x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)

ეს საუზმის 1 თვიანი პროგრამაა, რომლითაც «მკურნალობის» შედეგად, გაგიუმჯობესდებათ კანის სტრუქტურა (უფრო ელასტიკური გახდება), შეგეცვლებათ სახის ფერი, გაგიმაგრდებათ თმა და ფრჩხილები, წონაში საგრძნობლად დაიკლებთ...


და რაც ყველაზე მთავარია, გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!


image


ინგრედიენტები:


შვრიის ფანტელები — 5 ს. კ.
ანადუღარი ცივი წყალი — 5 ს. კ.
რძე — 1 ს. კ. (ან ნაღები — 1. ჩ. კ.)
თაფლი — 1 ჩ. კ.
ნიგოზი (ან თხილი) — 10 ლებანი (5 ც. კაკალი)


მომზადების და მიღების წესი: ძილის წინ, ფაიფურის პატარა თასში მოათავსეთ შვრიის ფანტელები და დაასხით ანადუღარი, ცივი წყალი (ამის გაკეთება დილითაც შეიძლება, ფანტელი 15-20 წუთით უნდა დაალბოთ) > დილით დაამატეთ რძე ან ნაღები, თაფლი, ნიგოზი ან თხილი > ყველაფერი კარგად შეურიეთ და მიირთვით (საფუძვლიანად დაღეჭეთ, ეს მნიშვნელოვანია!).


* ნაწლავების სკრაბის მიღება საჭიროა დილით, აუცილებლად უზმოზე. წყლის დაყოლება არ შეიძლება. სასურველია, თუ ფაფის მიღებამდე, 15-20 წუთით ადრე, 1-2 ჭიქა წყალს დალევთ.

* ფაფის მიღების შემდეგ, საუზმობა მხოლოდ 3 საათის შემდეგ შეიძლება. საუზმეზე ყველაფრის მირთმევა შეგიძლიათ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.


სკრაბის მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა ორგანიზმის მდგომარეობაზეა დამოკიდებული:


* თუ წონასთან დაკავშირებით, პრობლემა არა გაქვთ, ნაწლავების გასაწმენდად და ორგანიზმის წესრიგში მოსაყვანად, ფაფა კვირაში 2-ჯერ მიიღეთ.

* იმ შემთხვევაში კი, თუ ორგანიზმის გაწმენდასთან ერთად, წონაში დაკლებაც გსურთ, მაშინ ფაფა ყოველდღიურად, 1 თვის მანძილზე უნდა მიიღოთ! შემდეგ, 2 თვე დაისვენეთ და «მკურნალობა», კიდევ 1 თვით გააგრძელოთ.



image

არხის სხვა სიახლეები:


* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები?

* რატომ არის სახიფათო სინათლე საძინებელში? (თუნდაც ის მბჟუტავი იყოს)

* თუ რამე გაწუხებთ, ეს ტესტი გაიარეთ. შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა იყოს

* სტილის და სილამაზის 9 გაკვეთილი ბრწყინვალე სოფი ლორენისგან

* უფრო მეტი, ვიდრე ფოტო (15 ფოტოსურათი)

* ჭარბი ქოლესტერინი თუ გაწუხებთ, ეს უნდა იცოდეთ

* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნესის შესახებ



0
593
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0