x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
ადამიანი ღორის გულით

მერილენდის უნივერსიტეტის ექიმებმა მომაკვდავ მამაკაცს, მძიმე არითმიით, ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს. იმისთვის რომ ორგანოს იმუნოგენურობა შეემცირებინათ, ექიმებმა ცხოველის ათი გენის რედაქტირება მოახდინეს. ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ, გული კარგად ფუნქციონირებდა და ორგანიზმის მიერ, მისი უარყოფის არანაირი ნიშნები არ აღინიშნებოდა.


imageქირურგი ბარტლი გრიფიტი და მისი პაციენტი დევიდ ბენეტი


ორგანოების გადანერგვა, ერთი ადამიანიდან მეორეზე, იმის გამო, რომ ადამიანები ყოველთვის იმუნოლოგიურად თავსებადი არ არიან, ადვილი არ არის. ექიმებს ზოგჯერ, თვეებით უწევთ ლოდინი, შესაფერისი დონორის მოსაძებნად. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება ცხოველის ორგანოებთან დაკავშირებით. თუმცა, თეორიულად, ცხოველების ორგანოებს ბევრი ადამიანის გადარჩენა შეუძლია. თუნდაც, იმ პაციენტების, რომლებიც ტრანსპლანტაციის თავის რიგს, შეიძლება, ვერც მოესწრონ.
ცხოველის ორგანოების ორგანიზმისთვის მიღების შანსების გასაზრდელად, მეცნიერები ცდილობენ მათი ქსოვილები შეცვლას და იმუნოგენურობის შემცირებას. მაგ., უჯრედებს ზედაპირიდან, ნახშირწყლების ალფა-გალაქტოზას აცილებენ, რაც უჩვეულოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
2021 ოქტომბერში ნიუ-იორკელმა ექიმებმა ქალს, რომელიც აპარატზე იყო შეერთებული და მისი თავის ტვინის სიკვდილი დადასტურებული იყო, ამ გზით, ღორის მოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს. ექიმები მას სამი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ და გადანერგილი ორგანოს უარყოფის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.
ახლა მათი კოლეგები, მერილენდის უნივერსიტეტის კლინიკიდან, კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ღორის გული, გულის ტერმინალური დაავადების მქონე ადამიანს გადაუნერგეს. ექიმებმა გამოიყენეს ღორი, რომელსაც მხოლოდ იმუნოგენური მოლეკულების კოდირების გენები კი არ ჰქონდა გამორთული, არამედ, მის გენომში დამატებით ექვსი გენიც იყო შეტანილი, რომელიც იმუნურ ტოლერანტობაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ცხოველში დაიბლოკეს გენი, რამაც შეიძლება გულის ქსოვილის გადაჭარბებული ზრდის პროვოცირება გამოიწვიოს. საერთო ჯამში, მათ ათი გენი კორექტირება მოახდინეს.
57 დევიდ ბენეტი, რომელიც ღორის გულის რეციპიენტი გახდა, ადამიანისგან დონორის ორგანოს მიღებაზე უარი ეთქვა (ექიმები ამის მიზეზებს არ ასახელებენ). ამიტომ, ექსპერიმენტულ ოპერაციაში მონაწილეობა, მისთვის გადარჩენის ბოლო შანსი იყო. ტრანსპლანტაციამდე ექვსი კვირით ადრე, ის სიცოცხლისთვის საშიში არითმიით, საავადმყოფოში გადაიყვანეს და აპარატზე შეაერთეს, რომელიც სისხლს ჟანგბადით ამარაგებდა.
ოპერაციამ 7 სთ. გასტანა და წარმატებით დასრულდა. გადანერგვიდან, სამი დღის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა – ახალი გული თავის ფუნქციას ასრულებდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ექიმები ამბობდნენ, რომ წარმატებაზე საუბარი, ჯერ ნაადრევი იყო...

დევიდ ბენეტი ოპერაციიდან, რომელიც მეცნიერთა მრავალწლიანი კვლევის შედეგი იყო და შესაძლოა, გამოსავალი ყოფილიყო დონორი ორგანოების კრიტიკული დეფიციტისთვის მთელს მსოფლიოში, 2 თვის შემდეგ გარდაიცვალა.

"მან თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა და კეთილშობილმა პაციენტმა, ის ბოლომდე იბრძოდა", – განაცხადა ქირურგმა ბარტლი გრიფიტმა.

თუმცა, ეს დასასრული არ არის... კვლევები ამ მიმართულებით, ისევ გრძელდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "გალაქტიკური ციხე", ანუ მტკიცებულება, რომ "ადამიანები დედამიწიდან არ არიან"

* ეგვიპტის მიწისქვეშეთის ოქროს პირამიდები

* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნეს შესახებ

* 15 საინტერესო ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

* სად და რატომ გაქრნენ შუმერები?

* კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ

* იშვიათი სახეობის ცხოველების ფოტოები, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის



0
296
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0