x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რატომ არიან შავი ხვრელები სამყაროს ყველაზე საშინელი წარმონაქმნები?
შავი ხვრელი - ეს არის რეგიონი კოსმოსში, სადაც გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ მას ვერაფერი აღწევს თავს. შავი ხვრელის გრავიტაცია აკავებს თვით სინათლის ფოტონსაც კი, რომელიც მოძრაობს 300, 000 კმ/წმ-მდე სისწრაფით და გამოირჩევა წარმოუდგენლად დაბალი წონით.


შავი ხვრელების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. 2020 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ნახევარი როჯერ პენროზს იმ მათემატიკური შრომისთვის მიენიჭა, რომლის მეშვეობით მეცნიერმა დაამტკიცა, რომ შავი ხვრელი - ეს არის აინშტაინის გრავიტაციის თეორიის გარდაუვალი შედეგი. ნობელის პრემიის მეორე ნაწილი ანდრეა გეზს და რაინჰარდ გენზელს გადაეცათ, რომლებმაც დაასაბუთეს, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში გიგანტური შავი ხვრელი არსებობს.


შავი


გალაქტიკების შუაგულში არსებული შავი ხვრელები ძირითადად არააქტიურები არიან, თუმცა იმ პერიოდში, როცა ისინი გარემომცველ გაზს და ვარსკვლავებს ნთქავენ, მატერია მათ ირგვლივ ნათებას იწყებს, რომლის შუქი მთელ გალაქტიკას მოიცავს.



გალაქტიკას, რომლის შუაგულშიც შავი ხვრელი აქტიურდება, კვაზარი ეწოდება.


როგორ იბადება შავი ხვრელი?


მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი თავის ბირთვულ საწვავს ამოწურავს, მისი გული გრავიტაციულ კოლაფსს განიცდის და აღწევს მატერიის ყველაზე შეკუმშულ მდგომარეობას, რომლის სიმკვრივე ატომის ბირთვის სიმკვრივეს 100-ჯერ აჭარბებს.


უშუალოდ შავი ხვრელის დანახვა შეუძლებელია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას ვერაფერი აღწევს თავს სინათლის სხივის ჩათვლით. მას მხოლოდ შორიდან შეგვიძლია დავაკვირდეთ იმ ზემოქმედების მეშვეობით, რასაც ის გარემომცველ ვარსკვლავებზე ახდენს.


მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჩვენს გალაქტიკაში 10 მილიონამდე შავი ხვრელი არსებობს. მათგან ზოგი უზარმაზარია. მათი მასა მზის მასას ათეულებჯერ და ასეულებჯერ აღემატება, ზოგი კი ძალიან მცირე - ბოულინგის ბურთის ზომის ან კიდევ უფრო პატარა გახლავთ, თუმცა მათმა მოკრძალებულმა ზომებმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ: ნებისმიერ ასეთ შავ ხვრელს შეუძლია მთლიანი მზის სისტემის გადასანსვლა.


შავი ხვრელები მატერიის სასაფლაოებია. ადამიანი შავ ხვრელში რომ ჩავარდეს, წარმოუდგენელი ტანჯვით დაიღუპება. მას დაემართება ის, რასაც “სპაგეტიფიცირება” ეწოდება და რაც სტივენ ჰოუკინგმა აღწერა თავის პოპულარულ წიგნში “დროის მოკლე ისტორია.” სპაგეტიფიცირების დროს შავი ხვრელის დაუჯერებელ გრავიტაციას ადამიანის არამხოლოდ კუნთების, მყესების და ძვლების, არამედ მისი მოლეკულების სტრუქტურის დაშლაც კი შეუძლია. როგორც დანტე წერს თავის ღვთაებრივ კომედიაში ჯოჯოხეთის კარიბჭეზე: “აქ შემომსვლელებმა იმედები დატოვეთ გარეთ.”


მშიერი მხეცი გალაქტიკის შუაგულში


ყველა გალაქტიკას ჰყავს შავი ხვრელი თავის შუაგულში. რაც უფრო დიდია გალაქტიკა, მით უფრო დიდი მისი შავი ხვრელი.


ზოგი შავი ხვრელი იმხელაა, რომ მისი წარმოდგენა გაგიჭირდებათ. ესენი მზეზე ათეულობით მილიარდჯერ უფრო მძიმე კოსმოსური მონსტრები არიან, რომლებიც ირგვლივმომცველ მატერიას ფლეთენ.


სამყაროში დღეს ცნობილი ყველაზე დიდი შავი ხვრელის მასა 40 მილიარდჯერ აღემატება მზის მასას. თუ მსგავსი მასის მქონე შავი ხვრელის სიახლოვეს აღმოჩნდებით, მომცრო ზომის შავი ხვრელისგან განსხვავებით ის თქვენ არ მოგკლავთ, მაგრამ სამუდამოდ საკუთარი გრავიტაციის ტყვეობაში დაგტოვებთ.


შავი ხვრელების შუაგულში ფიზიკის კანონები არ მოქმედებს - იქ სინგულარობაა, სადაც დრო არ არსებობს და მილიარდ წელს და ერთ წამს ერთი მნიშვნელობა აქვს.


შავი ხვრელები წარმოუდგენლად სიცოცხლისუნარიანები არიან. მასიური შავი ხვრელი კიდევ ძალიან დიდხანს იცოცხლებს მას შემდეგ, რაც სამყაროში უკანასკნელი ვარსკვლავი ჩაქრება. ტრილიონჯერ ტრილიონჯერ ტრილიონი და კიდევ ტრილიონჯერ ტრილიონჯერ ტრილიონი წელიც არ არის საკმარისი, რათა შავი ხვრელი ”მოკვდეს.” ამიტომ ეს ობიექტები თითქმის მარადიულები არიან.


შავი

0
223
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0