ნამცხვრები ყველაზე ნაზი კექსი – მარტივი რეცეპტით, რომლის გამოყენება ბავშვსაც კი შეუძლია 2022, 15 ნოემბერი, 16:32 ეს ძალიან მარტივი რეცეპტია, იმდენად მარტივი, რომ მისი გამოყენება ბავშვებსაც კი შეუძლიათ. თუ გასტრონომიული სიამოვნების განცდა გინდათ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მაშინ ეს თქვენი რეცეპტია – შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დანარჩენს კი, ღუმელი გააკეთებს. ინგრედიენტები: კვერცხი – 2 ცალი მომზადება: I. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი > დაამატეთ შაქარი, ზეთი და რძე > ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეურიეთ. II. დაუმატეთ ფქვილს გამაფხვიერებელი და ჩააცერით თასში > იქამდე თქვიფეთ ცომის მასა, ვიდრე ერთგვაროვანი არ გახდება. III. ფორმის ძირში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და კარაქი წაუსვით ფორმის შიდა ზედაპირს > გადაიტანეთ მასში ცომი. IV. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. V. ცხობის ხარისხი, კბილის ჩხირით შეამოწმეთ > როდესაც გამოცხვება და ცოტა შეგრილდება, ფორმიდან ამოიღეთ და შაქრის პუდრი მოაფიფქეთ. 399 2-ს მოსწონს
|