x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: ფუტკართა ნაყარს ატმოსფეროში ელექტრობის წარმოქმნა შეუძლია
ინგლისში ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ ფუტკრების და სხვა მწერების ნაყარებს ისევე შეუძლიათ ატმოსფეროს დამუხტვა ელექტროენერგიით, როგორც საავდრო ღრუბლებს. გაირკვა ასევე ისიც, რომ ელექტრობა ფუტკრებს ნექტრის პოვნაში ეხმარება.


მაგნიტური ველის გარდა დედამიწას ელექტრული ველიც გააჩნია. გლობალურად თუ განვიხილავთ, დედამიწის ზედაპირი ნეგატიურად არის დამუხტული, ხოლო იონოსფერო, რომელიც 60 კილომეტრის სიმაღლიდან იწყება - დადებითად. ბუნების ისეთ მოვლენებს კი, როგორებიცაა ღრუბელთა წარმოქმნა და მეხის გაჩენა, ამ წონასწორობაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.


ზოგჯერ მეცნიერები, რომლებიც ატმოსფერულ ელექტრობას ზომავენ, ანომალიებს პოულობენ. სწორედ ამგვარად, ერთ მშვენიერ დღეს ინგლისელი მეცნიერების გუნდმა იპოვა გასაღები იმისა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ატმოსფერული ანომალიების გამომწვევი მიზეზი. მათი კვლევა ჟურნალ iScience-ში გამოქვეყნდა. “ჩვენი კვლევით ვაჩვენეთ, რომ ბიოლოგიური ფაქტორების გავლენა აუცილებლად გასათვალისწინებელია, ” - განაცხადა ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორმა ლიამ ო’რეილიმ. სწორედ მან და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს ფუტკრების გუნდის გავლენა ელექტრობის გაჩენაზე ატმოსფეროში.


ხანდახან ხდება, რომ დედა ფუტკარი 12, 000-მდე მუშა ფუტკართან ერთად სკას ტოვებს და ახალი საცხოვრებლის საძებრად მიემგზავრება. ამას მეფუტკრეების ენაზე ნაყარი ეწოდება. ბრიტანელმა მკვლევარებმა სწორედ მსგავსი ნაყარი გამოიკვლიეს.



მაგრამ მაინც როგორ ჩნდება მსგავსი ელექტრობა?


მეცნიერების აზრით მცირე ძალის ელექტრული მუხტები ფუტკრების ფრთების ჰაერთან ხახუნის შედეგად წარმოიქმნება. მეორე ჰიპოთეზა ამბობს, რომ მუხტების წარმოქმნის მიზეზი ფუტკრების მტვრის მცირე ნაწილაკებთან შეჯახებაა.


ეს ელექტრობა ეხმარება ფუტკრებს ნექტრის მოძიების პროცესში, რადგან მწერები თავად დადებითად არიან დამუხტულები, ხოლო თითოეული ყვავილი, ისევე, როგორც დედამიწის ზედაპირი - პოზიტიურად. როცა ფუტკარი ყვავილზე ჯდება, ხდება ელექტრული მუხტების გაცვლა და ყვავილის მუხტი დროის მცირე მონაკვეთში იცვლება. სწორედ ყვავილის დადებითი მუხტი ატყობინებს იმ ფუტკარს, რომელიც ნექტრის დასამზადებლად ყვავილს ეძებს, რომ მცენარე ცოტა ხნის წინ სხვა ფუტკარმა მოინახულა და ამიტომ მასთან მიახლოება არ ღირს.


ამგვარად იცილებს თავიდან ფუტკარი - ეს მართლაც უნიკალური და გასაოცარი მწერი, ძალების ფუჭ ხარჯვას და მხოლოდ იმ ყვავილების მონახულებას ახდენს, რომლებიც სასარგებლო ნექტრით არის სავსე.


ფუტკრები

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0