x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლამაზებს შორის, ყველაზე ლამაზები – კატის გამორჩეული ჯიშები (TOP - 10)

შინაური ცხოველების მოყვარულები, ძველთაგანვე, ორ "ბანაკად" არიან გაყოფილები — კატების და ძაღლების პატრონებად. იმის დადგენა, თუ რომელ ბანაკში უფრო მეტნი არიან, შეუძლებელია. მაგრამ, ის კი შესაძლებელია, რომ კატებს შორის, ყველაზე ლამაზი ჯიშები დავასახელოთ. უნდა აღინიშნოს, რომ აქ რეიტინგებზე არ არის საუბარი და ლამაზი და ნაკლებად ლამაზი კატები არ არსებობენ, რადგან ყველა კატა, თავისებურად, ლამაზია... მაგრამ, არის კატის ჯიშები, რომელთა წარმომადგენლები, გარეგნობით, უფრო გამორჩეულები არიან და ფისომოყვარულებში, უფრო დიდი პოპულარულობით სარგებლობენ, ვიდრე დანარჩენები.

კატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ძირითადად, მათი დაყოფა ორ ჯგუფად შეიძლება: გრძელბეწვიანებად და მოკლებეწვიანებად, თუმცა, "შიშვლებიც" არიან.


1960 წელს, კალიფორნიის შტატში, ძალიან საინტერესო კატის ჯიში გამოიყვანეს და მას რეგდოლი (Ragdoll) დაარქვეს, რაც ქართულად – "ნაჭრის თოჯინას" ნიშნავს.


image


"სპარსულისგან" განსხვავებით, რომელიც ამ კატის საფუძველს წარმოადგენს, მათი ბეწვი უფრო მეტად, კურდღლის ბეწვს წააგავს და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, ხოლო ხასიათით, ბევრად უფრო მშვიდი და კეთილია, ვიდრე სპარსული კატა.


image


რეგდოლდი – ყველაზე მომთმენი კატაა მსოფლიოში და მისი მოფერება უსასრულოდ შეიძლება, ის პროტესტს არასოდეს გამოთქვამს.


image


ჩვენთან, კატებს შორის, ყველაზე პოპულარულები, სპარსული ჯიშის კატები არიან და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფუმფულა არსებას, სახლის გარეთ, უპატრონოდ, ცხოვრება არ შეუძლია.


image


სპარსული კატის დამახასიათებელი ნიშანი პატარა და განიერი ცხვირი და გრძელი ბეწვია, რომელიც გამუდმებით მოვლას საჭიროებს. გარდა ამისა, თვალებსაც გაწმენდა უნდა, რომ რამე ინფექცია არ შეიჭრას.



imageimage


დიდ ბრიტანეთში, კატების ყველაზე ხანდაზმულ ჯიშად, ბრიტანული მოკლებეწვიანი ჯიში ითვლება. "ბრიტანელები", კატების მოყვარულებს შორის, დიდი პოპულარობით იმის გამო სარგებლობენ, რომ გარეგნობით, პლუშის დათვებს ჰგვანან.


image


ბრიტანულ მოკლებეწვიან კატას ძალიან სქელი ბეწვი, დიდი, მრგვალი, სპილენძის ფერი თვალები, მრგვალი თავი და ფუმფულა ლოყები აქვს.


image


ფერერიდა, ყველაზე პოპულარული, ნაცრისფერი, მონაცრისფრო ცისფერი, იისფერი, ყავისფერი და ამ ფერების ნაირსახეობებია: ხალებიანი, ზოლებიანი და მარმარილოსებურები. ეს კატები საკმაოდ დიდი (6-7, 5 კგ) და ძალიან გულკეთილი არსებები არიან.


image


კატებს შორის, ყველაზე უცნაურები გარეგნობის, შოტლანდიური ყურებჩამოყრილი კატები არიან. ასეთი ყურების გამო, ისინი ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან.


image


ამ კატებს განსაკუთრებული შეფერილობა არა გააჩნიათ და ნებისმიერი შეფერილობის შეიძლება იყოს. ისინი კარგი ჯანმრთელობით და ხასიათით ხასიათდებიან.


image


განსაკუთრებული მახასიათებელი ნიშანი ამ ჯიშის კატებისთვის ის არის, რომ ძალიან წრიპინა ხმა აქვთ და უკანა თათებზე დგომა, დიდი ხნის მანძილზე შეუძლიათ.


image


ფაქტია, რომ ჩვენთან, მოკლებეწვიან კატებს უჯიშოებად თვლიან. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ევროპის მოკლებეწვიანი ჯიშის წარმომადგენლები არიან.


image


ფერის მხრივ, კატის ამ ჯიშისთვის, შეზღუდვა არ არსებობს. განსაკუთრებული სილამაზით, ოქროსფერი და ვერცხლისფერი შეფერილობის კატები გამოირჩევიან.


imageimage


შემდეგი კატის ჯიში, რომელიც ამ ჩამონათვალში მოხვდა, ტოიგერი (Toy+Tiger) არის. "ტოიგერი" – სათამაშო ვეფხვს ნიშნავს და ეს მართლაც ასეა. ამ ჯიშის კატები, ვეფხვებისგან მხოლოდ ზომით განსხვავდებიან.


imageimage


კატის ეს ჯიში იმიტომ გამოიყვანეს, რომ საზოგადოების ყურადღება, ველურ ბუნებაში, ვეფხვების გადაშენების პრობლემაზე მიექციათ. ეს ჯიში 90-იქნი წლების დასაწყისში დაარეგისტრირეს, მაგრამ კატების საერთაშორისო ფედერაციამ, ჯიშად მხოლოდ 2007 წ. აღიარა და კონკურსებში მონაწილეობის უფლებაც მისცა.


image


გრძელბეწვიანი კატების კიდევ ერთი ულამაზესი წარმომადგენელი — ნორვეგიული ტყის კატაა. ეს საკმაოდ დიდი ზომის ცხოველია, ფუმფულა ლამაზი ბეწვით. მას გრძელი ბეწვი, თათების ქვედა ნაწილშიც კი აქვს და ამიტომ, მკაცრი ზამთრის პირობებში, თათები არ ეყინება.


image


ნორვეგიული ტყის კატისთვის დამახასიათებელია, საკმაოდ დიდი სხეული, მაღალი ფეხები და ფუმფულა კუდი. ამ ჯიშის წარმომადგენლები საკმაოდ მშვიდები არიან და კარგად გრძნობენ თავს, თუ სახლში, ძაღლის სახით, მეორე შინაური ცხოველიც არის.


image


ეს ნორვეგიის ოფიციალური ჯიშია, რომელიც კატების საერთაშორისო ფედერაციამ 1977 წ. ოფიციალურად აღიარა.


image


ნორვეგიულ ტყის კატა, გარეგნულად ძალიან ჰგავს ამერიკულ მეინ კუნს, რომელიც ასევე, მშვიდი ხასიათით გამოირჩევა. ამ ჯიშის კატისთვის დამახასიათებელია მონადირის უნარ-ჩვევები და დიდი ზომის სხეული.


image


ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მისი ბეწვი უფრო სქელი ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ეს კატა ამერიკის ჩრდილოეთის, მენის შტატის ოფიციალური ჯიშია.


imageimage

ჩვენთან ნაკლებად ცნობილმა, სომალის კატამ, თავისი უჩვეულო სილამაზით, ევროპა და ამერიკა დიდი ხნის წინ დაიპყრეს.


image


ის მეტისმეტად მშვიდი ცხოველია და სხეულის დიდი ზომით გამოირჩევა, აქვს დიდი და ფუმფულა, შავზოლიანი კუდი. გარდა ამისა, შეფერილობის გამორჩეული ნიშნებიდან, ყურადღებას იქცევს თეთრი "საყელო".


imageimage


ამ სიაში, რა თქმა უნდა, სიამის კატაც მოხვდა... ყველამ არ იცის, რომ სიამის კნუტები, სრულიად თეთრები იბადებიან. ხოლო, ყურები, თათები და კუდი, ზრდის პროცესში, თანდათანობით უმუქდებათ.


image


ამ ჯიშის კატები, ამერიკაში და ევროპაში, გასული საუკუნის დასაწყისში მოხვდნენ და ადგილობრივი ფისომოყვარულები მაშინვე მოხიბლეს. ისინი ძალიან მეგობრულები, ჭკვიანები და კონტაქტურები არიან. სხვა კატებისგან განსხვავებით, რომლებიც ღამე უფრო აქტიურები არიან, სიამები, "ღამის ცხოვრებით" არ ცხოვრობენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ ღამის ხედვა კარგად არა აქვთ განვითარებული. სამაგიეროდ, ძალიან აქტიურები არიან დღის მანძილზე – მათ, თავიანთ პატრონებთან, მეტისმეტად ბევრი "ლაპარაკი" უყვართ.


imageimage


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქალის სილამაზისა და სექსუალობის იდეალები სხვადასხვა ქვეყანაში

* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)

* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები?

* რატომ არის სახიფათო სინათლე საძინებელში? (თუნდაც ის მბჟუტავი იყოს)

* თუ რამე გაწუხებთ, ეს ტესტი გაიარეთ. შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა იყოს

* სტილის და სილამაზის 9 გაკვეთილი ბრწყინვალე სოფი ლორენისგან

* ფაუნის სამყაროს ვარდისფერი წარმომადგენლები



0
472
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0