x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა eBay-ზე ნაყიდ კარადაში 150 000 ევრო იპოვა და უკან დააბრუნა

image

მამაკაცმა ნახმარ კარადაში 150, 000 ევრო იპოვა, რომელიც eBay- ზე შეიძინა .


50 წლის სოციალურმა მუშაკმა თომას ჰელერმა (Thomas Heller)იყიდა სამზარეულოს კარადა და თაროები ხანდაზმული წყვილისგან გალაში, აღმოსავლეთ გერმანიაში, მას შემდეგ, რაც პატრონე გადავიდა მოხუცთა პანსიონში.


14 აპრილის შეძენიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბატონმა ჰელერმა აღმოაჩინა ორი ყუთი, რომლებიც დამალული იყო მუხის კარადაში.



მან თქვა: ”კარადას აფასებდა 300 ევროდ . მაგრამ ჩვენ შეთანხმდით და ფასის დაკლებაზე 240 ევრომდე ”


ამის შემდეგ გაოგნებულმა მამაკაცმა კარადაში აღმოაჩინა ორი შეკვრა, რომელიც ერთად იყო თითქმია 150 000 ევრო, რომელიც აშკარად გადამალული და შემდეგ მივიწყებული.

image

"ერთი მათგანი ღია იყო, საიდანაც 100 ევროიანი კუპიურები შემომცქეროდა".-აღნიშნა თომასმა.


თუმცა მამაკაცი ფული მითვისების ნაცვლად, ადგილობრივ პოლიციაში წავიდა.


თომასმა თქვა: ”მათ ჩემს თვალწინ გახსნეს მეორე შეკვრა, კონვერტებში უფრო მსხვილი კუპიურები იყო. 200, 500 ”.

image

პოლიციამ საქმესთან დაკავშირებით საოლქო სასამართლოს მიმართა და დაიწყო გამოძიება, რათა დაედგინათ სამზარეულოს თავდაპირველი მფლობელი,


პოლიციის პრეს-მდივანმა ასტრიდ კუიტმა თქვა: ”სამზარეულო სახლის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩათ ხანდაზმულ წყვილს გალედან.”

image

გამოძიებამ დაადგინა, რომ თანხა ეკუთვნოდა 91 წლის ქალს, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ მოხუცთა პანსიონში გადავიდა.


ხოლო მოხუცი წყვილის სამზარეულოს კარადა მათმა შვილიშვილმა გაყიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ იქ ფული იყო დამალული.


გერმანიის კანონის თანახმად, "კეთილ სამარიტელს" თომასს უფლება აქვს ნაპოვნი თანხიდან სამი პროცენტი მოითხოვოს. ეს არის 4, 500 ევრო.


ჰალერმა არ თქვა, რაში აპირებს ჯილდოს დახარჯვას.

2
479
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
479
  
2022, 28 აპრილი, 2:51
ზუსტად ამას ჰქვია პატიოსანი ადამიანი. ????????
2022, 27 აპრილი, 19:54
ამას ქვია ადამიანობა და სწორი აზროვნება,ბრავო!
0 1 2