ზოგი ფიქრობს, რომ სოკოა, სხვებს კომბოსტო ან კვერცხიანი ბრინჯი ჰგონიათ... გემრიელი ღვეზელის "საიდუმლო" გულსართი
ასეთი გულსართით, ღვეზელის მომზადება ნებისმიერი ცომით შეიძლება. ასევე, შეიძლება მისი შეწვა, გამოცხობა და ორთქლზე მომზადებაც კი. აქ კი, ცომის ყველაზე სწრაფ, მარტივ და ამავდროულად, გემრიელ რეცეპტსაც გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
მასალა ცომისთვის:
კეფირი (ოთახის ტემპერატურის) – 500 მლ.
არაჟანი – 2 ს. კ.
ფქვილი – 800 გრ.
შაქარი – 2 ს. კ.
მარილი – 0, 5 ჩ. კ.
სოდა – 1 ჩ. კ.
ზეთი – 3 ს. კ.
კვერცხი – 1 ცალი
მასალა გულსართისთვის:
კიტრის მწნილი – 4-5 ცალი
ხახვი – 3 თავი
ზეთი – 2 ს. კ.
მომზადება:
I. თასში ჩააცერით, დაახლოებით, 500 გრ. ფქვილი > დაამატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი, ზეთი, არაჟანი და სოდა > შემდეგ, თანდათანობით, დაამატეთ კეფირი > მოზილეთ ცომი და შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი > როდესაც ცომი ხელზე აღარ მიგეკრობათ, პოლიეთილენის პარკში ჩადეთ და ნახევარი სთ–ით დაასვენეთ.
II. გულსართის მოსამზადებლად, დაჭერით წვრილად ხახვი და მოთუშეთ ზეთში > კარგად რომ შეწითლდება, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.
III. კიტრის მწნილი დაჭერით პატარ–პატარა კუბიკებად > მოათავსეთ სუფთა ტაფაზე და შეწვით. ამ შემთხვევაშიც, კიტრის ნაჭრები უნდა შეწითლდეს, ხოლო მასში არსებული სითხე აორთქლდეს.
IV. როდესაც შეგრილდება, კიტრი და ხახვი ერთმანეთს შეურიეთ.
V. დაყავით ცომი პატარ–პატარა გუნდებად > გააბრტყელეთ თითოეული გუნდა > მოათავსეთ გულსართი და გადაახვიეთ ღვეზელი.
VI. შეწვით ზეთში ან გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. ღუმელში გამოცხობის შემთხვევაში, შეგიძლიათ ზემოდან ცოტა წყალში ათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვათ.