x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საბჭოთა ფაიფურის ფიგურები, რომელიც თქვენი ბინის ფასი ღირს
image

ბევრ ჩვენთაგანის ოჯახში დღესაც შეიძლება მოვიძიოთ ძველი საბჭოთა ფაიფურის სტატუეტები, რომლებიც ამშვენებდა ან ახლაც ამშვენებს ჩვენს ბინებს და არაა გამორიცხული სახლში ერთი შეხედვით პატარა ფაიფურის ფიგურა, რომელიც რაიმე სიუჟეტს აღწერს, თქვენი ბინის ფასიც კი ღირდეს.ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც ქვემოთ წარმოდგენილ ფაიფურის ფიგურებს გაეცნობით.




1)"გამოღვიძებული აღმოსავლეთი" ან "თურქი ქალი" ფიგურა შექმნა სკულპტორმა ელენა დანკომ აღმოსავლეთის ხალხთა პირველი ყრილობისთვის, რომელიც ჩატარდა ბაქოში 1920 წლის 1-დან 8 სექტემბრამდე. „თურქ ქალს“ ბევრი ვარიაცია აქვს სხვადასხვა ფერში და ტანსაცმელში. თუმცა, სწორედ ეს არის უიშვიათესი - აღმოსავლელი ქალის მხოლოდ რამდენიმე ფიგურა არის შემორჩენილი შიშველი ბიუსტით და გაზეთით, რომელზე ზინივიევის სილუეტი იყო გამოსახული.


ზინოვიევი, როგორც ვიცით, 1936 წელს დახვრიტეს და „ხალხის მტრად“ გამოაცხადეს და ამიტომ ყველა ნივთი, როემლიც ხალხის მტრებთან ასოცირდებოდა ანადგურებდნენ.


1921 წელს გამოშვებული "თურქი ქალი შეფასდა 8000/10000 ფუნტად, აუქციონზე გაიყიდა 20000 ფუნტ სტერლინგად.


image

სტატუეტი სახელწოდებით "შეყვარებულები" გაკეთდა ცნობილი მხატვრის კონსტანტინე სომოვის ესკიზების მიხედვით და დამზადდა ფაიფურის სახელმწიფო ქარხანაში 1921 წელს.


ფაიფურის ფიგურები თავად მხატვარმა შექმნა 1917 წლის ივნისიდან 1918 წლის აპრილამდე და გამოვიდა შეზღუდული ტირაჟით.მას შემდეგ რაც სომოვმა დატოვა ქარხანა, დაიწყეს მისი ნამუშევრების ხელმნეორედ ტირაჟირება. ერთ-ერთმა ასეთ ფიგურას მყიდველი ლონდონში Sotheby's-ის აუქციონზე გამოუჩნდა, რაშიც 30 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.


image

ეს იშვიათი ფიგურა, რომელიც ასახავს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ვაშლს ყიდის, დამზადდა ლენინგრადის ფაიფურის ქარხანაში 1927 წელს. მისი ავტორია ლეონიდ ხორტიკი. 18 სანტიმეტრიან სტატუეტს მყიდველი ნიუ-იორკში 2011 წელს აუქციონზე გამოუჩნდა. მისი სავარაუდო ღირებულება 7-დან 9 ათას დოლარამდე მერყეობდა. თუმცა, საბოლოოდ ის გაიყიდა 98, 500 დოლარად.


image

"წითლები და თეთრები"-ეს ჭადრაკის ფაიფურის ფიგურები, რომ სააგიტაციო ხასიათისაა ადვილად მიხვდებით "წითლებში" იგულისხმება ბოლშევიკები, ანუ ნათელი მხარე, ხოლო "თეთრებში" ბნელი მხარე, ანუ ცარიზმი, ფიგურები დამზადდა 1922 წელს ფაიფურის სახელმწიფო ქარხანაში ნატალია დანკოს ესკიზების მიხედვით.ჭადრაკი აუქციონზე გაიყიდა 31 500 ფუნტ სტერლინგად.


image


"მჭედელი და მთიბავი"-ეს იშვიათი პროპაგანდისტული წყვილი დამზადდა ლომონოსოვის სახელობის ლენინგრადის ფაიფურის ქარხანაში . მისი ავტორია მარია სტრახოვსკაია თავდაპირველად, ფიგურები შეფასდა $ 12, 000 - $ 18, 000, მაგრამ საბოლოოდ ისინი აუქციონზე გაიყიდა 188, 500 დოლარად . მჭედლის ფიგურას ხელს აწერს ქარხნის მხატვარი ეკატერინა იაკიმოვსკაია, რომელიც 1924 წელს შემცირებაში მოყვა. სავარაუდოა, რომ იშვიათ ხელმოწერამაც ითამაშა თავისი როლი ფასში.

image

1
1508
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1508
  
2022, 30 მარტი, 17:13
ამაზეა ნატქვამი მყიდველიც ... და გამყიდველიცაო!
0 1 1