ინგრედიენტები:
კვერცხი – 2 ცალი
რძე – 200 მლ.
არაჟანი – 2 ს. კ.
მარილი – 1 ჩ. კ.
ფქვილი – 230 გრ.
გამაფხვიერებელი – 1 ჩ. კ. ან სოდა – 0, 5 ჩ. კ.
ფარში (ნებისმიერი) – 300 გრ.
ზეთი – 2 ს. კ.
ხახვი – 1-2 ცალი (გემოვნებით)
მარილი და პილპილი – გემოვნებით
ტაფა – დიამეტრით, 26 სმ.
მომზადება:
I. დაჭერით ხახვი წვრილად > ფარში მოათავსეთ ტაფაში > დაამატეთ ზეთი და თუ მშრალია, ცოტა წყალი (2 ჩ. კ.) > შეწვით 2-3 წთ. > დაამატეთ ხახვი > შეწვით, სრულ მომზადებამდე > დაამატეთ მარილი და პილპილი.
II. თასში ათქვიფეთ კვერცხი, არაჟანი და მარილი > დაამატეთ რძე და ისევ ათქვიფეთ > ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ჩააცერით თასში – ცომი კონსტინტენციით, ბლინის ცომზე სქელი უნდა იყოს.
III. ტაფას ფსკერზე და გვერდებზე მოუსვით ზეთი > ცომი გაყავით შუაზე და ნახევარი ტაფაში მოათავსეთ > ზემოდან თანაბრად გაანაწილეთ გულსართი > გულსართის თავზე კი, დარჩენილი ცომი გადაანაწილეთ > დაახურეთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე აცხვეთ, დაახლოებით, 12 წთ.
IV. შემდეგ, გადააბრუნეთ – ამის გაკეთება თეფშით არის მოსახერხებელი: თეფში ღვეზელის ქვეშ მოათავსეთ, ტაფიდან ამოიღებთ და თეფშიანად გადმოაბრუნებთ > დაახურეთ ისევ სახურავი და კიდევ 8-10 წუთი აცხვეთ.
და რა თქმა უნდა, ღვეზელის მომზადება ღუმელშიც შეიძლება: გამზადებული საცხობი ფორმა, 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში შედგით. ცხობის დრო, ღუმელის სიმძლავრეზეა დამოკიდებული.