საზოგადოება "არასოდეს მიყვარდა ის მომენტი, როცა შემთხვევით მოკლული მურადას გამო ილიკო ეღლიცინება ზურიკელას და ილარიონს"-ბაკურ სვანიძე 2022, 9 ნოემბერი, 13:23 "არასოდეს მ ი ყ ვ ა რ დ ა ის მომენტი, როცა შემთხვევით
მ ო კ ლ უ ლ ი მურადას გამო ილიკო ე ღ ლ ი ც ი ნ ე ბ ა
ზურიკელას და ილარიონს... მიუხედავად იმისა, რომ
"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ჩემთვის ს ა კ უ ლ ტ ო
ნაწარმოებია, მკვდარი ძ ა ღ ლ ი ს თემაზე ღლიცინს
მაინც ვერ ვიტანდი... გუშინ რაღაც პატარა კარი მქონდა
ეზოს ღობეზე გასაკეთებელი. "კალიტკას" რომ ეძახიან,
დაახლოებით ეგეთი. ძალიან კარგი კაცია მეზობლად,
მოქანდაკე, ხელოვანი, მაგრამ ამ ცხოვრებაში თავი რომ
ირჩინოს და ცოლშვილი არჩინოს, ხელოსნობს, მთლად
ა გ უ ლ ი ერისთავივით (სხვათა შორის ცოლიც რუსი ჰყავს)
საფლავის ძეგლებს არ აკეთებს, მაგრამ რკინის
და ბეტონის სხვადასხვა კონსტრუქციებს უმზადებს
სასტუმროებს და რესტორნებს... მოკლედ, შეპირებული
იყო რომ გამიკეთებდა ამ კარს და გუშინ უნდა დაგვეწყო...
დილით დ ა ა გ ვ ი ა ნ ა მოსვლა. არ შევაწუხე, რა ვიცი,
ადამიანი უანგაროდ მეხმარება და დილით ძახილს და
გაღვიძებას ხომ არ დავუწყებდი?
ცოტა მოგვიანებით დავინახე, თავისი ეზოდან გამოვიდა და ჩემსკენ მოდის.
გავეგებე... - ბაკურ - მეუბნება - უნდა მაპატიო დღეს...
- რა მოხდა? - ვკითხე რადგან სახეზე ეტყობოდა რომ
რაღაცას მძიმედ განიცდიდა... - ჩემი ძაღლი მოკვდა...
თქვა და მის სახეზე იმის იმედი წავიკითხე, რომ არ
დ ა ვ ც ი ნ ე ბ დ ი - ძაღლის სიკვდილს ამხელა კაცი
ასე როგორ განიცდის - თქო... ბევრი იზამდა ამას, ვიცი...
ჩემზე უფროსი, ორმოცდაათს გადაშორებული კაცია...
გული შემეკუმშა. ეს ცოლ-ქმარი ჩემსავით, ქუჩიდან
მიკედლებულ 5 ძაღლს უვლის... ყველაზე უფროსი,
უკვე 13 წელს მიღწეული, ყველაზე პირველი და ყველაზე
საყვარელი ძაღლი დაეღუპათ... კი, ის მურადასავით
ტრაგიკულად არ დაღუპულა და ყველამ ვიცით, რომ
როდესაც ძაღლი 12 წელს გადაშორდება, უნდა მოკვდეს...
ესეც დ ა უ ძ ლ უ რ ე ბ უ ლ ი იყო, ბოლო ორი წელი ვერც
გადიოდა ოთახიდან... მაგრამ როცა ასე ძალიან გიყვარს...
უცებ გამიელვა რომ ჩემს მ ა უ ს 7-8 წელიღა დარჩა...
კიდევ ერთხელ შემეკუმშა გული... მიყურა მეზობელმა,
მიხვდა, რომ მე არ ვარ ის კაცი ამის გამო კაცს დავცინო...
ამოხეთქა შეგუბებულმა ემოციამ, ა ტ ი რ დ ა ამხელა
კაცი ც რ ე მ ლ ი თ... კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა -
დღეს ბოდიში და მერე გავაკეთოთო - დიდი, ცრემლიანი
თვალები მომარიდა და თავისი ეზოს ჭიშკარში შევიდა...
ოღონდ არ ვიცი, მან უფრო ადრე მომარიდა თავისი
ცრემლიანი თვალები თუ მე უფრო ადრე მოვარიდე
ჩემი თვალებიდან უნებურად გადმოგორებული ცრემლი...
ჰოდა, ვერასოდეს ვიტანდი მაგ მომენტს, მურადას გამო
რომ ი რ ო ნ ი უ ლ სამძიმრის დეპეშას გზავნის ილიკო...
სამაგიეროდ, ადამიანის და ძაღლის ურთიერთობის, დიდი
სიყვარულის და ამოუხსნელი მძიმე დ ა რ დ ი ს ნიმუშია
მომენტი, როდესაც ცხოვრების ყველაზე ბ ე დ ნ ი ე რ
წუთებშიც კი, საყვარელ ქ ა ლ თ ა ნ ერთად მუხლამდე
თოვლში სეირნობისას, ზურიკელას მაინც ყველაზე
ერთგული მეგობარი ახსენდება და თითქოს სრულიად
უადგილოდ და გულუბრყვილოდ ამბობს - "ამ ხის
ძირში ჩემი მურადა მარხია..." - და მერე, მისთვის ყველაზე
ძვირფას ქალს, თავისი დაღუპული ძაღლის პირით
უხსნის ამ ქვეყნად ყველაზე მთავარს - ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს...
ჩემი მაუ-ც სულ იმას მეუბნება ##### დედამიწაზე ყველაზე
კარგი გოგოაო... მიყვარხარ თ... მ შ ვ ი დ ო ბ ი ს დ ღ ე..."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე 203 2-ს მოსწონს
|