x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქალის სილამაზისა და სექსუალობის იდეალები სხვადასხვა ქვეყანაში
image


ჩვენ დიდ სამყაროში ვცხოვრობთ და ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნებში, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ საგნებისა და მოვლენებისადმი, მათ შორის, ქალის სილამაზესა და სექსუალურობაზე. აქ წარმოდგენილია ქალბატონების ფოტოები, პლანეტის სხვადასხვა კუთხეებიდან. ისინი, რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან ლამაზად გამოიყურებიან, მაგრამ საკუთარ ქვეყნებში, უბრალოდ ლამაზები კი არა, სილამაზის ეტალონები არიან. ჩვენ მათ მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ, თუ სილამაზის რა სტანდარტები არის დაწესებული დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, აზიის ქვეყნებში და ამერიკაში.


შვედეთი - მაღალი და ქერაimage


შვედები ღია ფერის თმით არიან ცნობილები — მათ ხშირად, თითქმის თეთრი ან პლატინისფერი თმა აქვთ. შვედი გოგონა ლამაზად ითვლება, თუ მას აღნიშნული ფერის თმასთან ერთად, ცისფერი თვალებიც აქვს. გარდა ამისა, ყურადღება მის ჩაცმულობასაც ექცევა: ის აუცილებლად უნდა ატარებდეს მაღალი მოდის სამოსს. სტილისადმი მიდგომა კი, ერთი ფრაზით შეიძლება გადმოიცეს: «რაც უფრო ნაკლებია — მით უკეთესია» ანუ მინიმალისტური (ეს კოსმეტიკასაც ეხება და სამოსის ფერებსაც). ყველაფერი უბრალოდ და ელეგანტურად უნდა იყოს.


საფრანგეთი – ნატურალურიimage


საფრანგეთში უპირატესობას ნატურალურ სილამაზეს ანიჭებენ. რაც უფრო ნაკლებია მაკიაჟი — მით უკეთესია. თმა — ბუნებრივად მოუწესრიგებელი უნდა იყოს. ამასთან, ასაკობრივი ზღვარი დაწესებული არ არის. როგორც ფრანგები ამბობენ, ქალი მომხიბვლელი, ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს.


მალაიზია – ფერმკრთალი და მინიატიურულიimage


მალაიზიაში ყველაზე მეტად, ღია ფერის კანს აფასებენ, ისევე, როგორც აზიის ბევრ ქვეყანაში. რაც უფრო ღია ფერის არის კანი — მით უკეთესია. და თუ გოგონა ე. წ. «თეთრი მარგალიტია», სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა. ფიგურაც კარგი უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა.



ესპანეთი – მგრძნობელობაimage


პირველი რაც ესპანელი ქალის ხსენებაზე გახსენდებათ, ეს — მგრძნობელობა არის. ეს იგრძნობა მათი ცხოვრების ყველა სფეროში, ტანსაცმლის არჩევიდან დაწყებული, საკუთარი ემოციების გამოხატვით დამთავრებული. ლამაზი ფორმები, მბზინავი შავი თმა და მუქი თვალები — ეს არის ის, რაც წარმოადგენს ქალის იდეალურ იმიჯს ესპანეთში.


გერმანია – სპორტული და შრომისმოყვარეimage


გერმანიაში ქალები სპორტსმენები და შრომისმოყვარეები არიან. მათი სილამაზის იდეალები მარტივია — თია ფერის თვალები და თმა, სახის დახვეწილი ნაკვთები და დახვეწილი ფიგურა. გერმანელები ასევე ცნობილები არიან თავიანთი დისციპლინით, ეს მათთვის ღირსების საქმეა. რაც შეეხება მაკიაჟს, გერმანელი ქალების უმრავლესობა, ბუნებრიობას ანიჭებს უპირატესობას.


ინდოეთი – სულის და სხეულის ჰარმონიაimage


ინდური სილამაზის სტანდარტი — ეს, პირველ რიგში, სულის და სხეულის ჰარმონიაა. სწორი კვება, იოგა და ბუნებრივი კოსმეტიკა — ეს არის წარმატების გასაღები.


დიდი ბრიტანეთი – «თავშეკავება» და «არისტოკრატულობა»image


ინგლისური სილამაზის სტანდარტის გადმოცემა ყველაზე უკეთესად, ამ სიტყვებით შეიძლება: «თავშეკავება» და «არისტოკრატულობა». მინიმალური მაკიაჟი, კომფორტული სამოსი, ღია ფერის კანი და ცოტა ჭორფლი, იმიჯზე ხასიათის დასამატებლად.

ავსტრალია – სპორტული და აქტიურიimage


ავსტრალიაში ყველაზე მთავარი ის არის, რომ გოგონა ბიკინებში კარგად გამოიყურებოდეს. სხვანაირად სილამაზე არ არსებობს. ეს ქვეყანა ათლეტური აღნაგობის, გარუჯული ლამაზმანების ცენტრად ითვლება. გასაკვირიც არ არის, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სანაპიროზე ან მის სიახლოვეს ცხოვრობს.


პოლონეთი სანდომიანიimage

პოლონეთში ლამაზების კატეგორიაში მოსახვედრად არ არის საჭირო სიმაღლე — 170 სმ. და ზევით, არც დიდი მკერდი და თეძოებია საჭირო. ამ ქვეყანაში, ყველაზე მეტად, სხეულის პროპორციული აღნაგობა და გრძელი თმა ფასობს.


სამხ. კორეა ღია ფერის კანიimage

შორი-შორს მდებარე დიდი მრგვალი თვალები და ძალიან ფერმკრთალი, «ფაიფურისებური» კანი — მთავარი პირობაა, რომ სამხრეთ კორეაში გოგონა სექსუალურად გამოიყურებოდეს. სილამაზის ამ სტანდარტებმა ის გამოიწვია, რომ ყოველი მეათე კორეელი ქალი პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ წვება, რომ თვალის ჭრილი გაიფართოოს და ის «უკეთესობისკენ» შეცვალოს. გარდა ამისა, ისინი სახის ოვალის ფორმასაც იცვლიან — ქვედა ნაწილში ივიწროებენ (იკეთებენ V-line-ს ოპერაციას, რაც ძვლების რეზექციას და კისრის ცხიმის მოცილებას ნიშნავს).


ირანი - დახვეწილი ცხვირით image


მკაცრი დრეს–კოდის მიუხედავად, ირანელი ქალბატონები ისევე განიცდიან თავიანთი გარეგნობის გამო, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის სუსტი სქესის წარმომადგენლები. შესაძლებელია, იმის გამო რომ, ისინი მთლიანად ქსოვილში არიან «გახვეულები», განსაკუთრებულ მზრუნველობას, სხეულის ერთადერთ ღიად დარჩენილ ნაწილისადმი — სახისადმი იჩენენ. მათ სურთ, რომ სახე იმდენად ლამაზი იყოს, რომ მის გარდა არაფერს ჰქონდეს მნიშვნელობა. ირანელი ქალბატონების აზრით, სილამაზის მთავარი მახასიათებელი — ლამაზი ცხვირია და ის იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს. ამიტომ, იქ, ყველაზე პოპულარული ოპერაცია რინოპლასტიკა არის. უკანასკნელი წლის მანძილზე, ცხვირის კორექციის 70 ათასზე მეტი ოპერაცია ჩატარდა ქვეყანაში.


აშშ - მაღალი, ქერა, სპორტული...image


ამერიკაში ძალიან ძნელია, სილამაზის რომელიმე ერთი სტანდარტის არჩევა, რადგან ამ ქვეყანაში ბევრი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათგანს სილამაზის საკუთარი სტანდარტი აქვთ. თუმცა რაღაც საერთო მაინც არსებობს, რასაც ამერიკელები სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ. მათი აზრით, ქალი უნდა იყოს: კარგი ან სპორტული აღნაგობის, მაღალი, დიდი მკერდით, კარგი რუჯით და დიდი თვალებით.


ბრაზილია – სუპერმოდელიimage


ბრაზილიაში ყველაზე მომხიბვლელებად ითვლებიან მაღალი და ქერა ქალები, ბრინჯაოსფერი კანით და ღია ფერის თვალებით. გარდა ამისა, ქალი იდეალურად მოვლილი უნდა იყოს: მანიკიური, პედიკიური, ცვილის ეპილაცია, მასაჟი და ა. შ.


პაკისტანი – ნამდვილი ფიფქიაimage


ეს არის ქვეყანა, რომელიც არასდროს ახსენდებათ, როდესაც ქალის სექსუალურობაზე საუბრობენ. არა და აუცილებლად უნდა გაიხსენონ, რადგან პაკისტანში ძალიან ბევრი ლამაზი ქალბატონი ცხოვრობს. სტანდარტები კი ასეთია: ღია, კრემისფერი ელფერის კანი, გრძელი შავი თმა, ცისფერი ან მწვანე თვალები.


ტაილანდი – ქალურიimage


ტაილანდი არ გამოირჩევა ორიგინალურობით: იქაც ღია ფერის კანის მქონე მომხიბვლელ გოგონებს ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომ, ქვეყანაში, ყველაზე დიდი მოთხოვნილება კანის გამათეთრებელ კრემებზე და შესაბამის პროცედურებზე არის. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტაილანდში, ღია ფერის კანი სიმდიდრის და მაღალი სოციალური მდგომარეობის ნიშნად ითვლება.


დანია – გოგონა-ბარბიimage


კიდევ ერთი ჩრდილოეთის ქვეყანა და იდეალური სილამაზის კიდევ ერთი სტანდარტი — «ბლონდ» სტილში. დანიელებს, ისევე როგორც შვედებს, მოსწონთ ღია ფერის თმა, მაგრამ ამავდროულად, მოსწონთ ღია ფონზე, კონტრასტული ფერების არსებობა, რაც თვალებზე შავი კონტურის შემოვლებაში და მუქი ფერის მაკიაჟში გამოიხატება.


სერბეთი დაწესებული სტანდარტების შესაბამისიimage

სერბეთში სექსუალურობის და მომხიბვლელობის ძალიან მკვეთრი სტანდარტები არის დაწესებული: ხორბლისფერი სახის კანი, ფუმფულა დიდი ტუჩები, პატარა ცხვირი, დიდი ცისფერი თვალები, გამხდარი და მაღალი ყვრიმალები და ლამაზი ტანი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები?

* რატომ არის სახიფათო სინათლე საძინებელში? (თუნდაც ის მბჟუტავი იყოს)

* თუ რამე გაწუხებთ, ეს ტესტი გაიარეთ. შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა იყოს

* სტილის და სილამაზის 9 გაკვეთილი ბრწყინვალე სოფი ლორენისგან

* ფაუნის სამყაროს ვარდისფერი წარმომადგენლები

* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნესის შესახებ



3
914
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
914
  
2022, 23 ნოემბერი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 ნოემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ნოემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3