x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"არამკითხე მოამბე..." – უნდა ჩავერიოთ სხვის საქმეში?

მსოფლიოში, რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ყოველთვის იციან (ან ფიქრობენ, რომ იციან), თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ამა, თუ იმ სიტუაციაში. მაგრამ, უმრავლესობა ეჭვებით იტანჯება და კონკრეტულად შექმნილ სიტუაციაში ფიქრობს: საჭიროა თუ არა სხვის საქმეში ჩარევა? და ამ დახმარებით, სხვას უფრო მეტად ხომ არ დააზარალებენ, ან თავად ხომ არ დაზარალდებიან?
უსათუოდ, ბევრი რამ, სხვადასხვა ნიუანსზე არის დამოკიდებული, რომლის გათვალისწინება, გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია. მაგრამ, ალბათ, ყველა ადამიანს, შინაგანად, – თეორიულ დონეზე, უკვე აქვს პასუხი სტატიის სათაურში დასმულ კითხვაზე.


image


სიტუაცია №1. სათაგური


ერთხელ თაგვმა შეამჩნია, რომ ფერმერმა, ფერმაში, სათაგური დადო. მან ამის შესახებ, მოუყვა ქათამს, ცხვარს და ძროხას. მაგრამ, თითოეულმა მათგანმა უპასუხა: «სათაგური – შენი პრობლემაა, ჩვენთან მას არაფერი აქვს საერთო!»
მოგვიანებით, სათაგურში გველი მოხვდა და ფერმერის ცოლს უკბინა.
ავადმყოფი ცოლისთვის, ფერმერმა ქათმის სუპი მოამზადებინა. შემდეგ, დაკლა ცხვარი, ავადმყოფი ცოლის სანახავად, მოსულ მნახველებს რომ გამასპინძლებოდა და ბოლოს, ძროხაც დაკლა, რომ ცოლი, უკანასკნელ გზაზე, ღირსეულად გაეცილებინა...
და მთელი ამ ხნის მანძილზე, ყოველივე ამას, თაგვი, კედელში გაკეთებული ნახვრეტიდან ადევნებდა თვალს და ისეთ რაღაცაზე ფიქრობდა, რომელსაც არავისთან, არანაირი შეხება არა ჰქონდა.


სიტუაცია №2. არამკითხე მოამბე...


ფერმაში ცხენი გახდა ავად. ვეტერინარმა ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:
– დილით თუ არ ადგება, მისი დაძინება (მოკვლა ინიექციით) მოგვიწევს.
დილით ცხენი არ ადგა. მას გვერდით ცხვარი მიუწვა.
ფერმერი და ვეტექიმი მივიდნენ და ცხვარმა ცხენს უთხრა:
– ადექი, თორემ მოკვდები!
და ცხენი ადგა.
ხოლო, მისი გადარჩენით, გახარებულმა ფერმერმა წამოიძახა:
– ეს საოცრებაა! ეს უნდა აღვნიშნოთ! ასეთი შემთხვევის გამო, ჩვენ ცხვარს დავკლავთ! – წამოიძახა მან.


მორალი: ნუ ჩაერევით სხვის საქმეში. მაგრამ, არც სათაგურის ისტორია დაივიწყოთ.


image


არხის სხვა სიახლეები:


* "გალაქტიკური ციხე", ანუ მტკიცებულება, რომ "ადამიანები დედამიწიდან არ არიან"

* ეგვიპტის მიწისქვეშეთის ოქროს პირამიდები

* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნეს შესახებ

* ადამიანი ღორის გულით

* 15 საინტერესო ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

* სად და რატომ გაქრნენ შუმერები?

* კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ

* იშვიათი სახეობის ცხოველების ფოტოები, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის


0
275
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0