რჩევები მოდური ქალის იმიჯი მგზავრობისას 2012, 25 სექტემბერი, 19:41 მგზავრობა, ნებისმიერი ქალისთვის თავისებურ დისკომფორტთან ასოცირდება, მიუხედავად იმისა რამდენად გიყვართ ახალ-ახალი ადგილების მონახულება და ზოგადად ხეტიალი, ტრანსპორტში გატარებული მრავალი საათი საკმაოდ დამქანცველად მოქმედებს ჩვენზე. აქედან გამომდინარე, როცა დიდ გზაზე წასასვლელად იწყებთ მზადებას, აუცილებელია თადარიგის დაჭერა საიმისოდ, რომ მგზავრობისას კომფორტულად და ამასთანავე მოდურად გამოიყურებოდეთ. რა იცი რა ხდება, იქნებ გზაში ბედი მომავალ საბედოს გახვედრებთ? სტატისტიკური მონაცემებით, ხშირ შემთხვევაში სწორედ მგზავრობისას დაწყებული მსუბუქი ფლირტი ხდება, სამომავლოდ სერიოზული რომანის საფუძველი, ამიტომ კარგად გადაავლეთ თვალი თქვენს გარდერობს, სანამ ჩემოდანმომარჯვებული რკინიგზის სადგურისკენ ან აეროპორტისკენ გაეშურებოდეთ.. 2917 6-ს მოსწონს
|