x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეცნიერების ახალი აღმოჩენა: ძროხის ლორწო სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან იცავს, მათ შორის შიდსისგან!
image

ძროხის ლორწოს ლუბლიკანტს შეუძლია ადამიანი დაიცვას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ამის შესახებ წერს Advanced Science-ი



ძროხის ლორწოზე დაფუძნებულმა ლუბრიკანტმა შეძლო სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაცვა, დაადგინეს შვედმა მეცნიერებმა.


გამოცემა Daily Star-ის ყურადღება მიიპყრო სამეცნიერო ჟურნალში Advanced Science-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ჰერპესის და აივ-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის) წინააღმდეგ ეფექტური ლუბრიკანტის შესახებ.




სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა (სტოკჰოლმი, შვედეთი) დაისახეს ამოცანად გარკვეულიყვნენ, შეუძლია თუ არა ძროხის მუცინს, ნივთიერებას, რომელიც გამოიყოფა ლორწოვანი გარსით, დაიცვას ადამიანი ვირუსული ინფექციებისგან. წამყვანმა მკვლევარმა ჰონჯი იანგმა ამოიღო მუცინი ძროხის სანერწყვე ჯირკვლებიდან და მისგან ინტიმური ლუბრიკანტი შექმნა, რომელმაც იმოქმედა ადამიანის უჯრედებზე.


გაირკვა, რომ ლუბრიკანტით წინასწარ დამუშავებული უჯრედების მხოლოდ 30 პროცენტი დაზარალდა აივ-ით ვირუსის ზემოქმედების შემდეგ.ანუ 70% საღი დარჩა ჰერპესის ვირუსის წინააღმდეგ ლუბრიკანტი კიდევ უფრო ეფექტური იყო – ამ შემთხვევაში უჯრედების 80 პროცენტი ჯანმრთელი რჩებოდა.


მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასეთი ლუბრიკანტის გამოყენებისას გვერდითი ეფექტების რისკი მცირეა, ვინაიდან ადამიანის ორგანიზმი ასევე გამოიმუშავებს მუცინს.


მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათმა "პერსპექტიულმა" პრეპარატმა შეიძლება შეანელოს სგქესობრივი გზით გადამდები დაავდებების გავრცელება, თუ რა თქმა უნდა პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის შემდგომი ტესტირების შემდეგ.


ლორწოს მთავარი კომპონენტია ცილა, რომელსაც ეწოდება მუცინი, რომელსაც, როგორც თვლიან, აქვს ანტივირუსული თვისებები.


”მას შეუძლია უზრუნველყოს დაცვა, იმ დროს როდესაც პრეზერვატივი არ არის ხელმისაწვდომი, ან თუნდაც სარეზერვო დაცვა პრეზერვატივზე უარის თქმის ან ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის“.-აღნიშნა კვლევის ავტორმა ჰუნძი იანმა.

1
181
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
181
  
2022, 22 ოქტომბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1