x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136041
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
რატომ წერენ ებრაელები და არაბები მარჯვნიდან მარცხნივ, დანარჩენი მსოფლიო კი - პირიქით

image


ოდესმე თუ დაფიქრებულხართ იმის შესახებ, რატომ განსხვავდება არაბული და ებრაული დამწერლობა ჩვენგან ასე რადიკალურად? თურმე მიზეზი თქვენ წარმოიდგინეთ და საკმაოდ მარტივია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ებრაული და არაბული დამწერლობა ძველი ბაბილონური ლურსმული დამწერლობის საფუძველზე წარმოიშვა, ხოლო დამწერლობის დასავლური ტრადიცია კი - ძველი ეგვიპტური პაპირუსის დამწერლობისგან.


image


დღევანდელ სტატიაში დეტალურად აგიხსნით მათ შორის არსებულ გასნხვავებებს და ასევე იმასაც თუ რატომ მოახდინა მან ასეთი დიდი გავლენა დამწერლობაზე. ჩართეთ წარმოსახვა და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშე პაპირუსია, ხელში კი თხელი დანა, სტილუსი გიპყრიათ. იეროგლიფებს მარჯვენა ხელით გამოსახავთ, ნაწერი რჩება მარცხნივ და ტექსტსაც ხედავთ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თქვენთვის მოსახერხებელია მარცხნიდან მარჯვნივ წერა.


image


ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშეა ქვა, ჩაქუჩი და საჭრისი - ჩაქუჩი მარჯვენა ხელში გაქვთ, საჭრისი კი მარცხენაში. ახლა კი, როცა ლურსმული ფორმის იეროგლიფებს კვეთთ, მარცხენა მხარეს დაწერილი ყველაფერი მარცხენა ხელით იმალება, შესაბამისად, გაცილებით მოსახერხებელია სიტყვების მარჯვენა მხარეს განთავსება, რათა დაწერილი ტექსტი თვალსაჩინო იყოს.


image


ბუმბულისა თუ კალმის გაჩენას დამწერლობა არ შეუცვლია, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში დამწერლობის წესები უკვე ჩამოყალიბებული იყო, ასე გადაწყდა რომ ყველაფერი უწინდებურად დარჩენილიყო.






0
231
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
231