x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
15 წლის გოგონა Covid-19-მა მოკლა იმ დღეს, როდესაც აცრა უნდა გაეკეთებინა
image

15 წლის გოგონა გარდაიცვალა იმ დღეს, როდესაც უნდა გაეკეთებინა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა; ვირუსით დაინფიცირების შემდეგ მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა გულის "უკიდურესად იშვიათი"დაავადების გამო, რომელიც კოვიდმა გამოიწვია.


ექიმების გასაკვირად 15 წლის ჯორჯა ჰალიდეი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა კოვიდით გამოწვეული მიოკარდიტით ანუ გულის კუნთის ანთებით.


დამწყები მუსიკოსი - "ჯანმრთელი" გოგონა - უჩიოდა ტკივილს, როდესაც მას Covid-19 -მა დაუტოვა, მაგრამ სხვაგვარად "კომფორტულად" იყო სახლში.


image

შემდეგ, 28 სექტემბერს, იმ დღეს, როდესაც მას უნდა გაეკეთებინა Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა, მისმა შეშფოთებულმა დედამ ტრეისიმ სკოლის მოსწავლე ექიმთან მიიყვანა, რადგან გოგონას სიმპტომები გაუარესდა და იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.


დედოფალ ალექსანდრას ჰოსპიტალში, პორტსმუთში, ჰემფშირში, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა იმდენად სწრაფად და დამღუპველად გაუარესდა, რომ მისმა ექიმმა თქვა: "არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ სავარაუდოდ ეს იყო სიტუაცია, რომელსაც ვერავინ გადაურჩებოდა".


გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯორჯას აწუხებდა "მძიმე" მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება - გამოწვეული Covid-19-ით.


ბავშვებში კოვიდ მიოკარდიტი "უკიდურესად იშვიათია" და ჯორჯას მდგომარეობა იმდენად უნიკალური იყო, რომ ექიმებმა, რომლებიც მკურნალობდნენ ჯორჯას, თქვეს, რომ ის იყო "ერთადერთი ბავშვი და მსგავსი ადრე არ შეხვედრიათ".



ჯორჯას გამოძიების შემდეგ პორტსმუთის სასამართლოში საუბრისას, 41 წლის ქალბატონმა ჰალიდეიმ, განაცხადა, რომ ის მუდმივად სვამს კითხვას, ცოცხალი იქნებოდა თუ არა მისი ქალიშვილი, თუ ვაქცინაციას უფრო ადრე გაიკეთებდა?


გოგონა 23 სექტემბერს ღამით ცუდად გახდა.


ქალბატონმა ჰოლიდეიმ თქვა: "დილის 3:40 საათზე მქონდა შეტყობინება მისგან, რომელშიც ეწერა "დედა"... მან თქვა, რომ მთელი ღამე ტკივილი აწუხებდა და ვერ იძინებდა."

1
45
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
45
  
2022, 2 ნოემბერი, 1:06
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1