x
მეტი
  • 01.12.2022
  • სტატია:124017
  • ვიდეო:355495
  • სურათი:496584
ყველაზე ნაზი კექსი – მარტივი რეცეპტით, რომლის გამოყენება ბავშვსაც კი შეუძლია

ეს ძალიან მარტივი რეცეპტია, იმდენად მარტივი, რომ მისი გამოყენება ბავშვებსაც კი შეუძლიათ. თუ გასტრონომიული სიამოვნების განცდა გინდათ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მაშინ ეს თქვენი რეცეპტია – შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დანარჩენს კი, ღუმელი გააკეთებს.


image


ინგრედიენტები:


კვერცხი – 2 ცალი
შაქარი – 0, 5 ჭიქა
ფქვილი – 1, 25 ჭიქა (160 გრ.)
რძე – 0, 5 ჭიქა (100 მლ.)
ზეთი – 0, 3 ჭიქა (70 მლ.)
გამაფხვიერებელი – 1 ს. კ.
ვანილინი – 0, 5 ჩ. კ.


მომზადება:


I. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი > დაამატეთ შაქარი, ზეთი და რძე > ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეურიეთ.

II. დაუმატეთ ფქვილს გამაფხვიერებელი და ჩააცერით თასში > იქამდე თქვიფეთ ცომის მასა, ვიდრე ერთგვაროვანი არ გახდება.

III. ფორმის ძირში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და კარაქი წაუსვით ფორმის შიდა ზედაპირს > გადაიტანეთ მასში ცომი.

IV. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

V. ცხობის ხარისხი, კბილის ჩხირით შეამოწმეთ > როდესაც გამოცხვება და ცოტა შეგრილდება, ფორმიდან ამოიღეთ და შაქრის პუდრი მოაფიფქეთ.


image


imageimageimageimage




2
285
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
285
  
23 ნოემბერი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

19 ნოემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2