x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერებმა მამაკაცი 411-დღიანი კორონაინფექციის შემდეგ განკურნეს

ადამიანი, რომელიც კორონავირუსით წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე იყო ავად, განკურნებულია. ბრიტანელმა მეცნიერებმა მისი შველა შეძლეს.


მამაკაცი კორონავირუსით ზუსტად 411 დღის მანძილზე გახლდათ ავად. მხოლოდ 411-დღიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ უჩვენა ტესტმა ნეგატიური პასუხი.


აღნიშნული შემთხვევა ჟურნალ Clinical Infectious Diseases-ში შეიტანეს. სტატიაში მეცნიერები დეტალურად აღწერენ, თუ როგორ შეძლეს ავადმყოფობის 13 თვის თავზე პაციენტის განკურნება, რა დროსაც მკვლევარები მამაკაცის სხეულში არსებული ვირუსის გენეტიკურ კოდს სწავლობდნენ, რათა მის წინააღმდეგ ეფექტური მედიკამენტისთვის მიეგნოთ.


საქმე იმაშია, რომ პაციენტს თირკმლის გადანერგვის გამო იმუნური სისტემა ჰქონდა დასუსტებული. მსგავს პაციენტებს თვეობით და ხანდახან წლობითაც კი უხდებათ კორონავირუსის ინფექციის ატანა. საბედნიეროდ, ეს ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა დაავადების მსგავსი სამწუხარო განვითარებისგან დაცული არავინაა.



დიდი ხნის მანძილზე კორონავირუსის ქონა ძალიან განსხვავდება როგორც Long Covid-ის, ასევე კორონავირუსით განმეორებით ინფიცირებისგან. როცა ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსი ქრონიკულად “სახლობს, ” სიმპტომები გაცილებით მძიმეა და პაციენტსაც სხვა ადამიანების დაინფიცირება მარტივად შეუძლია.


59 წლის პაციენტი, რომელიც კორონავირუსით 411 დღის მანძილზე იტანჯებოდა, 2020 წლის დეკემბერში დაინფიცირდა. მას კორონავირუსის B.1 ვარიანტი ჰქონდა, რის წინააღმდეგაც მეცნიერებმა შეძლეს ანტისხეულებით მკურნალობის წარმატებით დასრულება.


აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით 411-დღიანი ინფიცირება რეკორდული არ არის. 505 დღე კორონავირუსით სხეულში - ასეთია რეკორდი, რომელიც კვლავაც ბრიტანელმა პაცინტმა დაამყარა, რომელიც კოვიდისგან მიმდინარე წლის აპრილში განიკურნა.


კორონა

1
104
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
104
  
2022, 9 ნოემბერი, 0:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1