x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 საკვები, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას ვნებს - ეცადეთ, არ მიირთვათ!
image

თუ გინდათ, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ჯობს ეს საკვები საერთოდ არ მიირთვათ.


image


1. წმინდად დაფქული ფქვილი.


მიუხედავად იმისა, რომ წმინდად დაფქული უფრო ლამაზად გამოიყურება და უკიდურესად გათეთრებულია, უნდა იცოდეთ, რომ სწორედ ასეთ ფქვილს დაკარგული აქვს ყველა სასარგებლო თვისება.

ვიტამინებისა და მიკროელემენტებისგან დაცლილია. მათ ნაცვლად კი ფუნთუშეულის დამზადებისას იხმარება ხელოვნური ვიტამინები, რაც გულ-სისხლძარღვღა დაავადებებისთვის მავნებელია, ამიტომ მოერიდეთ გარეთ პურ-ფუნთუშეულის ჭამას და როცა იყიდით ფქვილს, ჯობს, მსხვილად დაფქული იყიდოთ.




2. თეთრი, გაპრიალებული ბრინჯი.

ჯანსაღი კვებისას ასეთი ბრინჯი სრულიად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. გათეთრების პროცესში ბრინჯიდან იკარგება ყველა ის ღირებული ვიტამინი და მიკროელემენტი, რომელიც საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის.

ჯობს საკვებად გამოვიყენოთ მხოლოდ ყავისფერი ბრინჯი.




3. შაქარი - როგორც ვიცით, შაქარი მზადდება შაქრის ჭარხლისა და შაქრის ლერწმისაგან. ტვინის ძირითადი საკვები კი შაქარია, მაგრამ არა საწარმოში დამზადებული, არამედ გლუკოზა - ყურძნის შაქარი.




4. სწრაფად მოსამზადებელი სუპები და მისი არომატები, ძალიან საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის, თუ მათ ყოველდღიურად მოიხმართ. რეგულარულად მათი გამოყენება იწვევს სიმსივნურ დაავადებებს.



5. ხორცის ნაწარმი – საუბარია ისეთ ნაწარმზე, რომლებიც დამუშავებულია სხვადასხვა სანელებლებით. რომ არაფერი ვთქვათ კონსერვანტებზე და საღებავებზე, ასე დამუშავებული ხორცი ინახება ძალიან დიდხანს და არ გვაძლევს ინფორმაციას, როდინდელია ანდა ვარგისიანია თუ არა საჭმელად.

ამიტომ უნდა მოერიდოთ და გირჩევთ, გაყინული ხორცითაც ნუ მოამზადებთ საჭმელს!




გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
1149
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0