x
image
ალექსანდრე ლექსო
პალატის არასწორმა განლაგებამ ავადმყოფის სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს
image
გადარჩება თუ არა ადამიანი მძიმე ოპერაციის შემდეგ დიდად ყოფილა დამოკიდებული თუ რომელ პალატაში მოათავსებენ.


მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თავისი მიგნების შესახებ განაცხადეს სან დიეგოში, ამერიკის კოლეჯთა ქირურგების ყოველწლიურ შეკრებაზე.კვლევაში ავტორებმა გამოიყენეს მონაცემები 4000 პაციენტის ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ 13 სხვადასხვა სახის მაღალი რისკის ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის თირკმლის ტრანსპლანტაცია, პანკრეასის ან მსხვილი ნაწლავის მოცილება.



პაციენტების ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის და საავადმყოფოში პალატების განლაგების შედარებამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელ პალატაში მოათავსებენ ავადმყოფს ოპერაციის შემდეგ. ყველას ჯობია პალატები იყოს ერთადგილიანი და ახლოს იყოს მედდების პუნქტებთან, უფრო უკეთესია თუ ექთნები ხედავენ თუ რა ხდება პალატაში.


იმ ოთახებში, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ ამ ორ პირობას, 50%-ით მეტი იყო გარდაცვალების ალბათობა.



კვლევამ აჩვენა, რომ ორსაწოლიანი ოთახი ზრდის ქირურგიული პაციენტის გარდაცვალების რისკს 35%-ით, ხოლო ადამიანებისთვის, რომლებიც მოთავსებულნი არიან მედპუნქტიდან მოშორებით მდებარე ოთახებში, სიკვდილის რისკი 36%-ით იზრდება. მეცნიერები გაოცებულები დარჩნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ გამოცდილმა ექთნებმა უკვე იცოდნენ ამის შესახებ, ამიტომ ექთნები ცდილობდნენ, რომ განსაკუთრებით მძიმე პაციენტები მათთან ახლო მდებარე პალატებში მოეთავსებინათ.


ავადმყოფზე კარგად მოქმედებს ლამაზი ხედიც პალატის ფანჯრიდან.


კავშირი გადარჩენის შანსებსა და პალატის მდებარეობას შორის შენარჩუნდა მას შემდეგაც, რაც მკვლევარებმა გააკონტროლეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ქირურგიული პროცედურა და პაციენტის ავადმყოფობის სიმძიმე ოპერაციამდე.



მეცნიერთა შრომა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ახალი საავადმყოფოების მშენებლობის დროს.



1
68
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
68
  
2022, 22 ოქტომბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1