეს.ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც ქვემოთ წარმოდგენილ ფაიფურის ფიგურებს გაეცნობით. ... საბჭოთა კავშირი ალბათ აბსურდამდე მისული ერთადერთი შესაძლებლობის ქვეყანა იყო, სადაც საზოგადოდ ფსკერიდან წამოსული ადამიანიც კი შეიძლება გამხდარიყო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება. ნამდვილად ბევრს აინტერესებს ალბათ, რამდენი ჰქონდათ ხელფასი ზესახელმწიფოს ლიდერებს და როგორ რეგულირდებოდა კომუნისტური პარტიის გენერალურ... ხშირად გაგვიგია საბჭოთა თაობისგან წამოსული არგუმენტი, რომლის დიდი ნაწილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჭოთა პერიოდში ყველაფერი კაპიკები ღირდა( განსაკუთრებით პროდუქტები), რომ ხალხი უფრო კარგად ცხოვრობდა და ა.შ. თუმცა საკამათოდ ნაუცბადევი საპასუხო არგუმენტი შეიძლება არც გქონდეთ. დღეისთვის შესაძლებელია თუ არა შევადართოთ მაშინდე... 1947 2-ს მოსწონს
|