x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
15 საინტერესო ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

image


საჰარის უდაბნოს მხოლოდ მეოთხედია ქვიშით დაფარული — მისი უმეტესი ნაწილი კენჭოვანი ლანდშაფტია.


ინგლისური ანბან A — თი იწყება, მაგრამ თვლის დროს, ეს ასო–ბგერა, 1 000–მდე, საჭირო არ არის.


ძაღლები, მათთვის სასიამოვნო სუნს მარცხენა ნესტოთი შეიგრძნობენ, ხოლო სახიფათოს და არასასიამოვნოს — მარჯვენა ნესტოთი.


ყველაზე გრძელი ენა პლანეტაზე ჟირაფს აქვს — მისი ენა, დაახლოებით 50 სმ–ია.


აშშ–ს ტერიტორიაზე, მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც McDonald’s–ის არცერთი ობიექტი არ არის. ეს ქ. მონპილიეა (ვერმონტის შტატი).


imageდადგენილია, რომ ყოველ ზაფხულს, ეიფელის კოშკი, 508 მილიმეტრით იზრდება. ეს სითბოზე, ლითონის გაფართოების თვისებით არის გამოწვეული.


ანანასის დატკბობა, მარილით შეიძლება. საქმე იმაშია, რომ მარილს საკვებში სიმწარის შემცირება შეუძლია. ამიტომ, ანანას სიტკბო სიმწარის შემცირების ხარჯზე ემატება და არა იმიტომ, რომ მასში სიტკბო გაიზარდა.


თუ ფულის ხარჯვა სხვადასხვა ლატარიებში მოგწონთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს სტატისტიკა: ლატარიაში დიდი მოგების შანსი, 1 – 200 მილიონზეა არის. ასე, რომ, თუ მორიგ ჯერზე, ბილეთის ყიდვას გადაწყვეტთ, ეს ინფორმაცია გაიხსენეთ.

პირველი სატრანსპორტო საშუალება, 1885 წელს კარლ ბენცმა გამოიგონა. მის მიერ შექმნილ ავტომობილს ყველა ის ელემენტი ჰქონდა, რაც თანამედროვე ავტომობილს აქვს: ბენზინზე მომუშავე ძრავა, ბორბლები, სალონი, საჭე, მუხრუჭები და გადაცემის კოლოფი.


ჩვენს სხეულზე, მთელი ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ ორი ადგილი იზრდება. ეს — ყური და ცხვირი არის.


imageბანანის ნაყოფი თავდაყირა იზრდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თავიდან, ყველაფერი ისე არის, როგორც უნდა იყოს. მაგრამ, როდესაც ყვავილობა სრულდება, უკვე ჩამოყალიბებული ნაყოფი მზისკენ ბრუნდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ბანანს ბუმერანგის მაგვარი ფორმა აქვს.


«ფრანგულ კოცნას», თავად ფრანგები — «ინგლისურს» ეძახიან.


სისულელედ ჟღერს, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა: ადამიანის გენეტიკური კოდის მსგავსება ბანანის გენეტიკურ კოდთან — 60 %–ია! ასე, რომ, ჩვენ და ბანანი, თითქმის, ნათესავები ვართ.


არქიტექტორმა და ცნობილი თავსატეხის — «რუბიკის კუბის» შემქმნელმა ერნო რუბიკმა, ერთხელ, ჟურნალისტებთან აღიარა, რომ თავის გამოგონებას, მისი შექმნის შემდეგ, თითქმის მთელი თვე აწყობდა. ამჟამად, ამ პოპულარული თავსატეხის აწყობის რეკორდი ოთხი წამია.


ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ტყუპები, შეიძლება, თითქმის სამი თვის ინტერვალით დაიბადონ! 2012 წელს ამერიკელ მარია ჯონოს–ელიოტს მშობიარობა, ვადაზე, 4 თვით ადრე დაეწყო. ექიმებმა პირველი ბავშვი მიიღეს... მეორემ კი, საშვილოსნოში დარჩენა გადაწყვიტა, იქ 87 დღე გაატარა და მხოლოდ შემდეგ მოევლინა ამ ქვეყანას.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "გალაქტიკური ციხე", ანუ მტკიცებულება, რომ "ადამიანები დედამიწიდან არ არიან"

* ეგვიპტის მიწისქვეშეთის ოქროს პირამიდები

* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნეს შესახებ

* ის, რაც ჩვენს თავს ხდება... – ბედი, კანონზომიერება, თუ შემთხვევითობა?

* სად და რატომ გაქრნენ შუმერები?

* რატომ სძულდათ ლუი დე ფიუნესი მეზობლებს?

* კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ

* იშვიათი სახეობის ცხოველების ფოტოები, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის



0
532
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
532
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0