სხვა რატომ ეძებდნენ საბჭოთა მოქალაქეები თევზის კონსერვში ძვირფასეულობას? 2019, 7 აპრილი, 13:04 ![]() როგორ აღარ ცდილობდა საბჭოთა ხელმძღვანელობა, რომ აეძულებინათ მოქალაქეები ეყიდათ იაფი თევზის კონსერვები და საერთოდ, ზღვის პროდუქტები, ბევრს ისიც ახსოვს, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ, ხუთშაბათი "თევზის დღეც" დააწესა რა დროსაც ყველა საზოგადოებრივ კვების ობიექტში სადილად იყო "თევზის დელიკატესები", ეს იყო ერთგვარი მცდელობა გადაეფარათ ხორცის დეფიციტი. თევზი მართლაც თავზესაყრელი იყო, თუმცა საბჭოთა მოქალაქეები მაინცდამაინც არც თუ ხალისით ყიდულობდნენ რაღაც "საირას" თუ "სტავრიდას", აი ხორცის დეფიციტი მართლაც იყო, ამიტომ ხელისუფლება ცდილობდა სასარგებლო და იაფი თევზით შეევსო კვების მრეწველობის ეს კრიზისული მხარე. ცნობილი "კილკა ტომატშიც" ჩაწოლილი იყო მაღაზიებში, საქმე იქამდეც მივიდა, რომ პირადად "სიმინდის მეფემ, " ნიკიტა ხრუშჩოვმა აიღო ამ პრობლემის მოგვარება თავის თავზე. ![]() მაგრამ საბჭოთა თევზის მრეწველობაში მოიძებნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ისტორია, რომელსაც ერთდროულად გენიალური პიარ- აქცია ან კურიოზული ეფექტური რეკლამა შეგვიძლია ვუწოდოთ. 1939 წელს პოლინა ჟემჩუჟინას თევზის რეწვის სახალხო კომიტეტის თავმჯდომარედ ნიშნავენ, გავლენისა და კავშირების მიუხედავად, ( მისი ქმარი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იყო) იგი საკმაოდ გამოცდილი ხელმძღვანელი გახლდათ, მანამდე პოლინა საპარფიუმერო-კოსმეტიკურ სამმართველოს ედგა სათავეში, სწორედ მისი ძალისხმევით ქალებმა გაიცნეს ისეთი სუნამოები, როგორებიცაა "Красная Москва", "Весенний ландыш" და "Tete-a-tete", რომლებიც ფრანგულ არომატებზე იყო დამზადებული და რომელიც პოლინას პარიზიდან შემოჰქონდა. ![]() ამის შემდეგ სსრკ-ში იწყება "თევზის ბუმი". გადამამუშავებელი საამქროები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყვნენ თევზჭერის ადგილებთან, ომის დაწყებამდე თევზის ასორტიმენტის დასახელება უკვე 50-ს ითვლიდა. ![]() აქ გამოჩნდა მისი მეუღლე ვიაჩესლავ მოლოტოვი, თუ ვიტყვით თანამედროვე ენით-სახალხო კომისარიატმა "შეაგდო" ვირუსული რეკლამა, სსრკ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოლოტოვმა განაცხადა, რომ ჩვენ ქვეყანაში დაძრწის კონტრაბანდისტების ბანდა, რომლებიც შენიღბვის მიზნით, ძვირფასეულობას თევზის კონსერვის ქილებში მალავდნენ, ამის დასტურად მოლოტოვმა კონსერვის ქილიდან მარგალიტი ამოიღო . მეტის თქმა საჭირო აღარ იყო, ეს ახალი ამბავი უცებ გავრცელდა მთელს ქვეყანაში, მაღაზიის დახლები ელვისებურად დაიცალა, რა თქმა უნდა თევზის კონსერვებში ბრილიანტები და მარგალიტები არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ ხალხი მაინც ნელ-ნელა შეეჩვია თევზის კონსერვს.... რამდენიმე წელიწადში პოლინა ჟემჩუჟინა დააკავეს..ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა... ახლა კი დავუბრუნდეთ ხრუშჩოვის პერიოდს, იქიდან მოყოლებული გავრცელდა მეორე ჭორი, თითქოს კონტრაბანდისტები იაფასიან კონსერვის ქილაში, დებდნენ წითელ ან შავ ხიზილალას, ესეც მარკეტინგული ხრიკი იყო. ![]() 961 9-ს მოსწონს
|