x
image
თორ ნიკე
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-5
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-5


1) წყნარი ოკეანე მომავალში აღარ იარსებებს, როგორც ცალკეული ოკეანე და მის ადგილს დაიკავებს ერთი უზარმაზარი კონტინენტი - ამაზია. ეს 300 მილიონი წლის შემდეგ მოხდება. კურტინის უნივერსიტეტის მკვლევართა თანახმად, დაახლოებით ამ დროისთვის ჩრდილოეთ ამერიკა აზიის კონტინენტს შეეაჯახება და წარმოიქმნება ერთი დიდი სუპერკონტინენტი. აღნიშნული კვლევის ავტორია გეოლოგი ჩუან ჰუანგი. ამ სცენარს სხვა რამდენიმე სიმულაციაც ეთანხმება. საბოლოოდ, როგორც არ უნდა იყოს, ცხადია, რომ მომავალში კონტინენტები და ოკეანეები არასოდეს იქნება ფიქსირებული და უცვლელი. (იხ. წყარო)


კონტინენტი ამაზია - 300 მილიონი წლის შემდეგ





2) დინოზავრების მკვლელმა ასტეროიდმა 66 მილიონი წლის წინ დედამიწასთან შეჯახების შედეგად 1.5 კილომეტრზე დიდი სიმაღლის ცუნამი წარმოქმნა, რომელმაც ნახევარი დედამიწა გადაკვეთა. ეს დასკვნა გააკეთეს 2022 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მსოფლიოს 100-ზე მეტი სხვადასხვა ადგილიდან აღებული გეოლოგიური ნიმუშის შესწავლის შემდეგ. მკვლელი ასტეროიდი 14 კმ-ის სიგანის იყო, დედამიწას 43500 კმ/სთ სიჩქარით შეეჯახა იუკატანის ნახევარკუნძულთან, ბგერის სიჩქარეზე 35-ჯერ სწრაფად. შედეგად 100 კმ-ის სიგანის კრატერი წარმოიქმნა და ატმოსფეროში მტვრისა და ჭვარტლის სქელი ღრუბელი ატყორცნა. დაცემიდან 2.5 წუთში წარმოიქმნა 4.5 კილომეტრის სიმაღლის ტალღა. 10 წუთის შემდეგ კი ასტეროიდის დაცემიდან 220 კილომეტრის მოშორებით კიდევ ერთი, 1.5 კმ-ის ცუნამის ტალღა წარმოიქმნა. წყლის მასის სიჩქარე 0.6 კმ/სთ-ს აჭარბებდა. (იხ. წყარო).



დინოზავრების მკვლელი ასტეროიდი 66 მილიონი წლის წინ




3) დედამიწაზე სიცოცხლის ყველა ფორმა ენერგიისთვის ერთსა და იმავე ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს, ენერგიის მატარებელ ზუსტად ერთსა და იმავე ორგანულ მოლეკულას, რომელსაც "უჯრედული საწვავის უნივერსალურ სახესაც" უწოდებენ, ეს არის ადენოზინტრიფოსფორმჟავა (ატფ). ამ მოლეკულას ცოცხალი ორგანიზმი აწარმოებს ფოტოსინთეზის ან/და უჯრედული სუნთქვის (უჯრედების მიერ საკვები ნივთიერებების: ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლის) საშუალებით. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ჩვენი სხეულის წონას ატფ-ად ვაქცევთ და ამით სასიცოცხლო ენერგიას ვიღებთ, რომელსაც ჩვენი უჯრედები უთვალავი პროცესისთვის იყენებს, ტვინის სიგნალებით დაწყებული, მოძრაობითა და რეპროდუქციით დამთავრებული. ატფ, როგორც უჯრედთა უნივერსალური ენერგიის "ვალუტა" და მეტაბოლური დომინანტი გახდა ფოსფორილირების მოლეკულების უნიკალური ურთიერთქმედებით, ხოლო ის ფაქტი, რომ მას სიცოცხლის ყველა ფორმა იყენებდა და იყენებს, მიუთითებს იმაზე, რომ ის არსებობდა არათუ დედამიწაზე სიცოცხლის დასაწყისიდანვე, არამედ იქამდეც - პრებიოტურ გარემოში, რომელიც წინ უსწრებდა ყველა ცოცხალ მატერიას 4.54 - 4.1 მილიარდი წლის წინ. (იხ. წყარო)


დედამიწაზე სიცოცხლის ყველა ფორმა ენერგიისთვის ერთსა და იმავე ქიმიურ ნივთიერებას იყენებს - ატფ




4) 2022 წლის 26 სექტემბერს NASA-მ ასტეროიდს (სახელწოდებით დიმორფოსს) კურსი წარმატებით შეუცვალა. ასტეროიდისთვის კურსის ხელოვნურად შეცვლა აქამდე სამეცნიერო ფანტასტიკად მიიჩნეოდა. ამან წარმოაჩინა კაცობრიობის უნარი, რომ თავიდან აიცილოს დედამიწისკენ მომავალი სიცოცხლის მომსპობი სხვადასხვა კოსმოსური ობიექტი, როცა მომავალში ასეთი საფრთხე დაგვემუქრება. (იხ. წყარო)


 NASA-მ ასტეროიდს კურსი შეუცვალა



5) ჩერნობილის რადიაციამ იქაური ბაყაყები გაამუქა. დაბინძურებულ ეკოსისტემებში თითქმის სრულად შავი ბაყაყები ახლა გაცილებით მეტია, ვიდრე ღია ფერის. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორის აფეთქების შედეგად გამოიყო 100-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აშშ-ს მიერ ჩამოგდებული ატომური ბომბებისგან. 2700 კვადრატული კილომეტრი უკრაინის ტერიტორია მას მერე მოქალაქეებისგან სრულად დაცლილია და ამ პოსტ-აპოკალიპტურ და პოსტ-ევაკუაციურ გარემოში ველური ბუნების მოულოდნელი აყვავების მოწმენი ვართ შუაგულ ევროპაში. იქაური სახეობების კვლევა დიდ ინფორმაციას მოგვცემს თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სიცოცხლის ფორმაზე რადიაციას. (იხ. წყარო)


ჩერნობილის რადიაციამ იქაური ბაყაყები გაამუქა



ასევე იხილეთ: საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეოთხე;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0