x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა დაჯდა გეშა კოზოდოევისა და სენია გორბუნკოვის ვახშამი რესტორან "მტირალა ტირიფში"და რა დაჯდება დღეს ასეთივე სუფრა?
image

არის კინო-კლასიკა, რომლებიც სამუდამოდ რჩება მაყურებელთა გულებში. ლეონიდ გაიდაის კინოკომედია "ბრილიანტის ხელი" მათ რიცხვშია. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია სცენა რესტორანში 'მტირალა ტირიფი'' სადაც მთავარი გმირები გეშა კოზოდოევი და სენია გორბუნკოვი აღნიშნავენ მნიშვნელოვან მოვლენას.


საინტერესოაა რა დაუჯდათ მათ მაშინ ეს სუფრა და რამდენის გადახდა მოუწევდათ დღეს მსგავსი საღამოსთვის? გავიხსენოთ ძირითადი მომენტები და გამოვთვალოთ 1969 წლის ფასებით.

image


გადახდა საბჭოთა მანეთებით


დავიწყოთ სასმელებით - აბა მაგის გარეშე სუფრა როგორ იქნება! ჩვენს გმირებს ჰქონდათ ერთი ბოთლი არაყი, ერთი ბოთლი კონიაკი, (გრაფინებში ჩამოსხმული)შამპანური და ორი ბოთლი ლუდი. 1969 წელს რესტორანში ერთი ბოთლი არაყი ღირდა დაახლოებით 6 მანეთი, "სომხური" კონიაკი - 10 მანეთი, შამპანური - დაახლოებით 9 მანეთი, ორი ბოთლი ლუდი - 2 მანეთი. ამას დავუმატოდ ყველის და ძეხვის ასორტი - დაახლოებით 5 მანეთი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კერძი, რა თქმა უნდა, იყო ცნობილი ხოხობი, მომზადებული საბჭოთა რესტორნების საუკეთესო ტრადიციებით. ხოხობი სოკოთი-ამ კერძში მაშინ მოგიწევთ მინიმუმ 20 მანეთის გადახდა.

image

თუ ყველაფერს შევკრიბავთ, გამოდის, რომ ჩვენი გმირებს ქეიფი რესტორანში დაახლოებით 52 მანეთი დაუჯდათ. რიგითი საბჭოთა მოქალაქის საშუალო თვიური ხელფასი მაშინ 120 მანეთი იყო, ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა. მაგრამ გეშა არ იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, არამედ წარმატებული მანეკენი და კონტრაბანდისტი, რომლის ბანდაც თაღლითური გზით თვეში ათასებს მაინც შოულობდა , ზოგადად, მას შეეძლო ასეთი სუფრის გაშლა.

image

რამდენი დაჯდება ახლა?


ახლა ვცადოთ წარმოვიდგინოთ, რა დაჯდება დღეს ასეთი ქეიფი რესტორანში. ასე რომ, დავიწყოთ იგივე მენიუთი.


ბოთლი არაყი დაახლოებით 50 ლარი

ბოთლი კონიაკი (ვთქვათ, "სომხური") - 80-100 ლარი

შამპანური - დაახლოებით 60 ლარი.

ორი კათხა ლუდი - 20 ლარი.

დაჭრილი ყველი და ძეხვი - დაახლოებით 25-35 ლარი.

და ბოლოს მთავარი კერძი -ხოხობი სოკოთი. თანამედროვე რესტორნებში ასეთი კერძი შეიძლება 120 ლარიც კი ღირდეს.


სულ მივიღეთ მაქსიმუმი 385 ლარი.(მინიმუმი 355)


თუ დღევანდელ და მაშინდელ საშუალო ხელფასს შევადარებთ, განსხვავება უმნიშვნელოა, თუმცა გამოდის რომ დღეს უფრო იაფი დაჯდებოდა მსგავსი სუფრა.

0
1099
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1099
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0