სხვა თუ რამე გაწუხებთ, ეს ტესტი გაიარეთ - შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა იყოს 2022, 7 ნოემბერი, 8:51 ვიტამინები სიცოცხლისათვის აუცილებელი მიკროელემენტებია, რომლებიც ადამიანს ესაჭიროება ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის, სილამაზის, ტვინის აქტიური მუშაობის და საერთოდ, სიცოცხლის ძალების შესანარჩუნებლად. გამოწიეთ ხელები წინ, ხელის გულებით ზემოთ და მოხარეთ ერთდროულად 4 თითი (ცერას გარდა) ისე, რომ სახსრები ხელის გულებსა და თითებს შორის, არ მოიხაროს, ანუ მხოლოდ ბოლო ორი სახსარი მოხარეთ, იქამდე, ვიდრე თითებით ხელის გულებს არ შეეხებით. * თუ ამ ვარჯიშის შესრულება არ შეგიძლიათ, სავარაუდოდ, ვიტამინი B6-ის დეფიციტს განიცდით. * პირიდან ცუდი სუნი, შესაძლებელია, B3 ვიტამინის ნაკლებობის ნიშანი იყოს. * სუსტი დარტყმის დროს გაჩენილი სისხლჩაქცევები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე არ გაიწოვება, C ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს. * ქრონიკული ყაბზობის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი — B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი არის. * თავბრუ და ყურებში ხმაურის შეგრძნება, B3 და E ვიტამინების და ასევე, მანგანუმის და კალიუმის ნაკლებობით შეიძლება იყოს გამოწვეული. * თვალის სიწითლე და სიბნელეში სწრაფად ადაპტირების უუნარობა — A და B2 ვიტამინების ნაკლებობაზე მეტყველებს. * ქერტლი იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ ორგანიზმი B12, B6, F ვიტამინების და სელენიუმის დეფიციტს განიცდის. * სუსტი და მტვრევადი თმა — В, F ვიტამინების და იოდის ნაკლებობაზე მიუთითებს. * თმის ცვენა, შესაძლებელია, B9, C, H ვიტამინების და ინოზიტის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. * უძილობის მიზეზი, შეიძლება, კალიუმის, კალციუმის და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობით იყოს გამოწვეული. * ხშირი სისხლდენა ცხვირიდან — C, K და В3 ვიტამინების ნაკლებობაზე მიუთითებს. * აკნე და წითელი ლაქები კისერზე — А და B ვიტამინების დეფიციტის ნიშანი არის. აქვე გთავაზობთ, ზოგიერთი ვიტამინების, დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტების ჩამონათვალს: A — ვიტამინი მხედველობის ორგანოებზე ახდენს დადებით ზეგავლენას, აუმჯობესებს კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობას, სუნთქვის ორგანოებს იცავს ანთებისგან. ნატურალური სახით, ეს ვიტამინი მწვანე და ყვითელი ფერის ბოსტნეულში, რძეში და კვერცხში. ყველაზე დიდი რაოდენობით ამ ვიტამინს ცხოველების ღვიძლი შეიცავს. B — ჯგუფის ვიტამინები საჭიროა ჩვენი გონებრივი მუშაობისთვის და საჭმლის მონელების სისტემისთვის. ამ ჯგუფის ვიტამინები შედის ხორბალში და ფქვილის ნაწარმებში, ასევე არაქისში, ღორის ხორცში, ბოსტნეულში და რძეში. B ჯგუფის ვიტამინებზე, უარყოფითად მოქმედებს თერმული დამუშავება და ბოსტნეულის მიღება საჭიროა უმი სახით. C — ვიტამინი, შეიძლება ითქვას, რომ ვიტამინების მეფეა. ის ძლიერი ანტიოქსიტადი და სტრესთან მებრძოლია. ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ასკილი. ბევრი არის ხილში და ბოსტნეულში, განსაკუთრებით, ციტრუსებში და ტკბილ წიწაკაში. D — ვიტამინი მზის საჩუქარია. ამ ვიტამინს, ჩვენი ორგანიზმი მზის სხივების დაცემისას გამოიმუშავებს, ხოლო პროდუქტებიდან, ის არის თევზის ქონში, ქორჭილაში, სარდინში, თინუსში და ორაგულში. აღნიშნული ვიტამინი, ადამიანის ორგანიზმში, ძვლებს ამაგრებს. E — ვიტამინი გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ის შეუცვლელია ქალებისთვის. ამ ვიტამინს ყველა მცენარეული ზეთი შეიცავს, მაგრამ არ უხდება თერმული დამუშავება. მაღალ ტემპერატურაზე E ვიტამინი იშლება. არხის სხვა სიახლეები:* უფრო მეტი, ვიდრე ფოტო (15 ფოტოსურათი)* უძველესი ცივილიზაცია, რომლის შესახებ მეცნიერები საუბარს ერიდებიან* ჭარბი ქოლესტერინი თუ გაწუხებთ, ეს უნდა იცოდეთ* "არამკითხე მოამბე..." – უნდა ჩავერიოთ სხვის საქმეში?* "გალაქტიკური ციხე", ანუ მტკიცებულება, რომ "ადამიანები დედამიწიდან არ არიან"* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნეს შესახებ* ადამიანი ღორის გულით* 15 საინტერესო ფაქტი სხვადასხვა სფეროდან
1199 2-ს მოსწონს
|