საზოგადოებრივი არტეფაქტი, რომელიც შესაძლოა, მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს 2022, 21 ოქტომბერი, 9:20 მაიას უძველეს ცივილიზაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, მაიას იდუმალი ასტრონავტი არის, რომელიც «პაკალ დიდის» სამარხში, მისი სარკოფაგის სახურავზეა ამოტვიფრული (ქ. პალენკე, სიერა–მადრე–დე–ჩიაპასი, მექსიკა). სახურავზე დახატული იდუმალი ფიგურა, — მეფე პაკალია, ხოლო სამარხი 1952 წელს, «წარწერების ტაძარში» აღმოაჩინეს. როგორც სარკოფაგის სახურავი, ისე სამარხის თავისუფალი სივრცე, მთლიანად ნახატებით და სიმბოლოებით არის შევსებული. ხოლო, სიმბოლოებს შორის, მნიშვნელოვან კომპონენტს, მაიას კოსმოლოგია წარმოადგენს. პაკალ დიდი «წარწერების ტაძარში» დაკრძალეს, ხოლო სარკოფაგს, რომელშიც მისი ცხედარი იყო, 9 მ–იანი საძვალე აკრავდა. 1949 წ. მასში მექსიკელი არქეოლოგი ალბერტო რუზ ლუილიერი შევიდა და იქ მეფის დაკრძალვის დრო, მსხვერპლად შეწირულთა ჩონჩხები აღმოაჩინა. საძვალეს დათვალიერების შემდეგ კი, აღნიშნა: «ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ ის ყინულშია გამოკვეთილი. კედლები და ჭერი იმდენად სწორია, რომ თითქოს სპეციალური ხელსაწყოთი არის გაპრიალებული. ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამ, რომელმაც არქეოლოგების ყურადღება მიიპყრო, იყო ნეფრიტის და ობსიდიანის მოზაიკის ნიღაბი, რომელიც მიცვალებულს სახეს უფარავდა. მეფე პაკალის კიდევ ერთი უცნაურობა — გრძელი ცხვირია. ის ჩვეულებრივი ადამიანებისგან, განსხვავებულადაც კი გამოიყურება: მაღალი ცხვირი მას შუბლს უყოფდა და ვიწრო სახე ჰქონდა, დიდი თვალებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პაკალი, იმ დროს — ასეთი გარეგნობის ერთადერთი ადამიანი არ ყოფილა. ეს თავისებურება, მაიას სამარხებში აღმოჩენილ ძველ ფიგურებზე შეიმჩნევა. არ არის გამორიცხული, რომ შუბლიდან ამოსული გრძელი ცხვირი, ძველი ხალხის დნმ-ში ყოფილიყო, ან ის სხვა ადამიანთა რასას ეკუთვნოდეს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანები, წაგრძელებული თავის ქალით, უცნაური კბილებით და იგივე, დიდი ცხვირით, ადამიანთა რასას ეკუთვნოდეს, სხვა დნმ-ით. მაგრამ, ახლა საკითხავი ის არის, როდის შეიცვალა ასე მკვეთრად დნმ? დღეს, არქეოლოგები უარყოფენ თეზისს, ძველი მაიას ასტრონავტის შესახებ და ამტკიცებენ, რომ პაკალ დიდის სარკოფაგის სახურავზე კვეთა, მხოლოდ მისი საიქიო ცხოვრების გამოსახულებაა და მეტი არაფერი. მაგრამ, ამის მიუხედავად, ბევრს მაინც სჯერა, რომ მაიას მეომრის სახით წარმოდგენილი ეს უცნაური ფიგურა, — უცხოპლანეტელია, რომელიც პალენკეს მცხოვრებლებმა ნახეს და ის ქვაში უკვდავყვეს. ალტერნატიული მეცნიერების წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ მეფე პაკალის სამარხი და ზოგადად, მაიას ცივილიზაციის ისტორია, იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ მეფე პაკალი, შესაძლებელია, ანუნაკიც იყო, — ნიბირუდან ჩამოსული უცხოპლანეტელების ერთ–ერთი წარმომადგენელი, რომლებმაც დედამიწაზე ცივილიზაცია შემოიტანეს. არხის სხვა სიახლეები: * ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო* სიცოცხლე ჩვენს სამყაროში* საიდან მოვიდნენ შუმერები?* სიცოცხლე ჩვენს სამყაროში* სასარგებლო რჩევები ფეხსაცმლის შეძენას და მოვლასთან დაკავშირებით* რას ამბობს ცნობილი ფიზიკოსი, არამიწიერ სიცოცხლეზე და კაცობრიობის მომავალზე?* ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია* "ჩვენ ვიცით, სად ვეძებოთ უცხოპლანეტელები" – აცხადებენ მეცნიერები1609 2-ს მოსწონს
|