x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როდის უფრო იყო მაღალი ფასები და ხელფასი-ახლა თუ საბჭოთა კავშირის დროს?
image

ხშირად გაგვიგია საბჭოთა თაობისგან წამოსული არგუმენტი, რომლის დიდი ნაწილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჭოთა პერიოდში ყველაფერი კაპიკები ღირდა( განსაკუთრებით პროდუქტები), რომ ხალხი უფრო კარგად ცხოვრობდა და ა.შ. თუმცა საკამათოდ ნაუცბადევი საპასუხო არგუმენტი შეიძლება არც გქონდეთ.


დღეისთვის შესაძლებელია თუ არა შევადართოთ მაშინდელი და ამჟამინდელი ფასები, ხელფასები? რა თქმა უნდა დიახ, თუმცა ამისთვის მცირე ფორმულა დაგვჭირდება.თუმცა სანამ ფასების და ხელფასების(საშუალო თვიური მაჩვენებელი) შედარებას წარმოგიდგენდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, გარკვეული ნივთების, მომსახურეობის და ტექნიკის სხვაობა ფასებში, ანუ ტრადიციულად რაც უფრო "ახალი ხილი" იყო, მით უფრო ძვირი იყო, რომლის ფასიც ნელნელა დროთა განმავლობაში კლებულობს, ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ახლანდელ კურსზე თუ გადავიყვანთ. წარსულში მაგალითად რადიოტექნიკა( ტელევიზორი ან ვიდეომაგნიტოფონი) ბევრად უფრო ძვირი ღირდა.


ახლა კი გადავიდეთ ფორმულაზე:საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა მოქალაქის საშუალო თვიური ხელფასი იყო 210 მანეთი(მინიმალური 75 მანეთი, მაქსიმალური 800), იმავე 1980-იან წლებში აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 0, 64 კაპიკი.


ამერიკული დოლარის ინფლაციის დონე 1980-იანი წლებიდან დღემდე 2, 5-ჯერ გაიზარდა (2016 წლის მონაცემებით).

ანუ 1 მანეთი გაყოფილი 0, 64-ზე, შემდეგ გამრავლებული 2, 5 -ზე და ეროვნული ვალუტა გამრავლებული დოლარის მიმდინარე კურსზე.


საბჭოთა მოქალაქის საშუალო თვიური ხელფასი ახლანდელ დროში რომ გადმოვიყვანოთ გამოდის 2715 ლარი(210:064х2, 5х3, 31)


ასე შეიძლება ნებისმიერი პროდუქტის ან საგნის დათვლა მაგალითად ავიღო კვერცხი, რომელიც საბჭოთა პერიოდში 7 კაპიკი ღირდა.დღეის ფასით გამოდის უფრი ძვირი -1 ცალი 0, 90 თეთრი.


ავიღოთ ბენზინი: 1 ლ 1980 -იან წლებში აი-93 ღირდა 0.40 კაპიკი, დღეის კურსზე თუ გადავიყვანთ 1 ლიტრის ფასი უფრო ძვირი გამოდის 5, 1 ლარი.


და ასე შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთის, პროდუქტის თუ მომსახურეობის სერვისის ფასი შეადაროთ, თუ რა თქმა უნდა კარგად გახსოვთ საბჭოთა პერიოდის ფასები.





1
626
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
626
  
2021, 17 თებერვალი, 1:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1