x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რეცეპტი იმუნიტეტის გასაძლიერებლად. გრიპისაგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება!
image

«უკვდავების» ეს ელექსირი არა მარტო აძლიერებს იმუნიტეტს, არამედ სიცოცხლესაც ახანგრძლივებს, მინიმულ 10-12 წლით. ადამიანი ჯანმრთელობაზე და ორგანიზმის დამცავ, იმუნური სისტემის გაძლიერებაზე, სეზონის მიუხედავად, წლის ნებისმიერ დროს უნდა ზრუნავდეს. ხან ეს სასიცოცხლოდ აუცილებელიც კი არის. მაგ., ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. რა თქმა უნდა, აფთიაქში ყოველთვის შეიძლება ორგანიზმის გასაძლიერებელი საშუალებების შეძენა, მაგრამ, ჯერ ერთი – ის ძალიან ძვირი შეიძლება იყოს და ამასთან, მისი შემადგენლობის დეტალურად გაცნობის საშუალება არ გვექნება. ამიტომ, უფრო გონივრული იქნება, თუ ორგანიზმის ფუნქციების აღმდგენ საშუალებას, სახლის პირობებში, საკუთარი ხელით მოვამზადებთ. ამასთან, აფთიაქში შეძენილი პრეპარატისგან განსხვავებით, მისი შენახვა განუსაზღვრელი დროით შეიძლება, ხოლო ვიტამინების რაოდენობის მიხედვით, მას ბადალი ნამდვილად რომ არა აქვს.

ინგრედიენტები ელექსირის მოსამზადებლად:

  • ქიშმიში – 0, 5 კგ.
  • კურაგა – 0, 5 კგ.
  • ლეღვის ჩირი – 0, 5 კგ.
  • ქლიავის ჩირი (უკურკო) – 0, 5 კგ.
  • ლიმონი (ქერქიანად) – 1 ცალი
  • ნიგოზი – 300 გრ. + თაფლი – 0, 5 კგ.

I. გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ყველა ინგრედიენტი, დაამატეთ თაფლი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

II. მიღებული ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში, თავზე ჰერმეტულად დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

image

მიღების წესი: 1 ს.კ. – დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკის მიზნით.

ეს მოსამზადებლად ძალიან მარტივი რეცეპტია. მაგრამ, იმდენად მდიდარია მიკროელემენტებით და ვიტამინებით, რომ შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ის პოსტოპერაციულ პერიოდშია, ან ხანგრძლივი დიეტის გამო დასუსტებული არის.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageათწლეულების ჰიტი – წვენი რომელიც ავადმყოფობისგან გვიცავს და სამკურნალოდაც გამოიყენება

ეს ნამდვილი ბომბი არის! (ჯანმრთელობოს ელექსირი)


საოცარი სასმელი, 3–1-ში: მკურნალობა, ჯანმრთელობის აღდგენა და ჭარბი წონის მოცილება

მარტივი ტესტი, იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რომელი ვიტამინის ნაკლებობას განიცდის ორგანიზმი


3
6921
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6921
  
2017, 13 ოქტომბერი, 14:42
პირადი გამოცდილებით ვიცი,რომ ძალიან სასარგებლოა. მის შემდეგ გრიპი არ დამმართნია
2017, 13 ოქტომბერი, 12:59
სასარგებლო რომც არ იყოს, მაინც სიამოვნებით მივირთმევდი :)
2017, 13 ოქტომბერი, 11:21
უგემრიელესი რეცეპტია ))
0 1 3