x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა რაოდენობის ხელფასს იღებდნენ საბჭოთა ბელადები? ლენინიდან-გორბაჩოვამდე
image

საბჭოთა კავშირი ალბათ აბსურდამდე მისული ერთადერთი შესაძლებლობის ქვეყანა იყო, სადაც საზოგადოდ ფსკერიდან წამოსული ადამიანიც კი შეიძლება გამხდარიყო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება. ნამდვილად ბევრს აინტერესებს ალბათ, რამდენი ჰქონდათ ხელფასი ზესახელმწიფოს ლიდერებს და როგორ რეგულირდებოდა კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნების ცხოვრების ფინანსური მხარე?



ლენინი


ლენინის მიერ 1919 წლის 20 სექტემბერს "შემოსავლის დეკლარაციის" თანახმად, 1918 წელს მსოფლიო პროლეტარიატის ლიდერმა 27 049 მანეთი გამოიმუშავა(ანუ თვეში 2, 250 მანეთი) ამრიგად, სახალხო კომისართა საბჭოში ხელფასი არ იყო ბელადის შემოსავლის ერთადერთი წყარო. გარდა ამისა, ვლადიმერ ილიჩი ხელმძღვანელობდა მშრომელთა და გლეხთა თავდაცვის საბჭოს, იყო სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და ასევე იღებდა ჰონორარს სტატიებისა და ესეებისათვის, თუმცა სამოქალაქო ომით გამოწვეული ჰიპერინფლაციის ფონზე, ასეთი რაოდენობის ფულიც კი სასაცილოდ მცირე იყო.


მაგალითად ფუნტი პური დედაქალაქში 260 მანეთი ღირდა, გირვანქა კარტოფილი - 95 მანეთი, ფუთი ფქვილი - 10, 000 რუბლი, ფუთი მარილი - 18 000 მანეთი. პროვინციებში ფასები 10-15 ჯერ დაბალი იყო, მაგრამ იქაც მრავალი საქონელი მიუწვდომელი რჩებოდა ხალხისთვის. ყველგან სუფევდა შიმშილი, დანაშაული და უკიდურესი სიღარიბე. უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში ბელადს არ ეკუთვნოდა დამატებითი პრემიები, კომპენსაცია, უფასო საკვები ან ტანსაცმელი. როგორ ირჩენდა თავს დღესაც გაურკევევლია.




სტალინი



სხვა პარტიული მუშაკების მსგავსად, პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე სტალინსაც საკმაოდ მოკრძალებული ხელფასი -225 მანეთი ჰქონდა. 1930-იანი წლების დასაწყისისთვის ეს თანხა 500 მანეთამდე გაიზარდა. შედარებისთვის, ამ დროს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 300 მანეთი იყო. 1936 წელს სტალინმა გენერალური მდივნის ხელფასი თვეში 1200 -მდე გაზარდა. ამ დროს მისი ხელფასი ყველაზე მაღალი იყო სსრკ-ში. ფულადი რეფორმის შემდეგ, 1947 წელს, ბელადმა თავისი შემოსავლად 10, 000 მანეთი დაადგინა - საშუალო ხელფასი ქვეყანაში იმ დროს 1000 მანეთი იყო . არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამის გარდა გენერალური მდივანი თითქმის მთლიანად სახელმწიფო კმაყოფაზე იყო და ფაქტობრივად საერთოდ არ სჭირდებოდა ხელფასი.



ნიკიტა ხრუშჩოვი


ხრუშჩოვის მოგონებების თანახმად, 1930-იან წლებში, როგორც სახელმწიფო მოღვაწე და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, უბრალო ზეინკალზე უფრო ცუდად ცხოვრობდა.მაშინ ვერავინ გაბედავდა, რომ კომუნისტს ვთქვათ ჰქონოდა საკუთარი აგარაკი, გარკვეული სახის პრივილეგიები ან მაღალი ხელფასი.

თუმცა როგორც კი გახდა ხრუშჩოვი გენერალური მდივანი, ის "მოკრძალება" უცებ გაქრა და დაუყოვნებლივ დაინიშნა ხელფასი 8000 მანეთი - უფრო დაბალი, ვიდრე სტალინის ანაზღაურება, მაგრამ ქვეყნის ნებისმიერი მუშაკზე უფრო მაღალი. 1961 წლის ფულადი რეფორმის შემდეგ მისი ხელფასი გახდა 800 მანეთი.


ლეონიდ ბრეჟნევი


ბრეჟნევის ეპოქაში ქვეყნის ნომენკლატურის ელიტა მნიშვნელოვნად გადაგვარდა და კომუნისტური იდეები თანასწორობაზე, საზოგადოებრივ მოვალეობაზე და მოკრძალებულ ცხოვრებაზე თანდათან დავიწყებას მიეცა. ოფიციალურად, სსრკ ხელმძღვანელის ხელფასი ხრუშჩოვივით იგივე იყო -800 მანეთი. თუმცა, ბრეჟნევმა დამატებით საკუთარ თავს გადასცა ლენინის პრემია- 25 ათასი მანეთის ოდენობით. შედარებისთვის, ინჟინრის ხელფასი 150-დან 300 მანეთამდე იყო, მასწავლებლებლის 140 მანეთი, ექთნების 80. საშუალო სასურსათო კალათა 40 მანეთის ფარგლებში იყო. გარდა ამისა, ლეონიდ ილიჩმა აუარებელი ჰონორარი აიღო "თავის" წიგნებიდან. გენერალური მდივანი "დაუღალავად" მუშაობდა და "წერდა" არაერთ ნაშრომს: ”მცირე მიწა”, ”ყამირი” და ”აღორძინება”, რომლის საერთო ტირაჟმა 15 მილიონ ასლს მიაღწია. ალბათ პლანეტის არცერთ მწერლის ნაწარმოები არ გამოსულა ამ ტირაჟით. გენერალური მდივანი მარტო ამით არ დაკმაყოფილდა. 1974 წლისთვის მან ხელფასი გაიზარდა 1300 მანეთამდე, ხოლო 1978 წელს 1500-მდე. თანამედროვე ოლიგარქების მსგავსად, მის ავტოფარეხში ათეულობით ძვირადღირებული მანქანა იწონებდა თავს.



იური ანდროპოვი


კგბ-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა მკაცრი და ასკეტური ხელფასები შემოიღო, როგორც თავისთვის ასევე თანაპარტიელებისთვის. გენერალური მდივნის ხელფასი კვლავ 800 მანეთი გახდა. მართალია, ბრეჟნევის მსგავსად, ანდროპოვის აქტიურად ავრცელებდა თავის წიგნებს, საიდანაც შემოსავალმა 12 ათას მანეთს მიაღწია.


კონსტანტინე ჩერნენკო


სახელმწიფოს მეთაურმა 1984 წლის 13 თებერვლიდან 1985 წლის 10 მარტამდე დაიდგინა ხელფასი 1500 მანეთი. თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, ჩერჩენკო ქურბაცაცა იყო და პარტიის სახსრებს იპარავდაო. კონკრეტულად რა თანხებზეა საუბარი, უცნობია.


მიხეილ გორბაჩოვი


ადამიანი, რომლის მექრთამეობაზეც ლეგენდები დადის. სხვადასხვა შეფასებით, მილიონობით, ათობით მილიონი დოლარი ჩაიჯიბა გენერალური მდივნმა დასავლეთის მხრიდან სსრკ-ს შესუსტების, მომგებიანი სავაჭრო გარიგებების და მეზობელი ქვეყნებისათვის ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ. ამ დროს საბჭოთა ნომენკლატურა საბოლოოდ დაიშალა და ადმინისტრაციულ საქმიანობა იმ დროს განიხილებოდა ჩვეულებრივ ფულის შოვნის დაუშრეტელ წყაროდ. მართალია, გორბაჩოვის ოფიციალური ხელფასი მხოლოდ 500 მანეთი იყო, თუმცა სსრკ-ს დაშლამდე მისი ხელფასი 3000 მანეთამდე გაიზარდა.



0
859
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
859
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0