x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლიმონის ნამცხვარი, გემრიელი კრემით

ლიმონის ნამცხვარი, მოხარშული კრემით და ციტრუსის ნოტებით, იდეალური გემრიელობაა, რომელიც მომზადებისთანავე "ქრება". ამასთან, რთულად მოსამზადებელიც არ არის.


image


ინგრედიენტები:


ცომისთვის:


კვერცხი — 1 ცალი
შაქარი — 75 გრ
ვანილინი — 1 ჩ. კ.
ლიმონის ცედრა — ნახევარი ლიმონის
ზეთი — 80 მლ (1/3 ჭ.)
რძე — 80 მლ (1/3 ჭ)
ფქვილი — 150 გრ. (1 ჭ);
გამაფხვიერებელი — 2 ჩ. კ.


კრემისთვის:


რძე — 1 ლ.

შაქარი — 1 ჭიქა

ფქვილი — 3 ს. კ.

კარაქი — 100 გრ.

ვანილინი — 0, 7 გრ.

ხილის ლიქიორი (სურვილის შემთხვევაში) — 2 ს. კ.


მომზადება:


I. ცომის ინგრედიენტებით გააკეთეთ არაჟნისებრი ცომი.


II. შეავსეთ ფორმები ცომით და გამოაცხვეთ, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წთ–ის მანძილზე. თუმცა, დრო, ღუმელის სიმძლავრეზეა დამოკიდებული.


image


შენიშვნა: მოცემულ შემთხვევაში, ფორმას უკვე აქვს ჩაღრმავება. მაგრამ, თუ ასეთი ფორმა არა გაქვთ, შეგიძლიათ ჩაღრმავება თავადვე გააკეთოთ. უბრალოდ, ნამცხვრიდან ბისკვიტის ნაწილი დანით ამოჭერით.


image


III. კრემის მოსამზადებლად, შაქარი და ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს > ჩაყარეთ ანადუღარ, ცივ რძეში > დადგით ცეცხლზე და სულ ურიეთ. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ > ადუღეთ შესქელებამდე და თან ურიეთ.


IV. ცეცხლიდან გადმოდგით. შეგრილებულ კრემს (კრემი იმდენად თბილი უნდა იყოს, რომ მასში კარაქი გადნეს) დაამატეთ კარაქი, ვანილი და ლიქიორი.


V. შეავსეთ ბისკვიტი კრემით და შედგით მაცივარში, რომ გასქელდეს.


image


VI. გააფორმეთ თითოეული ნამცხვარი ლიმონის პატარა ნაჭრით და პიტნის ფოთლით.


image


imageimageimageimageimage




1
143
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
143
  
2022, 2 ნოემბერი, 1:07
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1