x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პატაგონიის გოლიათების რასა

image


imageამ ძველ ნახატზე, რომელიც პრინსტონის ბიბლიოთეკაში ინახება, პატაგონიელი გოლიათები არიან გამოსახულნი. ისტორიულ წყაროებში, პირველი ინფორმაცია აღნიშნული რასის შესახებ, მაგელანის ექსპედიციის მემატიანეს ანტონიო პიგაფეტს ეკუთვნის და ის XVI საუკუნის 20–იანი წლებით არის დათარიღებული.

16 საუკუნეში, პირველი ევროპელები, რომლებიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ყველაზე სამხრეთ ნაწილს იკვლევდნენ, უკან დაბრუნებულები, გოლიათების შესახებ ჰყვებოდნენ. ხოლო, მათი განსახლების რეგიონს, პატაგონიას ეძახდნენ, რომელიც ამჟამად, არგენტინის და ჩილეს შემადგენლობაშია.


image


ანტონიო პიგაფეტის ჩანაწერების მიხედვით, ეს ადამიანები ევროპელებზე 2–ჯერ მაღლები იყვნენ. «როდესაც ფერნანდო მაგელანის ფლოტი პორტ სან-ჯულიანში იდგა, გემების სიახლოვეს გოლიათი გამოჩნდა. ის იმდენად მაღალი იყო, რომ ჩვენი მეზღვაურები მას წელამდეც კი ვერ სწვდებოდნენ. ხოლო, ხმა ისეთო ჰქონდა, როგორც ხარს».

imageჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ მაგელანის ხალხმა 2 გოლიათი შეიპყრო და გემზე აიყვანა. მაგრამ, ზღვაში ორივე დაიღუპა.

XVI – XVIII სს-ის მანძილზე, ევროპაში დრო და დრო ვრცელდებოდა ინფორმაცია პატაგონიაში მცხოვრები, ანომალიურად დიდი ადამიანების შესახებ. ასეთი ინფორმაციების პირველწყაროები, ევროპელი ვაჭრები, მისიონერები და სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. მათი გადმოცემით, ამერიკის აღნიშნულ რეგიონში, 2–დან – 3, 35 მეტრამდე სიმაღლის, ადამიანები ცხოვრობდნენ.

პატაგონიელი გოლიათები XIX საუკუნის შუა პერიოდში ამოწყდნენ. უკანასკნელი დარეგისტრირებული კონტაქტი მათსა და ბრიტანელ მოგზაურს ბორნს შორის, 1849 წელს შედგა. ითვლება, რომ გოლიათების დაღუპვის მიზეზი, ევროპელების მიერ შეტანილი ინფექციური დაავადება იყო, რომლის მიმართ, მათ იმუნიტეტი არ გააჩნდათ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო

* არტეფაქტი, რომელიც მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს

* სიცოცხლე ჩვენს სამყაროში

* საიდან მოვიდნენ შუმერები?

* სიცოცხლე ჩვენს სამყაროში

* სასარგებლო რჩევები ფეხსაცმლის შეძენას და მოვლასთან დაკავშირებით

* რას ამბობს ცნობილი ფიზიკოსი, არამიწიერ სიცოცხლეზე და კაცობრიობის მომავალზე?

* ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია

* "ჩვენ ვიცით, სად ვეძებოთ უცხოპლანეტელები" – აცხადებენ მეცნიერები



0
992
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
992
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0