x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
"გადატრიალება" საქათმეში

ეს ამბავი აპუანის ალპების ერთ–ერთ ფერმაში მოხდა. ერთ დღეს, მას თავს მელა დაესხა და ჩრდილოეთ იტალიის დასახლებაში, ისეთი რამე მოხდა, რისი ახსნა მეცნიერებსაც კი არ შეუძლიათ... ფერმაზე თავდასხმისას, მტაცებელმა თითქმის ყველა ქათამი შეიწირა — გადარჩა მხოლოდ 2: ჯანი და ჯორჯინა. გადატანილი სტრესის შედეგად, ორივე ფრინველმა სქესი შეიცვალა. ჯორჯინამ ყივილი დაიწყო, ხოლო ჯანმა კაკანი და კრუხად დაჯდომაც კი სცადა. მოკლედ, რომ ვთქვათ, იტალიაში «სექს–გადატრიალება» მოხდა.


image


ადგილობრივი მამლის მიერ, დამოუკიდებლად, სქესი შეცვლის შემთხვევით, იტალიელი ბიოლოგები და ზოოლოგები დაინტერესდნენ და ტოსკანას ფერმაში სპეციალისტების მთელი ჯგუფი ჩავიდა. მეცნიერებმა კვერცხის მდებელ მამალს დნმ–ის ანალიზი აუღეს, იმის დადგენა, თუ რამ აიძულა ის, რომ დედლად გადაქცეულიყო.

და როგორც ექსპერტები ამბობენ, ასეთი რამ ბუნებაში ხდება:

— მაგრამ, ადრე, სქესის შეცვლაში მხოლოდ თევზის ზოგიერთი სახეობები, კრევეტები და უხერხემლოები იყვნენ შემჩნეულები;

— სქესის შეცვლა — გადარჩენის მექანიზმია, რომელიც ამ საოცარმა მამალმა გამოიყენა.

მსგავს ფენომენს ბიოლოგები და ზოოლოგები თანმიმდევრულ ჰერმაფროდიტიზმს უწოდებენ. მაგრამ, მათი თქმით, ფრინველებს შორის, ეს ძალიან იშვიათად ხდება.

ფერმის პატრონმა კი აღნიშნა, რომ ის მთელი ცხოვრება მეფრინველეობას მისდევს და მის პრაქტიკაში, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მსგავსი რამ, სხვისგანაც არ სმენია:

— ჯორჯინა ნორმალური ქათამი იყო და კვერცხსაც კარგად დებდა. თუმცა, სხვა ქათმებისგან ომით გამორჩეოდა, რომ მისი ფეხები ბუმბულით უფრო მეტად იყო დაფარული, ვიდრე ეს, იმავე ჯიშის, სხვა ქათმებს ჰქონდათ. იმ შემთხვევის შემდეგ კი, თანდათანობით ბიბილოც გაეზარდა, კვერცხის დება შეწყვიტა და მზის ამოსვლას ყივილით ეგებება. მოკლედ, ჯორჯიანა, ჯორჯად იქცა და ვფიქრობ, რომ თავისი ახალი ცხოვრებით, კმაყოფილი უნდა იყოს...

ამ შემთხვევით ბრიტანეთის მეფრინველეობის კლუბის სპეციალისტებიც დაინტერესდნენ და მათი განცხადებით: «როდესაც ქათმის საკვერცხე ზიანდება, ტესტოსტერონის დონე მკვეთრად იზრდება, რაც თავის მხრივ, დიდი რაოდენობის ჰორმონების გამოყოფას იწვევს. მაშინ ქათამს ბიბილო ეზრდება, ხდება კუდის ბუმბულის და ხმის შეცვლა. მაგრამ, ტრანსგენდერ ქათმებს გამრავლების უნარი არ გააჩნიათ. ასე, რომ, ამ ყველაფრის მიზეზი — ჰორმონებია».


P.S. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი 500 წლის წინაც ჰქონდა: 1974 წელს ქ. ბაზელის (შვეიცარია) სასამართლომ გამოასწორა შეცდომა, რომელიც ამავე სასამართლომ, 500 წლის წინ დაუშვა: გაამართლა უდანაშაულო ბრალდებული, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

1474 წელს, ქ. ბაზელში სასამართლო პროცესი ჩატარდა, რომელზეც განსასჯელის სკამზე იჯდა… მამალი. ბრალდებულს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ მან კვერცხი დადო, რაც თავის მხრივ, მის ბნელ ძალებთან კავშირის მტკიცებულება იყო. ამის გამო, მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს – კოცონზე დაწვით და განაჩენი სისრულეში, უამრავი ადამიანის თანდასწრებით მოიყვანეს. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ალენ დელონი: "ძაღლები ავადმყოფ ბავშვებს მახსენებენ"

* ის, რაც ჩვენს თავს ხდება... – ბედი, კანონზომიერება, თუ შემთხვევითობა?

* სად და რატომ გაქრნენ შუმერები?

* რატომ სძულდათ ლუი დე ფიუნესი მეზობლებს?

* კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ

* ჯანმრთელი ადამიანის სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი

* ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო

* არტეფაქტი, რომელიც მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს



0
396
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0